ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

დავითაშვილისა და მიქაუტაძის გუნდების მატჩი შეწყდა

დავითაშვილისა და მიქაუტაძის გუნდების მატჩი შეწყდა

<p>ლიგა 1-ის 30-ე ტურში &bdquo;სენტ-ეტიენისა&ldquo; და &bdquo;ლიონის&ldquo; მატჩი შეწყდა.</p> <p>&nbsp;</p> <p>&nbsp;ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო: მასპინძელთა გუნდში ზურიკო დავითაშვილი, სტუმართა რიგებში კი გიორგი მიქაუტაძე. დებიუტში უფრო აქტიური &bdquo;სენტ-ეტიენი&ldquo; თავურით სტასენმა დააწინაურა. 23-ე წუთზე მსაჯმა ლეტეკსემ ტოლისოსთან უხეშობისთვის სტასენი გააძევა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ წითელი ბარათი ყვითელით შეუცვალა, ხოლო ტოლისო მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. 36-ე წუთზე დავითაშვილი მეკარე დესკამთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთი მიზანს ააცილა. პირველი ტაიმის ბოლოს ტრიბუნიდან ნასროლი საგანი ლაინსმენს, რაჰმუნის თავში მოხვდა და მსაჯმა გუნდები გასახდელში გაიყვანა.</p> <p>&nbsp;</p> <p>ჯერ უცნობია როდის გაგრძელდება თამაში.</p>

  • სოსო

    ზედა მეზობელს.აგაშენებს ღმერთი!რაც ახალ ფორმატზე გადავიდნენ,პირველად დაიწერა ჭკვიანი ადამიანის კომენტარი.1981 წელს,ფეინოორდი დინამოს მატჩი ყოვლად უნამუსოდ რომ იმსაჯა ფრანც ვიორერმა და 1985 წელს უკვე ფინალში შეუშვეს კიევის დინამოსა და მადრიდის ატლეტიკოს მატჩში,რომელიც სხვათა შორის კვლავაც ყოვლად უნამუსოდ იმსაჯა,უკვე მაშინ ვივხვდი,რომ ევროპულ ფეხბურთში,ისევე როგორც საბჭოურში,ობიექტურობა და პატიოსნება,ერთნაირად არაპოპულარული იყო.უკვე 90-იანებში უეფას კორუმპირებულობა კიდევ ერთხელ დამიდასტურდა გაზეთ ლელოში გამოქვეყნებულმა სტატიამ,სადაც ლელო მოგვითხრობდა საქართველოს სტადიონების შესამოწმებლად უეფასაგან დელეგატად გამოგზავნილი ფრანც ვიორერის შესახებ,რომელსაც თურმე ერ ახსოვდა,ფეინოორდი-დინამოს ნახევარფინალური მატჩი რომ იმსაჯა.ის უეფაში დაასაქმეს და კიდევ ერთხელ დამიმტკიცეს,რომ ის უეფას სპეცდანიშნულების მსაჯი იყო.რაც ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატების ადგილის შერჩევაში ამბები ტრიალებს,მანდაც ხომ აღარც ჰფარავენ,რომ სწორედ დიდმა ფულმა და ქრთამმა გადაწყვიტა მასპინძლობის ბედი და დღეს როგორც დასავლეთი საქართველოს ექცევა, ეგ უკვე პოლიტიკის დონეზეც გვიდასტურებს,რომ უკვე ყველამ ჩამოიგლიჯა ნიღაბი და აღარავინ ჰფარავს,სინამდვილეში ვინ რას წარმოადგენს.ნამდვილად არა ვარ გასულელებული იდეალისტი,ვიღაცის თავს მოხვეულ მოწოდებებს რომ აჰყვება და თავი საქართველოს გადამრჩენი ჰგონია.უბრალოდ იქითკენ მიმყავს აზრი,რომ შეიხებიც საკმაოდ ბევრნი არიან,სხვა მილიარდერებმაც ჩადეს დიდი ფული და უკვე მაღალ დონეზე შეიქმნა კონკურენტული გარემო.მხოლოდ ფული კი,მართლაც ყოველთვის ვერ არის გადამწყვეტი ფაქტორი.კონკრეტულ მომენტში,ფინანსურად უფრო სუსტ კლუბებსაც გამარჯვების შანსები და საკმაოდ ხშირად,შანსებს წარმატებითაც იყენებენ.ფეხბურთს ხომ მაინც ადამიანები თამაშობენ და ფსიქოლოგიური ფაქტორი,ფიზიკურთან ერთად,საკმაოდ დიდ როლს თამაშობს.ნეტავი უფრო ადრე შემოსულიყავით!მიხარია თქვენი ამ საიტზე გამოჩენა,თუმცა ისე გააფუჭეს საიტის დიზაინი და ისე გართულდა სასურველი სტატიების ნახვა,რომ უკვე ნერვები აღარ მკმარა.როგორც იტყვიან,უკვე ტოტზე ვზივარ აქედან გასაფრენად.ცოტა ხანს კიდევ ვუყურებ და თუ არ შეცვლიან,დავტოვებ აქაურობას.დადებული პოსტების რაოდენობა,ალბათ ათჯერ მაინც არის შემცირებული და ასე თუ დარჩა,ჩემსავით,სხვებიც,ჯერ კიდევ დარჩენილებიც შეწყვეტენ ალბათ საიტის მონახულებას.

  • ზედა მეზობელი

    რაში გამოიხატება შეიხების განათლების ამბავი,რამე ისეთი გააკეთეს და არ ვიცით? და კიდევ,ბარსელონას ფულის ხარჯვას კი არავინ უშლის,ვალები აქვს ბევრი და ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს. ამიტომაც ვერ არეგისტრირებდა ოლმოს და არა იმიტო რო ფულის ხარჯვას უშლის ვინმე. ხომ ფიქრობთ რო პსჟ აქვს შემოსავალი იმდენი რო ასობით მილიონი გადაიხადოს ტრანსფერებში და თან გუნდში ყავდეს სამი მაღალ ხელფასიანი ფეხბურთელი. მარტო მბაპეს 40 მილიონი ქონდა წელიწადში,ცოტა ნაკლები მესის და ნეიმარს. რა შემოსავლები აქვს კონკრეტულად კაცთა საფეხბურთო გუნდ პსჟს? როგორც ვიცი,მფლობელს მისვლიდან 3 წელი შეუძლია ინვესტირება,მერე უკვე შემოსავლების მიხედვით,თუმცა ეგ არაბულ კლუბებზე არ ვრცელდება. დავანებოთ პსჟს თავი,შარშან ევერტონი ორჯერ დასაჯეს ამ დარღვევისთვის,ხოლო სიტის 115 ბრალდება აქვს წარდგენილი და არ დასჯილა.ევერტონს ეგრევე სასჯელი გამოუწერეს,ხოლო სიტის გადაუდეს სასამართლო ზაფხულამდე. უეფამ რო მოკვეთა ევროტურნირებიდან ხომ გახსოვს? მერე გაამართლეს და ამ გამართლებულ გუნდს 10 მილიონი გადაახდევინეს. პირიქით არ უნდა ყოფილიყო? გუნდს ან პიროვნებას თუ ბრალს უმიზეზოდ დებს ვინმე,ხოლო მერე ეს ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო სასამართლომ,შეუძლია კომპენსაცია მოითხოვოს,ხომ არის ასე? სიტი უდანაშაულო იყო და ფული მაინც გადაიხადა,ეს რანაირად ხდება? მესმის ყველაფერი მეგობარო,ზღაპრების გჯერათ და ასე ცხოვრება უფრო ადვილია ალბათ,მარა რეალობა ეგრე არ არის. რა გინდა მითხრათ რო საფრანგეთში პსჟს და ოსერს თანაბარი მიდგომა აქვს მაკონტროლებელი ორგანიზაციის მხრდიდან? ან ინგლისში,საფეხბურთო ასოციაცია თანაბრად აყენებს სიტის და ევერტონს? ბარემ ისიც მითხარით რო მე და ბიძინას ერთნაირად მოგვიდგება სასამართლო. ბიძინა იქეთ იყოს,აგერ მიშა ორ ოთახიან პალატაში არის მოთავსებული,ისეთი ბრალდებები აქვს რო მეტი ცუდი არ შეიძლება,ხოდა სხვა პატიმრებიც იგივე დღეში არიან საქართველოში? მოკლედ,შეგიძლია იმის გჯეროდეთ რაც გინდათ,თუმცა ამით სიმართლე არ იცვლება,ის ერთია და ნიშავს რო სამყაროში სამართლიანი არაფერია. არც თანასწორობა არსებობს და არც კაცთმოყვარეობა,ეს არის ფარსი და მეტი არაფერი. ასევე არის ფეხბურთში,სამართლიანი თამაშის პრინციპი არის ფურცელზე დატანილი მხოლოდ,რეალობაში ეგ არ ვრცელდება და არც გავრცელდება. სადღაც ერთეული შემთხვევა რო ხდება,არ ნიშნავს რო ყველაფერში ესეა. იყო ადრე ჩვენთან,პატრონ-ყმობა გადავარდა,ოფიციალურად ეგრე იყო,თუმცა მერე მაგით რა? უარაფრო და გაღლეტილი გლეხი ისევ თავადთან მიდიოდა და მონა ხდებოდა,რადგან მშიერი იყო. ალბათ,ვიღაც მაშინაც ამაყობდა,არიქა პატრონ-ყმობა გადავარდაო,მარა ადამიანები საკუთრების გარეშე არის მონა. ალბათ,იმპერეტარო ალექსანდრე მესამე ამაყობდა ამით,მარა რეალურად რა შეიცვალა ამით? თუთაშხიაში არის ერთი მომენტი,როცა დათას ესაბრება პალიცმაისტერი ქირია,რას ეუბნება იმ მომენტში? მეფისნაცვლის პატიების ფურცელს დააფურთხე და უკან მიიკარიო,ხოდა ეგრე არის ეგ სამართლიანობის თამაშის წესიც. ხომ ხედავთ მსაჯები რანაირად იქცევიან,საჯარიმოში ხელი ხან ხელია და ხან არ არის ხელი. როცა მიხვდებით რო წესები იქმნება ღარიბებისთვის,რათა ადვილად მართონ და არა მდიდრებისთვის,ამ შემთხევვაში ღარიბი კლუბებისთვის,ხოლო მდიდარ კლუბებს ეს არ ეხებათ,ხოლო არაბულ გუნდებს ეს უფრო არ ეხებათ. ეს არის სიმართლე და მოიყვანე ათასი წესების მაგალითი,მერე რა მაგით? ერთი არის რა ჩანს და მეორე რაც არ ჩანს

  • სოსო

    საფრანგეთის მთავრობა ისედაც აპირებდა ფანკლუბების აკრძალვას და ამის შემდეგ,ეს კიდევ უფრო ადვილი შესაძლებელი გახდა.ისიც ხომ ცხადია,რომ სენტ ეტიენის კლუბს სულ ცოტა ფინასურად დასჯიან და შესაძლოა მაყურებლის შესვლაც აკრძალონ სტადიონზე.თამაში შეწყვიტეს და ადვილი შესაძლებელი იყო,მასპინძლისთვის ტექნიკური წაგებაც ჩაეთვალათ,როგორც მონპელიეს გაუკეთეს მათთან თამაშის დროს.ვინ დაზარალდება ამის გამო?ისედაც გავარდნის ზღვარზე მდგომი სენტ ეტიენი და ვინც ეგ გააკეთა,ამის შემდეგ,ის კლუბის გულშემატკივარია?!გუნდი დიდებულად თამაშობდა და შენ ასეთ რამეს რომ უკეთებ,ასეთ რამეს,მხოლოდ მტერი გააკეთებს.თამაში რომ განახლდა,ნახე როგორ იყო შეცვლილი გუნდების განწყობა?ლიონი გონზე მოვიდა და სენტ ეტიენს სულ აერია თამაში.რომ წაეგოთ?თვითგვემა კი არა, სხვებისგან მაგარი გვემა სჭირდებოდა,იმ ნაგავს,ვინც ეგ გააკეთა და ყველა მისნაირს!რაც ჯარიმა დაეკისრება სენტ ეტიენს,იმის გადახდის წილშიც უნდა გაიყვანაონ და მერე ათასჯერ დაფიქრდება,სანამ ასეთ საქციელს გაიმეორებს.მხოლოდ მანდ კი არა ყველგან ასე უნდა დაკანონდეს:დააშავე რაიმე და შენ გამო სხვა დაზარალდა?!-კეთილი ინებე და ზარალი აუნაზღაურე!აი ეს არის სამართლიანი!

  • სოსო

    ნაწილობრივ ალბათ მართალი ხართ,მაგრამ არა მგონია მთლიანად მასე იყოს.დიდ საფეხბურთო ქვეყნებში არსებობს ფეირ პლეის პრინციპი,რომელიც კლუბს აიძულებს,იმდენი დახარჯოს,რამდენსაც შემოსავალს იღებს,ან ძველი შემოსავლებიდან აქვს დამარაგებული.არა ერთ კლუბს აუკრძალეს ფეხბურთელების ყიდვა,ამ ნორმებიდან გამოსვლის გამო და ბარსელონას დღესაც ამის გამო აქვს დანი ოლმოს შეძენის პრობლემა.არაბ შეიხებს უზარმაზარი შემოსავლები აქვთ და რაც აინტერესებთ,იქ დიდი რაოდენობით ხარჯს არ ერიდებიან,მაგრამ დღევანდელი შეიხი,საკმაოდ განათლებული ადამიანები არიან,რომლებსაც ხარისხიანი დამხმარეებიც ჰყავთ და მათი საშუალებით,შეუძლიათ საფეხბურთო კლუბებში თუ სხვა სფეროში,წარმატებული ბიზნესი ააწყონ და არც წარუმატებლობით მიღებულ ზარალზე იტირონ.სიმდიდრის მიუხედავად,არასწორი მენეჯმენტის პირობებში,დიდ კლუბებსაც ეწყებათ ჩავარდნები და დიდი კონკურენციის გამო,ამისგან არავინაა დაზღვეული.ხვიჩას დროინდელი ნაპოლი იმიტომ გახდა ჩემპიონი,რომ სპალეტის ხელში,ოსიმენი ახლებურად აფეთქდა,სრულიად უცნობი ხვიჩა კი,მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვლავის დონეზე ათამაშდა და გარდა ამისა,იტალიის წამყვანი კლუბების ფეხბურთელები,გრანდი ნაკრებების წევრები იყვნენ და ამ ფეხბურთელებს,აქცენტი მსოფლიოს ჩემპიონატისათვის მზადებაზე ჰქონდათ გადატანილი,მერე კი,უკვე ჩემპიონატის შემდეგ,გადაღლილობის გამო,რაღაცა პერიოდი,ფორმიდან იყვნენ ამოვარდნილნი.თანაც ნაპოლის ფეხბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობის პერიოდში,საფუძვლიანად დაისვენეს და ტრავმები მოირჩინეს.ამ ყველაფერმა ნაპოლის შესაძლებლობა მისცა დიდი სხვაობით გაჭრილიყო წინ და საკმაოდ მწირი ადამიანური რეზერვების მიუხედავად,ჩემპიონატის ბოლომდე გაექაჩა,საკმაოდ მაღალ დონეზე თამაში.დე ლაურენტისმა მიღებული მოგება,გუნდის შემდგომი გაძლიერებისათვის კი არ გამოიყენა,არამედ ახალი სტადიონის აშენებისათვის გადადო.ამის გამო,მთელი ნაპოლი თავზე ჩამოეშალა.არასწორმა მენეჯმენტმა,ასაფრენად მომზადებული ნაპოლი,ისევ მიწაზე დაანარცხა და ოცნება წაართვა.დღეს იტალიაში,მხოლოდ ატალანტა და ინტერი იყვნენ ძალიან მაგარ ფორმაში,ნაპოლის ზემოტივირებულ შმდგენლობასთან ერთად.ატალანტა სამწუხაროდ ფიზიკური რესურსები აღარ ეყო,ბოლომდე საბრძოლველად,ინტერი კი,თვისი ღრმა რეზერვების წყალობით,ჯერ ისევ წინა პოზიციებზეა,მაგრამ ბოლო წაგებულმა თამაშმაც გვიჩვენა,რომ რამდენიმე ფრონტზე დაძაბულ ბრძოლას,ისინიც მაგრად გამოუფიტია და შესაძლოა ბოლომდე ძალები არც მათ ეყოთ.ეს კი,დღეს ნაპოლის კვლავ ჩემპიონობას ნიშნავს,თუმცა ჭკუათმყოფელი კაცი არ იტყვის,რომ ინტერი ნაპოლიზე ძლიერი გუნდი არ არის.ბარსელონა ფინანსურ კრიზსშია,მაგრამ ძირითადში საკუთარი საფეხბურთო აკადემიის ბიჭები დააწინაურა და ეს ბავშვები საოცრებებს გვთავაზობენ.არსენალს საკმაოდ დიდი ფინანსები აქვს,მაგრამ ის ადრეც ჰქონდა,თუმცა მხოლოდ ახლა,მწვრთნელის წარმატებული მუშაობის შედეგად თამაშობს ასე სტაბილურად და პსჟც იმის შემდეგ ათამაშდა ასე სანახაობრივად,როცა სუპერხელფასიანი სუპერვარსკვლავები გაუშვა გუნდიდან და გამარჯვებებს მონატრებული ნიჭიერი ახალგაზრდა ტალანტები დააწინაურა შემადგენლობაში.ხარჯებმა მოიკლო,თამაში კი უკეთესი გახდა.ასეა,ფული მნიშვნელოვანია,მაგრამ ყოველთვის გადაწყვეტი ვერ იქნება.მთავარი მაინც ადამიანური ფაქტორია,მეტნაკლები ფინასური შესაძლებლობების ფონზე.მანჩესტერ იუნაიტედსაც აქვს დიდი ფული,მაგრამ კლუბში რაღაცა აირია და ასტრონომიული ხარჯების მიუხედავად,შედეგი,ნულს უახლოვდება.მანდაც კლუბის მენეჯმენტშია პრობლემა,თორემ არაერთი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი მიიყვანეს და გუნდი გუნდს მაინც ვერ დაემსგავსა.

  • ზედა მეზობელი

    მარტო ლიონის? საფრანგეთში ყველა გუნდი დაჩაგრულია მას მერე რაც პსჟ იყიდა არაბმა. ერთ გუნდს შეუძლია გუნდში ყავდეს მბაპე,მესი და ნეიმარი,ხოლო დანარჩენებს დეპაის შენარჩუნებაც უჭირთ,ხოდა ეს სამართლიანია? დიდი ხანია ფეხბურთში სამართლიანობა აღარ არსებობს,ფულმა ჩაანაცვლა და დღეს,როცა ამბობენ რო ვიღაცამ რაღაც მოიგო,აუცილებლად ტიტულის ყიდვას გულისხმობენ. გამონაკლისებიც არის,შარშანდელი ლევერკუზენის ჩემპიონობა,ბილბაოს თასის მოგება და წლევანდელი ლივერპულის გაჩემპიონება.ასეთივე იქნება ნაპოლის ჩემპიონობა იტალიაში. ნუ ამათგან ლივერპულს ყველაზე კარგად აქვს საქმე,ფული აქვთ და არ ხარჯავენ უპრაგონოდ,თუმცა ისიც სათქმელია რო პრემიერლიგაში ყველა გუნდს აქვს დიდი ფული,ამიტომაც ლივერპულიც ფულის არ მხარჯველთა რიგებში გადის. წინა ზაფხულს მწვრთნელი შეიცვალა და სადღაც 40-50 მილიონამდე დახარჯა,ისიც ისე რო ერთი მოიყვანა და მეორე იჯარით გაუშვა. აგერ ერთი მოგება და ჩემპიონი გახდება.ამიტომ საუბარი მხოლოდ ლიონის დაჩაგვრაზე უაზრობა არის,რადგან სადაც არაბული ფული არის,იქ ყველა გუნდი დაჩაგრულია კონკურენციაში. ასევე,ლალიგაში ორი გუნდის გამო ყველა დაჩაგრულია,საერთო საპრიზო ფონდი და შემოსავლები ორ გუნდზე ნაწილდება ძირითადად. რეალი მთავრობის საყვარელი გუნდია,ხოლო ბარსა სეპარატისტების. ადრე იყო,მალაგას მფლობელმა ფულის ხარჯვა გადაწყვიტა და 2 წელში გაიქცა,რეალს და ბარსას მიაქვს ყველაფერი და არ უღირდა.აგერ პრემიერლიგაში,მთელი ქონება დააყენა რისკის ქვეშ ნოტინგემის მფლობელმა,გავარდნა და გაკოტრება ზედ ქონდა გამოჭრილი,მარა დარჩნენ და ახლა მაგრა თამაშობენ. შემოსავლების სწორი გადანაწილება საჭიროა. პრემიერლიგაში შემოსავალი კლუბებს აქვთ ადილის მიხედვით,ხოლო ლალიგაში გაყიდვების მიხედვით.ანუ ვისი თამაშიც უფრო მოთხოვნადია,ის იღებს უფრო მეტს. ინგლისში ეგრე არ არის,ბოლო ადგილოსანიც სოლიდურ თანხას იღებს,იფსვიჩიც კი დიდ ფულს მიიღებს. თუმცა იქაც არის ხარვეზები,სიტი და ნიუკასლი,რომელიც სამთავრობო გუნდები არიან და თან სხვა ქვეყნის მთავრობები აფინანსებენ.ადრე ამბობდნენ,ყველა გუნდი ეგრე არისო და არაა მასე,ლივერპულის მფლობელი არის ამერიკელი ირლანდიელი ბოსტონიდან,რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს მთავრობებთან. ყველამ იცის რო ირლანდიელებს სხვა დამოკიდებულება აქვთ ლივერპულის მიმართ,მათი მოსახლეობა ძირითადად ირლანდიელები არიან. ასევე,იუნაიტედი იყიდა მათმა ქომაგმა და ა.შ. თუმცა სხვა ქვეყნის მთავრობას გუნდები არ უნდა ყავდეთ არც ეპლში და არც ლიგა ერთში. სხვა ქვეყნის მთავრობის დაინტერესება რატომ უნდა იყოს ინგლისში ფეხბურთის განვითარება ან რომელიმე კლუბის წარმატება? ან კატარელ სამთავრობო ჩინოვნიკს რატომ უნდა აინტერესებდეს ფრანგული გუნდი რას მოიგებს და რას არა. ეს კატარელი ბიზნესმენი არ არის,ის არის კატარის მთავრობის ნდობით აღჭურვილი პირი,რომელიც ცდილობს სახელი გაუწმინდოს არაბებს ფეხბურთის გამოყენებით.ბიზნესმენი არის ბოელი,ჰენრი მაგალითად,რომლებიც ცდილობენ წარმატებას მოგებისთვის,მეტი შემოსავლისთვის,ხოლო პსჟ ხარჯავს მილიარდს და რას იღებს? რა არის ლიგა ერთის მოგების პრიზი? მერედა,საფრანგეთში პსჟ ყველაზე ნაკლები ფანი ყავს,თვითონ პარიზშიც კი არ ყავს უმრავლესობა ფანების,იქ მეორე გუნდია პარიზი ქვია. საფრანგეთში ეგრე არ არის,მესის ან კვარას გამო ლიონის ფანი არ იყიდის მათ მაისურს,ხოდა შემოსავალი საიდან აქვთ? თუმცა შეუძლიათ დიდი ფულის დახარჯვა,რანაირად ახერხებენ ამას? მე მგონია რო კატარის მთავრობა აფინანსებს. ეს კი ნამდვილად არასამართლიანია.

  • ზედა მეზობელი

    საინტერესოა,რატომ არ მიდის თვითგვემა სენტეტიენის ფანების მხრიდან და რატომ არ იძახიან იმას,რომ ჩამორჩენილები არიან და რატომ არ წუხან დისკვალიფიკაციის გამო. ეს რო საქართველოში მომხდარიყო,თვითგვემა აუცილებლად დაიწყებოდა და გამოლაგდებოდნენ ფეხბურთში ჩაუხედავი ხალხი,დაიწყებდა ვიღაცის დამუნათებას. აგერ ბატონო,მსაჯს ლამის თავი გაუტეხეს და თამაში ჩვეულებრივ გაგრძელდა. არ არის კარგი,მარა რას იზავ,ემოცია და ფეხბურთში ხდება.

  • სოსო

    ისედაც ლიონის და სენტ ეტიენის გულშემატკივრებს შორის ძალიან დაძაბული ურთიერთობაა,მსაჯმა კი,სტასინის ჯერ გაძევებით და შემდეგ წითელი ბარათის ყვითლით შეცვლის შემდეგ,მინდორზეც ძალიან დაიძაბა სიტუაცია.სტასინი სენტ ეტიენის ამჟამინდელი შეტევის ლიდერია და ზურიკოს გამო,რა თქმა უნდა მისი გაძევება არ მინდა,მაგრამ მისი უხეშობა სწორედაც წითელ ბარათს და ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დასჯას იმსახურებს.ბურთზე თამაშის შანსი არ ჰქონდა და აშკარად არც მიზანი.მან შეგნებულად ჩაარტყა ფეხში და ტოლისოც საკაცით გაიტანეს.მაშ რატომ გადაკეთდა წითელი ბარათი ყვითლად?ამის ახსნა როგორ შეიძლება?გინდა თუ არა,ფონსეკას არაბუნებრივად სასტიკი სასჯელი მახსენდება,ლიონის მიმართ,ფინანსური პრეტენზიები და ასე მგონია,საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია,ამ გუნდის ჩაძირვას ცდილობს.

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!