კლასიკურ რალიში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა სებასტიან ლოებმა ორი სეზონით გაახანგრძლივა კონტრაქტი "სიტროენთან"
კლასიკურ რალიში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა სებასტიან ლოებმა ორი სეზონით გაახანგრძლივა კონტრაქტი "სიტროენთან". ამის შესახებ გუშინ ფრანგული გუნდის გენერალურმა მენეჯერმა ფრედერიკა ბანზემ გამოაცხადა.

როგორც წამყვანი ფრანგული გაზეთი "ეკიპი" წერს, ახალი ხელშეკრულების გაფორმება დიდი სიუპრიზი აღმოჩნდა, რადგან ლეგენდარულ ავტომრბოლს კარიერის გაგრძელების სამი ვარიანტი ჰქონდა: "ფოლკსვაგენში" გადასვლა, რომელიც 2013 წელს ბრუნდება რალიში, სხვა სარბოლო სერიაში ძალების მოსინჯვა ან დიდი სპორტიდან წასვლა.

ახალი კონტრაქტის გაფორმება ლოებისთვის კარგი სტიმული იქნება გერმანიაში, სადაც უახლოეს უქმეებზე მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი გაიმართება. ეს არის პირველი ეტაპი წელს, რომელიც ასფალტის ტრასაზე ჩატარდება. ბოლო წლებში აქ მუდმივად ლოები იმარჯვება, ასე რომ, მის კონკურენტებს წარმატების არც ისე დიდი შანსი აქვთ.

გერმანიის რალი

შტაბი - ტრირი

საფარი - ასფალტი

სპეცმონაკვეთების რაოდენობა - 19

შარშანდელი გამარჯვებული - სებასტიან ლოები

საერთო ჩათვლა

1. ლოები (სიტროენი) - 171 ქულა

2. ჰირვონენი (ფორდი) - 144

3. ოჟიე (სიტროენი) - 140

4. ლატვალა (ფორდი) - 96

5. პ. სოლბერგი (სიტროენი) - 83

6. ოსტბერგი (ფორდი) - 56

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო