საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურის გახსნის პატივი პარასკევს, 28 მარტს, სამეულისთვის მებრძოლ, გიორგი მიქაუტაძის "ლიონს" "სტრასბურგთან" "სტად დე ლა მეინუზე"(26 109) სტუმრობით ერგო. საქართველოს ნაკრების ფორვარდი შეხვედრას უბრალოდ ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა, ნაკრებსა და კლუბში ბოლო 4 მატჩში ამდენივე დუბლი და 5 საგოლე პასი. მისმა გუნდმა წააგო, თუმცა "ჟორჟმა" ისევ (თერთმეტმეტრიანით) გაიტანა (ჩემპიონატში სულ 8 გოლი, ოთხჯერ პარტნიორებს გაატანინა).

ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს, ჩვენი დროით 22:00 საათზე ჩატარდება. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ "სტად ჯეფრი-გიშარზე" (42 000) ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენს" ესტუმრება. არის შანსი, პარიზელები ამ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში, ამავე საღამოს, ოფიციალურად გაჩემპიონდნენ. ხვიჩა, რომელიც უკვე იტალიის ჩემპიონია, ტოპლიგებიდან მეორე ქვეყნის ტიტულს მალე ოფიციალურად გაიფორმებს.

ლუის ენრიკეს ბიჭებს ტრიუმფამდე 6 ქულა აშორებთ, მაგრამ თუკი მოიგებენ, "მარსელი" (დღის პირველი მატჩი) დამარცხდება, "მონაკო" - "ნიცა" კი ფრედ დასრულდება, ყველაფერი ეს დღეს საღამოს, ტურნირის დასრულებამდე 7 ტურით ადრე მოხერხდება, რაც ისტორიაში მეორე ყველაზე ადრეული შედეგი იქნება. და ვის ეკუთვნის პირველი? რა თქმა უნდა, ისევ პსჟს, რომელმაც 2015-16 წლებში პირველობა 8 ტურით ადრე გაინაღდა, საბოლოოდ კი 31-ქულიანი სხვაობით მოიგო(ახლა, ბოლო სანაკრებო პაუზამდე, ლიდერები 19 ქულით გაიჭრნენ).

უხვე ხსენებულ 15-16 წლების სეზონში დედაქალაქელებმა 27 ტური წაუგებლად განვლეს და ახლა ამის გამეორება შეუძლიათ. გუნდი ეცდება, ბოლომდე წაუგებლად მივიდეს. 38 გასვლით შეხვედრაში დაუმარცხებლობა, როგორც ადრეც გითხარით, გუნდს უკვე 1991-93 წლების ლეგენდარული "მილანის" მიღწევასთან გაათანაბრებს.

კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში გაიბრწყინეს

დავითაშვილის გუნდს პარიზელებთან ძალიან უჭირს და ბოლო 27 შეხვედრაში ვერცერთის მოგება მათთვის ყველაზე ცუდი სერიაა. "სენტ ეტიენმა" ბოლოს 2012 წელს, პარიზში (2:1) გაიმარჯვა. სახომ ავტოგოლი გაიტანა, იბრაჰიმოვიჩი კი გააძევეს. პსჟსთან "ბრესტსა" (ცოტა ხნის წინ ამაზეც გამცნეთ) და "ანჟერს" უფრო ურთულდებათ.

"მწვანეების" დასარჩენ პლეი-ოფში მოხვედრა ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალია, რაც მათ შეუძლიათ, ამისათვის კი "ლე ავრს" უნდა აჯობონ. ისე, შორს არც "რეიმსია", "მონპელიე" კი განწირულია (მოგეხსენებათ, ამ გუნდების შეხვედრა ჩაიშალა). "სენტ ეტიენი" ქულების უმეტესობას შინ იღებს, თუმცა ახლა...

დავითაშვილს 7 გოლი და 5 შედეგიანი პასი აქვს. მან გუნდისთვის ბევრი გააკეთა, ბოლო დროს კი ბელგიელი ლუკას სტასინი გაციელებით სახიფათოა. შეგახსენებთ, პარიზში იანვარში მისული კვარაცხელიას ანგარიშზე ჯერ 1 შედეგიანი დარტყმა და 2 საგოლე პასია.

ლუის ენრიკეს გუნდს მარკინიოსი აკლია, ვის ორსულ მეუღლეს, სამწუხაროდ, პრობლემები შეექმნა. ბრაზილელი ლიგა 1-ს სარეკორდოდ, მეათედ მოიგებს; ლი კანგ-ინმა სამხრეთკორეელთა რიგებში ტრავმა მიიღო და უახლოეს მატჩს გამოტოვებს. გონსალო რამოშმა პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში დანიას გაუტანა; დეზირე დუემ ზუსტი თერთმეტმეტრიანი ახლა საფრანგეთისა და ხორვატიის დაპირისპირების პენალტების სერიაში შემოგვთავაზა. მართალია, მანამდე პარიზელებს თასზეც აქვს სათამაშო და ჩემპიონატშიც, თუმცა მათი მთელი ყურადღება მაინც ჩემპიონთა ლიგისა და "ასტონ ვილასკენაა" მიმართული(მათთან ორ მატჩს შორის ტურის შეხვედრა გადაუდეს), შესაბამისად, როტაციას ველით. კვარაცხელიას პირველივე წუთებიდან ვვარაუდობთ.

მთავარი მსაჯი 46 წლის ჯერემი სტინატი იქნება, ვისაც გამორჩეულ მატჩებში უფრო მეოთხე არბიტრად ვხედავთ.

რობი
ჭინკების დერბია დღეს :)
გურულო
ზურიკომ ჯარიმიდან რომ შეუგდო დონარუმას, რით იყო ნაკლები გიოს გოლზე? :)
გიგო პაპა
უპირობოდ დამარცხდება სენტ-ეტიენი, მაგრამ მთავარია ჩვენმა ბიჭებმა გამოიჩინონ თავი. ზურიკოს გოლი გამიხარდებოდა დონარუმას კარში, რამე ეფექტური და დასამახსოვრებელი, ისეთი, როგორიც მაგალითად ჟორჟმა გაუტანა. მეტი წინადადებები წამოვა ზაფხულში და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს. ხვიჩასგან კი დუბლს ველი.
გიორგის
პსჟმ დაწყებამდეც მოიგო მარა თეორიულად 7 ტურში 19 ქულის ამოღება შეიძლება (სულ 21-ია), ასე რომ ავტორის ნაწერში რაღაცების ძებნას შევეშვათ ხოლმე
სოსო
ცხადია,რომ პსჟ ენერგოდამზოგავ რეჟიმში ითამაშებს და მაინც და მაინც გამარჯვებაზე თავს არ მოიკლავს,მაგრამ ვაი,რომ სენტ ეტიენისათვის ეგეც ნამეტანია.იქნებ როგორღაც მოხდეს და ფრეს გამოჰკრან ხელი.არადა როგორ სჭირდებათ,ყოველი ქულა!ბოლო ხანებში,სენტ ეტიენში,ლიდერის პოზიციაზე სტასინი გამოვიდა და ვისურვებდი,ზურიკომ ითამაშოს ძალიან კარგი მატჩი,რათა კვლავ ის გახდეს პირველი ვიოლინო,შეტევაში.ხვიჩას კარგ თამაშსაც ვისურვებდი,რა თქმა უნდა.ასე რომ შედეგიანი ფრე,ჩვენი ბიჭების გოლებით,ჩემთვის საუკეთესო შედეგი იქნება.
გიორგი
თუ პსჟ ხვალ მოიგებს, გაჩემპიონდება. მნიშნველობა არ ექნება, სხვა გუნდი როგორ ითამაშებს.
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა
[VIDEO] დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" წაგებას გადაურჩა
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?