ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[VIDEO] პსჟ-ს წაუგებელი სერია შეწყდა - ასეთი დაცვით "არსენალთანაც" პრობლემები შეექმნებათ

[VIDEO] პსჟ-ს წაუგებელი სერია შეწყდა - ასეთი დაცვით "არსენალთანაც" პრობლემები შეექმნებათ

ლიგა 1-ის 31-ე ტურში პსჟ-ს საკუთარ მოედანზე „ნიცასთან“ 1:3 დამარცხდა.

ამჯერად ფრანგული მედიის ვარაუდი არ გამართლდა და „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ის თერთმეტეული გაიყვანა მოედანზე, რომლითაც, ალბათ, 29 აპრილს „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩს დაიწყებენ. რა თქმა უნდა, კვარაცხელია სასტარტოში იყო, თავიდან მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა, ხშირად იცვლიდა პოზიციას და თამაშს ამწვავებდა. მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რეალური მომენტები კი მხოლოდ შუა პირველ ტაიმში შექმნეს, მაგრამ მეკარე ბულკამ დემბელეს და ვიტინიას არ გაატანინა. შემდეგ ხვიჩამ ორი მცველი გააბითურა და მახვილი კუთხიდან მის მიერ დარტყმული ბურთი ბულკამ მოიგერია. მერე „კვარამ“ დემბელე მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ უსმანმა შანსი ვერ გამოიყენა. მორიგი შეტევისას დუემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. სტუმრები კი ერთ-ერთი იშვიათი კონტრიერიშისას სანსონმა დააწინაურა. თუმცა, ფაბიანმა ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმი ხეირიანად დაწყებული არ იყო, როდესაც სანსონმა დონარუმას კარი ეფექტური დარტყმით დალაშქრა. ამას ქართველის ლამაზი დრიბლინგი მოჰყვა, რომელიც მცველმა საჯარიმოს წინ წააქცია, მაგრამ მსაჯმა ჯარიმა არ დანიშნა. 59-ე წუთზე ლუის ენრიკემ დუე და ნევეში ბარკოლათი და ზაირ-ემერით შეცვალა. პარიზელები შტურმზე გადავიდნენ, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. მერე მოედანზე მარკინიოსის და დემბელეს ნაცვლად ბერალდო და რამუში შევიდნენ, გოლი ისევ „ნიცამ“ გაიტანა - დედაქალაქელთა დაცვა ისევ ჩავარდა და თავი ნდიაშიმემ გამოიჩინა. ბოლოს სტუმართა პოლონელმა მეკარემ კიდევ სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და "პარი სენ ჟერმენმა" მოულოდნელი მარცხი განიცადა.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - ნიცა 1:3

გოლები: 0:1 სანსონი (34), 1:1 ფაბიანი (41), 1:2 სანსონი (46), 1:3 ნდიაშიმე (70)

• სოსო

ზურა,შენი ტროლების სისულელეების კითხვა მომენატრა.რაღაც აღარ ჩანან.სოფელს ერთი გიჟიც უხდებაო.რაც შეეხება პსჟს,მათ პირველ რიგში მგელი საყრდენი ნახევარმცველი სჭირდებათ.მეორე გოლის ეპიზოდში,სამი მცველი,სამ თავდამსხმელს მეურვეობდა,რომელი იყო,ნომერი ვერ გავარჩიე,მაგრამ ნახევარმცველი,საჯარიმოს ხაზთან გაჩერდა,თავის კაცს არ ჩამოჰყვა და იმან,სრულიად თავისუფალი პოზიციიდან გაიტანა.მესამე გოლის ეპიზოდში,სტანდარტის დროს,ფაბიანი ადგილზე დარჩა და მისმა კაცმა გაიტანა გოლი.პირველი გოლი,კარგი კომბინაციით შეიტანეს,გოლის ავტორამდე,თუმცა იქაც დაცვის ცენტრის და საყრდენი ზონის გარღვევაზე შეიძლება ლაპარაკი.რა თქმა უნდა ერთი კარგი მცველიც არ აწყენდათ,თუნდაც შემადგენლობის სიღრმისათვის.შეტევამ უამრავი მომენტი გააცუდა,ვფიქრობ კონცენტრაციის არქონის გამო.უკვე არსენალზე ფიქრობენ და ქვეშეცნეულად ბოლომდე არ იხარჯებიან.ისე,ძალების დაზოგვით ასპპარეზობამ,თვითონ ამ ძალების შემცირებაც იცის და არ მინდა, პსჟმ ტონუსი დაკარგოს.არსენალთან სულ სხვა მოტივაციის პსჟს ვიხილავთ,თუმცა არსენალიც შეუდარებლად ძლიერია,ნიცაზე.პსჟმ იქაც ასე უნიჭოდ თუ გამოიყენა სტანდარტები,ბევრის იმედი არ უნდა ჰქონდეს.ასეთი დონის თამაშებში,მატჩის ბედს ნიუანსები წყვეტენ და წუხანდელი ნიუანსები,არც თუ სასიამოვნო მოლოდინს აჩენს.

• ზ.მ.England

ზურა222!ბრავო.მატჩის ამომწურავი,გარჩევა მსოფლიოს ტოპ მწვრთნელების დონისა.ენრიკეს სურს,მაგრამ არ ჰყავს იდეალური გუნდი დაცვა-შეტევის ერთობლიობით,ზედმეტად დაბლა ათამაშებს განსხვავების შექმნის შემძლე თავდამსხმელებს დაცვაში და დამ ველები კი ზედმეტად ხშირად გარბიან თავდასხმაში,დაცვის საზიანოდ,დაცვას ერთი-ორი მარკინიოსზე არანაკლები,თუ არა მეტი დონით დამცველი,ესაჭიროება,უახლოესი ტრანსფერით.პსჟ,არსენალს გასცდება როგორც,პრემიერ ლიგის,პირველ და მეექვსე გუნდს გასცდა იქ მეორესაც აჯობებს,ფინალში კი,გააჩნია ვისთან.ინტერს უნდა მოუგებს,ბარსელონასთან ფიფთი-ფიფთი.

• ჯემალი

იმედია ხვიჩა არსენალთან არ იქნება დამფრთხალი წიწილასავით როგორც ასტონ ვილასთან იყო

• zura222

დაცვაში ოთხივე თუ არა სამი მაინც შესაცვლელი ყავთ!თითქოს ისეთი ბებრებიც არ არიან მაგრამ სირბილი არ იციან ფლანგის მცველები შეტევაში რომ მიდიან უკან დაბრუნებას ვერ ასწრებენ განსაკუთრებით ჰაკიმი სულ წინ გარბის და თავისი მთავარი მოვალეობა ავიწყდება და ვერც სხვები ვერ აზღვევენ-ნახევარდაცვა სულ შეტევაზეა დაგეშილი და უკან არ იყურებიან არც დაცვის ცენტრი წყვეტს ვარსკვლავებს. თავის დროზე ზუსტად ასე თამაშობდა ბრაზილიის ნაკრები თითქმის დაცვის და დაზღვევების გარეშე და ამბობდნენ მერე რა დაცვა რომ არ გვყავსო რამდენ გოლსაც მეტოქეები გაგვიტანენ ჩვენ ორ-სამ იმდენს გავუტანთო და ამართლებდა ეს და იტანდნენ მართლა 2-3 ჯერ მეტ გოლს იმიტომ რომ წინ პელე გარინჩა ვავა ზაგალო ჟაირზინიო რიველინო ტოსტაო და სხვები ყავდათ მაგრამ წავიდნენ ისინი და ვეღარ იტანდნენ მათი შემცვლელები იმდენ გოლს და ამიტომაც იყო მთელი 24 წელი ჩემპიონები ვერგახდნენ კი არა ფინალშიც კი ვერ გავიდნენ მაგრამ მერე დაფიქრდნენ და მიხედეს დაცვას და გამოასწორეს სტატისტიკა.ასევეა პსჟ-ც მერე რა მცველები რო ვერთამაშობენ სამაგიეროდ წინ კვარა დემბელე დეუ ბარკოლა გვყავსო!მოკლედ თუ არ მიხედეს მაგ საქმეს არსენალთან აუცილებლად წააგებენ !

• Modric

საიტის ადმინისტრაციას მივმართავ, მარჯვნივ, ცხრილები სადაცაა, მანდ ეროვნული ლიგის ცხრილიც რომ დაამატოთ არ გიფიქრიათ? ასე როგორ შეიძლება? საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატი თუ თვითონვე დააიგნორეთ, ქართულ კლუბებს რატომ თხოვთ საერთოდ რაიმეს? პირველივე (Default) ცხრილი უნდა იყოს საქართველოსი! და შემდეგ ვისაც უცხო ქვეყნების ჩემპიონატები აინტერესებს, გადაცვლიდა და ნახავდა. იმედია, გაითვალისწინებთ.

• გიზო

გიზო ნეტა არ აგიზგიზებდე-ს. მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და არსად არ მითქვამს რომ არსენალი ხელწამოსაკრავი გუნდიაო. ფეხბურთს თავი რომ დავანებოთ, დააკვირდი იმას თუ როგორ მომართავ უცნობ ადამიანს.ამას უზრდელობა ჰქვია. ძალიან სამწუხაროა.

• გიგო პაპა

ენრიკე მოძველებული ტაქტიკით ათამაშებს გუნდს, ბარსელონა რომ თამაშობდა ტიკი-ტაკას 10 წლის წინ. ძალიან ნელა უტევს გუნდი, არც ერთი გრძელი პასი არ კეთდება, ხვიჩას ერთხელ მიცეს შორიდან და ისიც დემბელემ. რითია ვიტინია მსოფლიოში საუკეთესო, მოკლე პასებს ყველა აკეთებს. ეგ არის მხოლოდ რომ დაუღლელია და ბურთს ათრევს. არაა ეს მარჯვენა ფლანგი ხვიჩასი და ვერც ცენტრიდან ვერ შედის. უსწრაფესი გახდა ფეხბურთი მსოფლიოში და ესეთი ნელი შეტევით არსენალს კი არა ტყიბულის მეშახტესაც ვერ მოუგებენ. დაცვა საერთოდ დირკა ყავთ. თუ სისწრაფეები არ ჩართეს და გრძელი პასები არ გააკეთეს ძალიან გაუჭირდებათ არსენალთან.

• გია ჯაფარიძე

ბულკა ბულკივით მეკარე ყოფილა ძმაო

• გელა

L.G.კიბატონო გეთანხმები.ბურთი არ შევიდა კარში.მასე იყო პარიზში და შემდეგ ლივერპულშიც,მაგრამ ცეცხლი იყო სხვანაირი.ვფიქრობ ფეხბურთი გესმის და მოდი შეხედე იმ თამაშებს და ამ თამაშსაც

• გიზო ნეტა არ აგიზგიზებდე

არსენალი მერე ეგრე ადვილად მოსაგები გუნდი გგონია?

• გიზო

ამას ჰქვია მოტივაციის არქონა. არსენალთან სხვა პსჟ-ს ვიხილავთ.

• Pikaso

Mets velodi psjdan gachirdrba arsnraltan

• გოგიტა

ხვიჩსონ კაირაააა

• L.J.

Gela Psg s tamashs ra dauwune???burti ar shevida karshi eg iyo da eg...

• გელა

ესეთი თამაშით და ამ გადმოსახედიდან არსენალიიი.... რა ვიცი ძველი ნათქვამია ბალი ათი შაურიო.ათი შაური კი არა ორ აბაზად არსენალი.p.s.არ გამომიხტეთ ეხლა 13-16წლის კლავიატურის ლომები.კლუბზე ვსაუბრობ.კვარა მაგრად მიყვარს და პატივს ვცემ.კლუბზე მაქ ლაპარაკი და კონკრეტულ მოთამაშეზე

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!