ივნისში სანაკრებო მატჩები და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გველის, მანამდე კი, გაზაფხულის ბოლო თვეს, საკლუბო ამბებია, ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე. რა თქმა უნდა, მთავარი ინტერესი ჩემპიონთა ლიგას უკავშირდება, მითუმეტეს, თუკი სეზონის გადამწყვეტ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას ვნახავთ...

პსჟმ ჯერ "არსენალის" ბარიერი უნდა დაძლიოს, ლიგა 1-ში კი წაუგებლად დასრულების მოტივაციაც აღარ შერჩა. ჩემპიონატში გუნდი 3 შეხვედრას ჩაატარებს და აქედან ორი გასვლითი იქნება. ჩემპიონთა ლიგის პოტენციურ ფინალამდე ქვეყნის თასის სატიტულო დაპირისპირება "რეიმსთან", 24 მაისს იქნება. შეგახსენებთ, ივნისში პარიზელები მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში ჩაერთვებიან.

საფრანგეთში ჩემპიონთა ლიგისთვის გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" იბრძვის. მინიმუმ, საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრას მეოთხე ადგილზე გასვლა სჭირდება. ცხრილში ამ კუთხით ძალიან დაძაბული ვითარებაა. ლიონელთა დარჩენილი მატჩები რთულია - "ლანსი", ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი "მონაკო" და გადარჩენისთვის მებრძოლი "ანჟე."

რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენს", აქ საქმე რთულადაა, მთავარი კი მაინც ისაა, გუნდი გადასარჩენ პლეი-ოფში მოხვდეს, შემდეგ კი შესაძლოა, შარშანდელი განმეორდეს და გიორგი მიქაუტაძის ყოფილ კლუბს, "მეცს" დაუპირიაპირდნენ.

შესაძლო გადასარჩენ პლეი-ოფზე საუბარი გერმანიაში უნდა გავაგრძელოთ. ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმისთვისაც" ეს იდეალური გამოსავალი იქნება. დარჩენილ სამ ტურში უკეთესის გაკეთება რთული იქნება, მთავარია, უარესი აირიდონ. პლეი-ოფში მათი სავარაუდო მეტოქე მართლაც რთული განსასაზღვრია, შანსი არც ბუდუს ექსკლუბს, "კარლსრუეს" დაუკარგავს.

სამწუხაროდ, გავარდნაზე საუბარი იტალიაშიც გვიწევს, თანაც, აქ პლეი-ოფიც არ არსებობს, სამი გუნდი პირდაპირ დაქვეითდება. საბა გოგლიჩიძის "ემპოლი" დარჩენილ 4 ტურში მაქსიმუმს უნდა ეცადოს, რათა გადარჩეს. რაც შეეხება სერია "ბ"-ს, ლუკა ლოჩოშვილის "სალერნიტანასა" და გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" გავარდნა ნაკლებად ემუქრებათ.

ესპანეთში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" კიდევ 5 მატჩს ჩაატარებს. თეორიულად, ჯერ გუნდი დარჩენილი არაა და ამავდროულად, ევროტურნირების შანსსაც ინარჩუნებს. "ლივერპულში" წასვლამდე "მამარდას," თავდაჯერება აუცილებლად სჭირდება. უკვე ვიცით, რომ ვილი სანიოლი ივნისის ამხანაგურებში გიორგის დასვენების საშუალებას მისცემს.

ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში ამ მდგომარეობით, დასაწინაურებელი პლეი-ოფის თამაში გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტესაც" მოუწევს და გიორგი წიტაიშვილის "გრანადასაც". "ქოჩორა" ეცდება, გუნდს აღზევებაში დაეხმაროს და პორტუგალიაში ისე წავიდეს. პლეი-ოფები აქ სანაკრებო მატჩებს ემთხვევა.

ქართველი ლეგიონერებიდან გამოვარჩევთ ოთარ კიტეიშვილის დაძაბულ ბრძოლას ავსტრიის ჩემპიონობისთვის. "შტურმი" აქ თანალიდერია, დარჩენილი ოთხივე ტური ფინალის ტილფასი იქნება!..

გიორგი
ასეთი უაზრო სურათის დადებას, სულ რომ არ იყოს სურათი, ხომ ჯობია?!
მამუკა
მსაჯები სასწაულებს სჩადიან, ყველა თავისებურად წყვიტავს ამა თუ იმ მომენტს, თითქოს არანაირი წესები და დებულება არ არსებობდეს, კვარას აშკარად იჭერდნენ და ვარმა და არც მსაჯმა ართ ერთმა არ გაამახვილა ყურადღება ამ მომენტზე, ანალოგიური შემთხვევა იყო მბაპეზე არსენლთან როდესაც პენლტი არ დაინიშნა, ეხლა ვუყურებ ბილბაო-მანჩესტერს და ზუსტად იგივე მომენტი იყო ჰოილუნდზე, მსაჯმა პენალტიც დანიშნა და თან წითელი ბარათი!!! უჩვენა ბასკ ფეხბურთელს.
იმედია
კვარამ უნდა აღმართოს 31 მაისს მიუნხენში თასი...
tngh
რას ნიშნავს ქართველებს გავარდნა ემუქრებათ... ჩამოთვლილ გუნდებში მხოლოდ ქართველები თამაშობენ???
სოსო
ლევან ცქიტიშვილი,კაი ხანი,საერთოდ უგუნდოდ იყო,მაგრამ მაინც თამაშობდა ნაკრებში და კაპიტნადაც კი გამოუშვა კლაუს ტოპმიოლერმა.როგორც გიჭირდეს,ისე გიღირდესო.ჯერ კიდევ ხუთიოდე წლის წინ,თითქმის სათადარიგო ფეხბურთელებით გვიწევდა თამაში,სულ რამდენიმეს ჰქონდა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და 1 საათის შემდეგ,ლამის მოედანზე წვებოდნენ დაღლილობისაგან.ლუკა ლოჩოშვილი,იტალიის მეორე ლიგაში თამაშობს,მაგრამ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და არც ევროპის ჩემპიონატზე შეურცხვენია თავი.რა თქმა უნდა გვირჩევია,ყველა უმაღლესი დონის გუნდებში თამაშობდნენ,მაგრამ ვინც გვყავს,ესენი არიან საუკეთესოები და მათით უნდა გავიდეთ ფონს.რაც შეეხება ესპანეთის გარეთ დატოვებას,ეგ პირველად ამ პოსტში წავიკითხე და არა მგონია ჭკუათმყოფელმა და ფეხბურთის აზრზე მყოფმა კაცმა,ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დატოვებაზე გამოთქვას პრეტენზია.ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებასა და პლე ოფიდან გასვლაზე კი ბატონო,გვაქვს იმედი,მაგრამ ესპანეთი გაცილებით ძლიერი გუნდია და მათთან ქულის აღებაც კი,დიდებული შედეგი იქნება. ისე,ყველა წესით,ჩვენ ვერც ევროპის ჩემპიონატზე უნდა გაგვეღწია,მაგრამ გავაღწიეთ და ძალიან მაგრადაც გამოვედით.მაშინ,კიდევ უფრო სუსტ გუნდებში გამოდიოდნენ,ჩვენი ბიჭები.
ვაახ
ჩაკვემ კიდე ბევრი ითამაშა..ბიჭი სეზონში ჯამში 10-12 თამაშს იყო მიჩვეული და იმ საგიჟეთში 30 თამაში ძალიან ბევრია მისთვის ჩემი აზრით..
გიგო პაპა
მართალია, ნაკრები მხოლოდ სანახევროდ გვყვავს დაკომპლექტებული მაღალი დონის ფეხბურთელებით. ქვეყნის პირველ გუნდში ნამდვილად არ უნდა თამაშობდნენ მეორე ლიგებიდან და თანაც გასავარდნი გუნდებიდან. ახალი ბიჭების მოძიებაზე სანიოლი უნდა მუშაობდეს, თუნდაც სრულიად უცნობი ბიჭები უნდა მოიწვიოს ეროვნული ჩემპიონატიდან და გამოცადოს. მე მაგალითად, სწორედ ასეთებს ვათამაშებდი კაბო-ვერდეესთან და ფარერებთან. ასეთი მიდგომით შეიძლება ახალი იამალის ან ხვიჩას პოვნა. აბა ჩაკვეს და ზურიკოს რაღა გამოცდა ჭირდებათ?
lasha
უხერხულია ის ფაქტი რომ ნაკრებში გვყავს არაერთი მეორე ლიგის მოთამაშე. და იქაც გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებში და ამ დროს პრეტენზია გვაქვს მსოფლიოზე გასვლის და ჯგუფში ესპანეთის ჩატოვების
lashas
ვისთან გეუხერხულებათ პატივცემულო?დდდდდდდ
lasha
ეს ლოჩოშვილი ნაკრებში ფაქტობრივად დაცვაში შეუცვლელად ითვლება და ცოტა უხერხულია მგონი მეორე ლიგის გუნდში თამაშბს და იქაც გავარდნა ემუქრება?! :)
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ოთარ კიტეიშვილი: ყველაფრის გამოსასწორებლად დრო გვაქვს!
არსენალი VS პსჟ - ხვიჩა ფინალისთვის!
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
კვარაცხელიას დიდი მატჩი ფინალისთვის და ნაცნობი "ინტერის" მოლოდინი
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე - მე-40 წაუგებელისთვის...
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
ხვიჩა დაისვენებს - ქართველების ბევრი გადამწყვეტი დაპირისპირება
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
"კვარას" როლი "არსენალთან" დიდი იქნება - დემბელეს სათადარიგოობის დროა?!
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?