თუკი დედაქალაქელთა 47 წლის მწვრთნელი უახლოეს ორ ტურში ექვს ქულას ვერ აიღებს, მას თანამდებობიდან დაუფიქრებლად გაათავისუფლებენ
“ეკიპის” მტკიცებით, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობა ლიგა 1-ში გუნდის უღიმღამო სტარტით შეშფოთებულია და იმის მიუხედავად, რომ ანტუან კომბუარემ თანამშრომლობა ორი თვის წინ გაახანგრძლივა, თუკი 47 წლის მწვრთნელი უახლოეს ორ ტურში ექვს ქულას ვერ აიღებს, მას თანამდებობიდან დაუფიქრებლად გაათავისუფლებენო.

დედაქალაქელებს მე-3 ტურში, 21 აგვისტოს “ვალანსიენთან” დაპირისპირება ელით, ხოლო მე-4-ში, 28 აგვისტოს “ტულუზთან” გასვლა.

გუშინაც გაუწყებდით, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კომბუარეს წასვლა მოუწევს, ლეონარდო “პარი სენ-ჟერმენში” კარლო ანჩელოტის მოყვანას აპირებს. კლუბის ყატარელმა მესაკუთრეებმა სპორტული დირექტორის იდეას მხარი დაუჭირეს. შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელ ჩინოვნიკს მწვანე შუქი აუნთეს. თავის მხრივ იტალიური წყაროები ამტკიცებენ, რომ ანჩელოტი მისი სამსახურით ფრანგების დაინტერესებას ენთუზიაზმის გარეშე შეხვდა, ამ თემაზე დასმულ შეკითხვებზე პასუხს კი თავი აარიდაო.

ფრანგმა სპორტულმა ჟურნალისტებმა ლეონარდოს რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება გაიხსენეს, სადაც ბრაზილიელი სატრანსფერო კამპანიის დასრულებაზე ლაპარაკობდა. შესაბამისად მათ არ იციან დაუჯერონ თუ არა ერთი მხრივ ინგლისელებს, მეორე მხრივ კი - ესპანელებს, რომლებიც ისევ წერენ “პარი სენ-ჟერმენის” სატრანსფერო გეგმებზე.

პირველები ამტკიცებენ, ლეონარდოს “არსენალიდან” ნიკლას ბენდტნერის შეძენა სურს და მზადაა 11 მილიონი ფუნტი გაიღოსო. მეორენი ირწმუნებიან, რაულმა ინგლისურ და ესპანურ კლუბებზე უარი პარიზელთა ხათრით თქვაო. მართალია “ხუმარების” ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ესპანელ ლეგენდას არ უშვებს, მაგრამ ამ სიტყვებს რატომღაც ყურადღებას არავის აქცევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა