2025 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა ქართული ქალთა რაგბისთვის. საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ამა წლის აპრილში შეიკრიბა და ქუთაისში ყაზახ გოგონებთან ორი ამხანაგური თამაში გამართა, ნოემბერში კი რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონის ფარგლებში რუმინეთს სტუმრად დაუპირისპირდა და 43:0 დაამარცხა.

„ეს ჩვენი პირველი ოფიციალური თამაში იყო, მეტოქეზე არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა და ასეთ შედეგსაც ნამდვილად არ ველოდით. სასიხარულოა, რომ მთელი თამაშის განმავლობაში დომინანტები ვიყავით, მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ და დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ. მხოლოდ პირველი 15-20 წუთი გაგვიჭირდა, გოგონები ნერვიულობდნენ და ცოტა არეულები ვიყავით, მერე კი დავლაგდით და ზედმეტი პრობლემების გარეშე გავიმარჯვეთ“ - განაცხადა 15-ქალა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მაისურაძემ.

რუმინეთიდან დაბრუნების შემდეგ გოგონები მზადებას განაგრძობენ და „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე კვირაში სამჯერ ვარჯიშობენ. დიდი სხვაობით მოგების მიუხედავად, მაისურაძე მიიჩნევს, რომ სასწავლი ჯერ კიდევ ბევრია:

„გოგონებისთვის 15-ქალა ახალი სპორტია და ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. სიახლეებს ზოგი ადვილად უღებს ალღოს, ზოგს ცოტა უჭირს, თუმცა განვითარება გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეთა დიდი არჩევანი არ გვაქვს, ვფიქრობ ამ ეტაპზე (კონფერენც დივიზიონში) ყველა მეტოქეს მარტივად უნდა გავუმკლავდეთ და იმედია, უახლოეს მომავალში რაგბი ევროპის ალაფაზე დავწინაურდებით“.

„ვაგრძელებთ ვარჯიშს და ვცდილობთ იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რომლებიც რუმინეთთან თამაშმა დაგვანახა. იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში ვგეგმავთ სპარინგ-მატჩებს 18-წლამდელთა აკადემიის ბიჭებთან. მათ რუმინეთთან შეხვედრის წინაც ვეთამაშეთ და ფაქტია, ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ“.

ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყანასთან, რათა 2026 წლის თებერვალ-მარტში გოგონებმა კიდევ ორი თამაში გამართონ. შეთანხმება თითქმის მიღწეულია, თუმცა დასაზუსტებელია გარკვეული დეტალები. სამომავლო გეგმების შესახებ მაისურაძე გვიყვება:

„რუმინეთთან თამაშის შემდეგ გერმანია დაგვიკავშირდა და ჩვენთან თამაშის სურვილი გამოთქვა. ის რაგბი ევროპის ალაფაზე თამაშობს და ჩვენთვისაც საინტერესო იყო მათთან შეხვედრა, რათა გვენახა რა დონეზე ვართ, მაგრამ უარის თქმა მოგვიწია. სწორედ იმიტომ, რომ გერმანია ალაფის ბინადარია, ეს ოფიციალურ შეხვედრად არ ჩაითვლებოდა. რაგბი ევროპა ითხოვს, რომ ამ ეტაპზე კონფერენც დივიზიონში დარეგისტრირებულ გუნდებს შევხვდეთ და ჩვენც გეგმების შეცვლა მოგვიწია“.

„ამჟამად მოლაპარაკებები გვაქვს ხორვატიასთან, ჩეხეთთან და ანდორასთან და დიდი ალბათობით თებერვალ-მარტში ორი თამაში გვექნება. ჩვენი სურვილია, რომ ერთი შეხვედრა საქართველოში ჩავატაროთ, თუმცა მეტოქეები ამაზე თავს იკავებენ და სავარაუდოდ კვლავ სტუმრად მოგვიწევს თამაში. ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას და ვიმედოვნებთ, რომ 2027 წლიდან მაინც ალაფაზე დავწინაურდებით“.

„კონფერენც დივიზიონისგან განსხვავებით ალაფა უკეთაა დაორგანიზებული და ყველა გუნდი ვალდებულია, რომ მეტოქესთან შინაც ითამაშოს და სტუმრადაც. ამჟამად ალაფას გერმანია, ფინეთი და შვედეთი თამაშობენ და კარგი იქნება მათ ჩვენც თუ შევუერთდებით. გვაქვს გარკვეული პირობები დასაკმაყოფილებელი. უნდა დავამტკიცოთ, რომ წელიწადში 2-3 თამაშის გამართვა შეგვიძლია. ასევე ერთ-ერთი მოთხოვნაა შიდა ჩემპიონატის ჩატარება“.

„ვაპირებთ, რომ ჩავატაროთ 3-გუნდიანი ჩემპიონატი თებერვალ-მარტში. ესენი იქნებიან თბილისის ‘ლოკომოტივი’, ქუთაისის ‘აია’ და ნაკრების ბაზაზე შექმნილი გუნდი. მწირი რესურსიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ჩემპიონატი 10-კაცა რაგბიში ჩატარდება. ვიმედოვნებთ, რომ მოთამაშეთა რაოდენობა გაიზრდება და მალევე შევძლებთ 15-ქალაზე გადართვას. ამის იმედს საფესტივალო ასაკში გოგონათა სიმრავლე იძლევა. გადაწყვეტილება იმის შესახებ, დავწინაურდებით თუ არა ალაფაზე, რაგბი ევროპამ მაისში უნდა მიიღოს და გვსურს ამ დროისთვის მოთხოვნების დიდი ნაწილი დაკმაყოფილებული გვქონდეს“.

Rugby.ge

"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - როტაციით სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონთან
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
რატომ დატოვა კრიშტიანო რონალდომ ეროვნული ნაკრები - მედიაში დეტალები გასაჯაროვდა
როსის ბედი საქართველოსთან შედეგზე გადის - უნგრელებმა შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დაითხოვონ
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
უნგრეთი - საქართველო. რთული მატჩის მოლოდინი და მეტოქის მწვრთნელი გადაყენების საშიშროების წინაშე
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
[PHOTO] "საქართველო ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება" - უკრაინის ნაკრების ფეხბურთელის მეუღლე ჩვენს ქვეყანას ეწვია და ფოტო გამოაქვეყნა
[VIDEO] "ხვიჩამ მატჩის მიმდინარეობისას ეს მითხრა და გამეცინა" - რაზე გაეხუმრა კვარაცხელია უკრაინელთა მცველს
"ამას არ მოვითხოვ, მაგრამ გულახდილად ეს შეგვიძლია ვთქვათ..." - როტენმა კვარაცხელია გააკრიტიკა
რონალდომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად არ ივარჯიშა - პორტუგალიელის საქციელი ფედერაციამ განმარტა
ივან რაკიტიჩმა "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
"საქართველომ ვერ შეძლო, მეტოქემ არც მოინდომა, მაყურებელმა საათნახევარი დაკარგა" - უკრაინელი ექსპერტები იმედგაცრუებული არიან
"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია
19-წლამდე ნაკრები 2 და 5 ოქტომბერს ლატვიას დაუპირისპირდება
"თითქოს ფრე ჩვენც გვაწყობდა და ქართველებსაც - А დივიზიონში "შეძრომა" არ გვჭირდება" - კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი თამაშით გაწბილებული დარჩა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ერთი ინგლისური გრანდიდან მეორეში - სუბიმენდის სამსახურით "ჩელსი" ინტერესდება
მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი "რეალის" გამო განაცხადა