პსჟს ირგვლივ ახლა მთავარი ფიქრი ჩემპიონთა ლიგაზე "არსენალთან" ნახევარფინალს უკავშირდება და "ნიცასთან" (1:3) მარცხიც მხოლოდ ამ კონტექსტში განიხილება.

პარიზული გუნდის მატჩები იმიტომ გვიყვარს, მუდამ შეტევაზე ორიენტირებულები არიან, მაგრამ დიდ ევროპულ ტიტულს მეტი ბალანსი რომ სჭირდება, ვიცით. როცა დაცვის ხაზი ზემოთაა აწეული, ფლანგელები კი მეტ დროს შეტევაში ატარებენ, სწრაფი კონტრშეტევებისგან შექმნილი პრობლემები აქამდეც გვინახავს. თუკი ლიგა 1-ის წარმომადგენელთა უმეტესობა პარიზელთა დატოვებულ სივრცეებს სათანადოდ ვერ იყენებს და გუნდს ვერ სჯის, "ნიცა" უფრო მაღალი დონისაა და ლონდონელებთან დაპირისპირებამდე ეგ კარგი გაკვეთილი უნდა იყოს. მთავარია, სამწვრთნელო შტაბმა სწორად გაიაზროს.

ლუის ენრიკეს ბიჭებისთვის გამოსადეგია ის ემოციაც, როცა მარცხდები და შეხვედრის გადარჩენას ცდილობ. "ლივერპულთან" თუ "სიტისთან" კარგად ჩაბარებული ტესტის მიუხედავად, შიდა ჩემპიონატში ისინი ამას გადაჩვეულები არიან, იმავე "არსენალს" კი ასეთი ამბები თითქმის ყოველ კვირას აქვს. მატჩის გამოძახილი ნეგატიური აქ რაც შეიძლება იყოს, საბრძოლო შემადგენლობით მოთამაშე პსჟს თავდაჯერების პრობლემა ხომ არ შეექმნება - რაც ვერ გამოვიდა "ნიცასთან", გამოვა "არსენალთან"?!

ფრანგული მედიისთვის "დაჯერების" მიუხედავად, პრევიუში ვწერდით, რომ გამორიცხული არ იყო, ენრიკეს აქცენტი ტონუსში ყოფნაზე გაეკეთებინა და ასეც მოხდა. მაგალითად, უსმან დემბელემ ფორმა აშკარად დაკარგა, კარში დარტყმისას აღარ უმართლებს და ცოტა ეგოისტურადაც იქცევა. ამის გამო, იქნებ ის ნიცელებთან შეხვედრას "დაეწყნარებინა", მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ახლა უკეთესეობისკენ არაფერი შეცვლილა. უკვე რთული განსასაზღვრია, საბრძოლო შემადგენლობის გამოყვანა ჯობდა თუ არა.

მართალია, გონსალო რამოშმა მეკარის სასწაულის გამო ვერ გაიტანა, თუმცა ლონდონში მისი სასტარტოში გამოჩენა იქნებ მოულოდნელი სვლა იყოს. გასაგებია, ამით შემტევი სამეული კონრაქტურობასა და ელასტიურობას დაკარგავს, მაგრამ კვარაცხელია და მეორე ფრთაზე მოთამაშეს ფლანგების შეცვლა მაინც შეეძლებათ. გამორიცხული არაა, დემბელე სათარაგოთა შორის ვიხილოთ, ანაც ის მარჯვნივ დაბრუნდება. ენრიკეს კვლავ დიდი იმედი ექნება "კვარას" შემოქმედებითობისა და მოულოდნელი სვლების, ჩვენებური ბოლომდე ამოუცნობ ფეხბურთელებს შორის შედის - "არსენალთან" მისი როლი დიდი იქნება!..

ტოტო
დონ ხვიჩინიო, ერთი შენ გვახარებ სრულიად საქართველოს და ბარემ ლიგაც მოიგე და მთლად გაგვაგიჟე...
ქო მაგი
თუ გინდა არსენალს მოუგო უნდა ეთამაშო ზესწრაფი კონტრშეტევა.პირველ ნომრად მოთამაშე გუნდი რომელიც არსენალს დაამარცხებს დღესდღეისობით არ არსებობს.მხოლოდ და მხოლოდ კ ო ნ ტ რ შ ე ტ ე ვ ა!!!
ჟორა
ხო რთული იქნება არსენალი არის გოლების მანქანა მთავარია პსჟ მედგრად დაუდგეს რომ თუ წააგებს იმედია დიდი ანგარიშით არა, რეალი არ უნდა დაემართოს.
SOS!!!
ხვიჩა, უთვალავ გამარჯვებას გისურვებ! აბა შენ იცი, ძალიან მოინდომე და ყველა წინააღმდეგობას გადალახავ! გფარავდეს ღმერთი!
ხვიჩა სასტარტოში, ენრიკე სხვებს დაასვენებს - ქართველები "ბერნაბეუზე", "კამპ ნოუსა" და "მარადონაზე"
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
კვარაცხელიას დიდი მატჩი ფინალისთვის და ნაცნობი "ინტერის" მოლოდინი
მოიგებს ლიგას კვარაცხელია? ქართველებს გავარდნა ემუქრებათ - მაისის ამბები
არსენალი VS პსჟ - ხვიჩა ფინალისთვის!
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე - მე-40 წაუგებელისთვის...
ხვიჩა დაისვენებს - ქართველების ბევრი გადამწყვეტი დაპირისპირება