ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ გასვლაზე „ასტონ ვილასთან“ 2:3 დამარცხდა, მაგრამ ორრაუნდიანი დაპირისპირების ჯამში გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

პირველ შეხვედრასთან შედარებით „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა: ბერალდოს ნაცვლად მარკინიოსი, დუეს მაგივრად კი ბარკოლა დააყენა. პარიზში 1:3 დამარცხების გამო ინგლისურ გუნდს სწრაფი გოლის გატანა სჭირდებოდა, თავიდანვე შეუტიეს, გოლი კი საკუთარ კარში მიიღეს - მეკარე მარტინესის შეცდომის შედეგად სტუმრები ჰაკიმიმ დააწინაურა. შანსები მასპინძლებსაც მიეცათ, მაგრამ ტორესის დარტყმული ბურთი დონარუმამ მოიგერია, როჯერსმა მიზანს ვერ უწია, ხოლო პარიზელებმა ისევ გაიტანეს. ამჯერად სწრაფი კონტრიერიშისას თავი მენდეშმა გამოიჩინა. თუმცა, ტილემანსმა პაჩოსგან რიკოშეტით ანგარიში შეამცირა. შემდეგ კვარაცხელია კეშმა წააქცია, მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში დონარუმამ ახლო მანძილიდან რეშფორდს არ გაატანინა, მერე იტალიელის კარი მაკგინმა და კონსამ დალაშქრეს და ბირმინგემელები წინ გავიდნენ. ინგლისურმა გუნდმა ზეწოლა გააძლიერა, ჯანლუიჯიმ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, ლუის ენრიკემ ბარკოლას ნაცვლად მოედანზე დუე შეუშვა. შეცვლაზე შესული ასენსიო ერთი ერთზე გავიდა დონარუმასთან და მეკარე ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. პარიზელებს ბურთის შენარჩუნება უჭირდათ, დაცვაში ბევრ შეცდომას უშვებდნენ, ხვიჩას, რომელიც უფრო სიღრმიდან თამაშობდა, პასს ხშირად არ აძლევდნენ. ჰაიკიმი შეიჭრა მახვილი კუთხიდან საჯარიმოში, მაგრამ მარტინესმა გატანა არ დაანება. პირისპირ გასულმა დუემაც ვერ აჯობა არგენტინელს, "კვარას" დარტყმული ბურთი მცველისგან კუთხურზე გადავიდა, ბოლოს პსჟ-მ მეტოქის შეტევები მოიგერია და 1/2-ფინალში გავიდა.

ნახევარფინალში პსჟ „რეალსა“ და „არსენალს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ბირმინგემი. „ვილა პარკი“

ასტონ ვილა - პსჟ 3:2

გოლები: 0:1 ჰაკიმი (11), 0:2 მენდეში (27), 1:2 ტილემანსი (34), 2:2 მაკგინი (55), 3:2 კონსა (57)

ჟორა
მართალია ქაღალდი უსულო საგანია, მაგრამ დიდ სისულელეს თუ დაწერ ქაღალდმაც იცის გაწითლება. ლივერპულთან ორი თამაში და ასტონ ვილასთან პირველი თამაში, დაძაბული შეხვედრები არ იყო? მერედა როგორ ითამაშა ხვიჩამ? ფეხბურთის გაგების პრობლემა ვისაც გაქვთ, არაა აუცილებელი პოსტის წერა, წაკითხვით შემოიფარგლეთ და უკეთესი იქნება ყველასთვის.
არ არის ეგრე
3 გოლი რაც დონარუმამ გაუშვა მის კისერზეა.
დავით 67
სასამართლოზე ვართ თუ რა?. რა გვაქვს საღიარებელი? ყველა თამაშს ერთ დონეზე ვერ ითამაშებ. მესმის რომ ბევრისთვის ეს რთულად წარმოსადგენია, გამომდინარე იქიდან რომ ფეხბურთი არ ესმით
სიმონა
დაანებეთ თავი ზოგიერთებმა კვარას უაზრო ქება დიდებას და ბაქი-ბუქს, ფაქტია გუშინ ყველაზე სუსტი და შეუმჩნეველი იყო. მას ყოველთვის უჭირს დაძაბულ, გადამწყვეტ შეხვედრებში, განსაკუთრებით როცა მეტოქე ძლიერია და მისი გუნდი ტოტალურ უპირატესობას არ ფლობს, პირველ თამაშზე პსჟ-ს უპირობო უპირატესობა ჰქოდა, ამიტომაც იფრინა და ყარაულის თოფივით გასროლაც გამოუვიდა, წუხელ კი ჩაიკარგა,ისე როგორც იგივე ლიველპოლთან განმეორებით შეხვედრაში, როცა გადამწყვეტ მომენტში შეცვალეს კიდეც.....პასებს უგვიანებდნენ არა!!....აღიარეთ ლაითდ მაინც, რომ საუკვეთესო მატჩი არ ჰქონდაა.....
მალხაზ ჯობავა
ბარკოლას გასვლამდე ცხრა კაცით თამაშობდნენ, ბარკოლას მერე ცხრანახევრით. კვარას ყოველთვის პასს უგვიანებდნენ, ზოგჯერ იგნორსაც უკეთებენ მაგრამ, რაც მთავარია ენრიკე ენდობა კვარას თავიდან ბოლომდე, მითუმეტეს როცა მთელმა საქართველომ და მსოფლიომ ნახა მაგათი საუბარი თამაშის დასრულების შემდეგ. და რაც მთავარია, ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ რომ კვარას, მაგარი ფეხი და ყისმათი აქვს, სადაც მივა ყველგან რაღაცას იგებს, ახლა ლიგა უნდა პსჟ-სთან ერთად, საფრანგეთის ჩემპიონი უკვე არის. მომავალში კიდე, საქართველოს ნაკრების ჯერია მსოფლიოზე!
დავით
ბევრისმომსწრე-ს. კი გასულია ულაპარაკოდ
დავით 67
მე ვფიქრობ რომ ზედმეტმა დასვენებამ უარყოფითი როლი ითამაშა გუნდზე. როგორც ვიცით საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩი გადაუტანეს პსჟ-ს ნანტთან. 0-2 შემდეგაც ზედმეტად თვითდამაჯერებელნი იყვნენ. ინგლისური გუნდები ბოლომდე თამაშობენ და ამიტომაც სახიფათო არიან, ტყუილად კი არ არის პრემიერ ლიგა N1 . ასე რომ პსჟ-ს მარცხი ერთობლივი რიგი მიზეზებმა განაპირობა. წვიმის ფაქტორსაც დავამატებდი.
რაგბის ფანი
ახალი ვებ გვერდის მუშაობის პრინციპი ცოტა გაუგებარია.
ბევრისმომსწრე
და არსენალი უკვე გასულია ?
რერო-ს
აბა რას ლაპარაკობ თუ ძმა ხარ, პირველი გოლის დროს ჰაკიმი აღმოჩნდა ხვიჩას ნაცვლად შეტევაში, სად იყო ხვიჩა? ჩარჩა დაცვაში, 26 წუთზე დემბელე უტევს და ვერავინ ეხმარება მარჯვნიდან, სად არის ამ დროს ხვიჩა? ჩარჩა დაცვაში. ასე რომ თავისი პოზიციაზე არ იყო და რამე არაფერ შუაშია აქ. არ ითამაშა თავისი საუკეთესო თამაში დღეს კვარამ
კახი
სამართლიანობა მოითხოვს რო ვთქვათ დღეს ხვიჩას დღე არ იყო მაგრამ, ხვიჩა ჩვენი იმედია და ვულოცავ მის გუნდს ნახევარფინალში გასვლას. ნეტა ოდესღაც ნახევარფინალში გასვლა ჩვენ ნაკრებზე დამეწეროს გინდა ევრო, და გინდა მსოფლიოზე.
გიორგი 3
ისე ძალიან კარგი გაკვეთილი იყო ახალგაზრდა გუნდისთვის. ეგებ საბოლოო გამარჯვებაში დაეხმაროს?
რერო
კი მანდრაჟით ითამაშა თავიდამვე დაცვაზე იყო კონცენტრირებული,ესე არ შეიძლება. მართლა კლასის ხარჯზე მოიგეს. მწვრთნელს პირველი თამაშის სასტარტო არ უნდა შეეცვალა. დუე ბარკოლას ჯობია.
რერო
კვარას პას არ აძლევენ, ფრანგები ბარკოლა,დემბელე,დუე ერთმანეთს ეთანამშროლებიან. აქეთ ნახევარდაცვაც არ აძლევს,ერთი ფაბიან რუისია ვინც პას აძლევს ოღონდ ის მარცხნივ იყო,კვარა მარჯვნივ დუეს შემოყბანის მერე გადავიდა თავის ფლანგზე და ამ ცვილებამ დააბალანსა თამაში. ბეწვის ხიდზე გაიარეს. დონარუმაც ბრწყინვალე იყო,რა ბურთები აიღო ბრავო.
Roma ochamchireli
ჯერ არსენალის გასვლაც კითხვისქვეშაა
გეო
ხვიჩას დღეს არ ჰქონდა კარგი მატჩი. ისევ მისი სუსტი წერტილი - ფსიქოლოგია ჩაერთო. არ შეიძლება ამხელა ვარსკლავი იყო და ასეთი "მანდრაჟით" თამაშობდე.
Bs
იმდენი უძახეს კვარას დაცვაში მაგარი ხარო დღეს ჰაკიმი ასწრებდა შეტევაში და ორი ეპიზოდის გარდა გამწვავებაზე არც კი მიდიოდა. კარგია რომ გავიდნენ ნახევარფინალში მაგრამ კვარას დღევანდელი თამაში მე არ მომეწონა.
Zviad
ნახევარფინალში არსენალიც, მეოთხე ინგლისური კლუბიც უნდა გაიწვიოს ტურნირიდან და გავიდეს ფინალში
გოჩა
ბეწვზე გადარჩა პარიზი არსენალთან მაქსიმუმი უნდა გაიღოს თუ უნდა შანსი ქონდეს ფინალის
[VIDEO] "რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!" - "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა
რატომ ჩაითვალა მამარდაშვილის კარში პირველი გოლი - VAR-ის გადაწყვეტილების მიზეზი სადავო ეპიზოდზე
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე