რუბენს ბარიკელო მზადაა გაწყვიტოს კონტრაქტი "უილიამსთან" და შესაძლოა, საერთოდ დატოვოს ფორმულა 1, თუ 2012 წლისთვის ახალი გუნდს არ იპოვნის
ბრაზილიური პრესის ინფორმაციით, რუბენს ბარიკელო მზადაა გაწყვიტოს კონტრაქტი "უილიამსთან" და შესაძლოა, საერთოდ დატოვოს ფორმულა 1, თუ 2012 წლისთვის ახალი გუნდს არ იპოვნის.

გაზეთ Estado de Sao Paulo-ს ახალ ნომერში წერია, რომ ბრიტანული საჯინიბოს სუსტმა ბოლიდმა და არც ისე მყარმა ფინანსურმა მდგომარეობამ ვეტერანი პილოტი იმ აზრამდე მიიყვანა, რომ მომავალ წელს "უილიამსისგან" პროგრესის ლოდინი უაზრობაა. არადა, ბრიტანელებმა 2012 წლის სეზონისთვის კონტრაქტი გააფორმეს "რენოსთან", რომელიც ძრავებს მიაწვდის "უილიამსს".

ბუნებრივია, ამ ინფორმაციამ ჭორების ტალღა ააგორა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიკავებს ბრაზილიელის ადგილს ბრიტანულ გუნდში. კანდიდატთა ნაკლებობა არ შეიმჩნევა: ბრაზილიელი ჟურნალისტები ასახელებენ GP2-ის პილოტსა და "ფერარის" აკადემიის მოსწავლეს ჟიულ ბიანკის, აგრეთვე ახალგაზრდულ სერიაში მის კონკურენტებს - სტეფანო კოლეტის, რომელსაც თვით მონაკოს თავადი ალბერ II პატრონობს და "მერსედესის" პროტეჟეს სემ ბერდს.

თუმცა თავიდან გასაკვევია, მართლაც გაჩნდა თუ არა ვაკანსია "უილიამსში". რუბენს ბარიკელოს ფორმულა 1-დან წასვლის შესახებ ჭორი ადრეც გავრცელებულა, მაგრამ სახელოვანი ვეტერანი ჯერაც გადის სტარტზე და რეგულარულად ანახლებს საკუთარ რეკორდს ჩატარებული ეტაპების რაოდენობით. ამჟამად ბარიკელოს ანგარიშზე 318 გრანპრია. 11 რბოლაში მან გამარჯვება მოიპოვა, 2002 და 2004 წელს კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა