ქართველი მორაგბეების და ქომაგების დიდი ხნის ოცნება ახდა. საქართველოს 15-ქალა ნაკრები ოფიციალურად დაიბადა. 2025 წლის 18 აპრილს, ჩვენმა გუნდმა პირველი ნაბიჯი გადადგა და ყაზახეთის ნაკრებთან ქუთაისის „აია არენაზე“ ამხანაგური მატჩი გამართა.

ყაზახეთის ქალთა ნაკრებმა პირველი თამაში ჯერ კიდევ 1993 წელს გამართა და მის ანგარიშზე უკვე 80-მდე ოფიციალური თამაშია. ის ქალთა მსოფლიო თასის 6-გზის მონაწილეა, ორჯერ მე-9 ადგილი დაიკავა და ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-18 ადგილზეა (66 გუნდს შორის). ამის საპირწონედ, არა მხოლოდ ნაკრებმა, არამედ ზოგადად ჩვენმა გოგონებმა, 15-ქალა რაგბი პირველად ითამაშეს და ამის კვალობაზე შედეგიც აბსოლუტურად მისაღებია - 5:47.

საქართველოს ნაკრების ისტორიული, პირველი ლელო მანონი საღარაძემ 26-ე წუთზე გაიტანა და იმ მომენტისთვის სხვაობა 10 ქულამდე დაიყვანა.

„ყველა ჩვენთაგანისთვის ძალიან ემოციური დღე იყო. სულ გვინდოდა, რომ ჩვენი შესაძლებლობები 15-ქალა რაგბში მოგვესინჯა და ეს ოცნება აგვიხდა. თამაშამდე სულ რაღაც 2-კვირიანი მომზადება გავიარეთ, მაგრამ დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ 15-ქალას თამაშიც შეგვიძლია. ძალიან ემოციური იყო ნაკრების კვართით პირველი ლელოს გატანა, მით უმეტეს, რომ ამ დროს ანგარიში სულ რაღაც 0:15 იყო და თამაში დაიძაბა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო, ყაზახებს ძალიან გაუჭირდათ და დარწმუნებული ვარ 24 აპრილს უკეთესი თამაში გვექნება“ - აღნიშნავს მანონი საღარაძე და განაგრძობს:

„გოგოებს აქამდე მხოლოდ 7-ქალა გვქონდა ნათამაშები და ადაპტაცია გაგვიჭირდა. 7-ქალაში ბურთი უფრო ხშირად გაქვს, სივრცეები ბევრად მეტია და მეტს დარბიხარ, მოედანზეც მხოლოდ 14 წუთი ხარ, აქ კი ბევრი რამ განსხვავებული იყო. ჯერ მარტო მოედანზე 80 წუთით ყოფნას სხვა ფსიქოლოგიური მზადება ჭირდება. გარდა ამისა, დიდი დროის გატარება გვიწევდა უბურთოდ, რასაც არ ვართ მიჩვეული. 15-ქალა ბევრად უფრო რთული სათამაშოა, თუმცა უფრო სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც პატარა სივრცეში გაძვრები. ახლა ვიცით როგორ უნდა ვითამაშოთ და დარწმუნებული ვარ 24 აპრილს უკეთესი თამაში გვექნება. გოგონებს 15-ქალა ძალიან მოგვეწონა, დავინახეთ, რომ შეგვიძლია და იმედია მომავალში მეტი თამაში გვექნება“.

ქუთაისის „აია არენაზე“ ისტორიული თამაშის სანახავად მთელი ქვეყნიდან უამრავი გულშემატკივარი მივიდა. მათ განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნეს, რამაც გოგონებზე განუმეორებელი შთაბეჭდილება დატოვა:

„მოედანზე რომ გავედით და ამდენი გულშემატკივარი დავინახეთ, ყველაფერი დაგვავიწყდა. აქამდე არასდროს გვქონია იმის ფუფუნება, ასეთი რაოდენობის ქართველი გულშემატკივრის წინაშე გვეთამაშა. ყველა იმაზე ვფიქრობდით, რომ მაქსიმუმი გაგვეკეთებინა და მათი იმედი არ გაგვეცრუებინა. ისინიც ბოლომდე გვერდში გვედგნენ და მთელი 80 წუთი საქართველოს სკანდირებდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მთელი სტადიონი ჩვენს გვერდით იდგა და არც ჩვენ გვქონდა გაჩერების უფლება. ცალკე საოცრება იყო საქართველოს ჰიმნზე დგომა“.

საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებები 24 აპრილს კიდევ ერთ თამაშს გამართავენ და მანონი საღარაძე დარწმუნებულია, რომ ხარისხი და შედეგი ბევრად უკეთესი იქნება:

„ეს იყო პირველი თამაში, არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა და რას წარმოადგენდა მეტოქე. ახლა გვექნება ვიდეო განხილვები და დარწმუნებული ვარ 24-ში ბევრად უკეთ ვითამაშებთ. შერკინებას პრობლემები არც აქ ქონდა, მაგრამ ხაზზე ბურთი არ გამოდიოდა. სწორედ ამაზე ვიმუშავებთ, ბევრად მეტი კომბინაცია გვექნება და იოლად არაფერს დავთმობთ“.

„ჩვენ ძალიან მაგარი გოგონები გვყავს. აქამდე საერთაშორისო ტურნირებზე სულ 12-ნი მივდიოდით, ახლა კი ბევრად მეტი შევიკრიბეთ და ეს ინტერესსაც გაზრდის. ახლა ბევრად მეტ გოგოს ექნება შესაძლებლობა ითამაშოს საქართველოს სახელით, რაც კონკურენციას გაზრდის და დარწმუნებული ვარ, სულ მალე ქართველ ქომაგს გამარჯვებებითაც გავახარებთ“ - ამბობს მანონი საღარაძე.

18 აპრილი. ამხანაგური მატჩი

ქუთაისი. „აია არენა“. 15:00

საქართველო ქ. - ყაზახეთი ქ. 5:47

საქართველო

ხაზი: 15. მანონი საღარაძე, 14. მარიამ გოგოუაძე, 13. ანანო ხაბულიანი, 12. თეონა ჩიტაიშვილი (კაპ.), 11. მარიამ ბერაძე, 10. ანა პოღოსიანი, 9. სალომე საღარაძე;

შერკინება: 1. ანა რურუა, 2. ანასტასია ახვლედიანი, 3. ანა კაპანაძე, 4. ნინო გუგუჩია, 5. ვერა კუნდუხაშვილი, 6. ანა დათიაშვილი, 7. ლიკა ხუფენია, 8. სალომე მაკასარაშვილი.

მარქაფა: მარიამ სიხარულიძე, კირა დანელია, ტატა ბუზალაძე, ნინო გოგოლიძე, გურანდა ხიჯაკაძე, ნინო დოლენჯიშვილი, ნინო წიკლაური, თინათინ გორდეზიანი, ინგა კაზაროვა, მირანდა სააკიანი, ანი ჩინჩალაძე.

1 ლელო: მ. საღარაძე

Rugby.ge

სოსო
ისტორია დაიწყო!გული არ გაიტეხოთ გოგოებო,ვაჟთა ნაკრები სულ თავიდან ისეთ ქვეყნებთან ნადგურდებოდა,დღეს რომ სასაცილოდ არ გვკმარა!ძალიან მალე თქვენც დაიწყებთ გამარჯვებებს.დღეს კი დებიუტს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ,მთელ საქართველოსთან ერთად!
7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის
5-ქალა | დიდი უპირატესობით რუმინეთთან
5-ქალას ისტორია რუმინეთიდან იწყება
7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური "ბენფიკას" და "იუნიონის" გამარჯვებებით დაიწყო
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
მოლოდინი სრულდება - ჩაკვეტაძე "პრესტონთან" მატჩის განაცხადშია
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "გაგრა" გადარჩა, "გარეჯი" პლეი-აუტში... მაღალი ალბათობით...
"ბეშიქთაში" დავითაშვილთან ერთად ტერ შტეგენის, სანჩოს, სალიჰის და გიულის დამატებას აპირებს
ლუის ენრიკე: ჩემპიონთა ლიგა ჩვენი ტურნირია, ჩვენ ჩემპიონები ვართ
ქართველი მსაჯები ასაკობრივი გუნდების საერთაშორიო მატჩებზე
"დაცვაში ადრე ამდენს არ ვმუშაობდი... ზოგი ამბობს, რომ ლიგა 1-ში თამაში მარტივია, მაგრამ..." - რა თქვა კვარაცხელიამ "ტოტენჰემთან" მატჩის წინ?
პირველად "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში - "წითელი ეშმაკები" სახლში კაცნაკლულ მეტოქესთან დამარცხდნენ
"დერბიში გამარჯვება უფრო მაღალ დონეზე აგვიყვანს" - პულიშიჩი "ინტერის" დამარცხების შემდეგ
სარჩელი არ დაუკმაყოფილეს - დათუნაშვილს მსოფლიოსა და ოლიმპიური მედლები ჩამოართვეს
მოლაპარაკებები დაწყებულია - ლევანდოვსკი შესაძლოა, თურქულ გუნდში გადაბარგდეს
მესი პუშკაშს გაუთანაბრდა - ლეგენდარული არგენტინელი მორიგ რეკორდთან ერთ ნაბიჯშია
Foot-sur7.fr: პსჟ ზაბარნის გაშვებაზე მხოლოდ ამ შემთხვევაში იფიქრებს
აზაროვს "შახტარიდან" წასვლა უნდა - რას წერენ უკრაინელები ქართველის შესახებ
[VIDEO] მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - "ტორონტომ" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
[წინათქმა და ფაქტები. ეროვნული ლიგა. XXXIVტური] ...ასე ხდება, როცა საკუთარ თავზე აღარ ხარ დამოკიდებული