რაგბისხვადასხვა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
ნიკალა მახარობლიშვილი
13:20/26-04-2025
+-

2025 წლის 26 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩეული იქნა დავით კაჭარავა (57 ხმა 58-დან). მისი კანდიდატურა სრკ-ს ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა.

 

აღნიშნულ თანამდებობაზე მან იოსებ ტყემალაძე ჩაანაცვლა, რომელსაც ქართულ რაგბიში 4-წლიანი წარმატებული პერიოდი ქონდა. 2021 წლიდან დღემდე, იოსებ ტყემალაძის მიერ განხორციელებული რეფორმებისა თუ ინოვაციების შედეგად, საქართველოს ყველა ფორმაციის ნაკრებმა არნახული პროგრესი განიცადა. ასევე, გაღრმავდა ურთიერთობები როგორც მსოფლიო რაგბთან, ასევე ექვსი ერისა და რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის მმართველ ორგანოებთან. ახლა კი ამ საქმეს დავით კაჭარავა გაუძღვება.

 

40 წლის დავით კაჭარავამ მოთამაშის კარიერის განმავლობაში მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვა. მისი სანაკრებო დებიუტი 2006 წელს შედგა და ბორჯღალოსნების კვართით ყველაზე მეტი - 122 კეპი აქვს მოხვეჭილი, გატანილი ლელოების რაოდენობით კი გუნდის ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს (25 ლელო). კაჭარავა 4 მსოფლიო თასის მონაწილეა (2007, 2011, 2015 და 2019), რაგბი ევროპის ჩემპიონატი კი 11-ჯერ მოიგო.

 

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ის რაგბში დარჩა და უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

 

ახალ პოზიციაზე კაჭარავას საქმიანობა სრკ-ის სტრატეგიული და საორგანიზაციო მიმართულებების კოორდინაციას მოიცავს. პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი ხედვები მოიცავს, მათ შორის, ახალგაზრდული რაგბის განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სამწვრთნელო რესურსების გაძლიერებას.

 

საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს და წარმატებულ თანამშრომლობას უსურვებს არჩეულ პრეზიდენტს.

 

წყარო: Rugby.ge

კომენტარები
15
კომისია
Dislike(3)
/
Dislike(0)
დღეს რომ ე.წ. კომისიაზე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ჩარევაზე (ნემსაძის კანდიდატურის საწინააღმდეგოდ) შეშფოთებას გამოთქვამენ, ზუსტად იგივე პირები თეას თამადობით ჩართულები იყვნენ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში კობიაშვილის სასარგებლოდ, ვიქტორ სანიკიძის დანიშვნაში კალათბურთის ფედერაციაში, ტალახაძის, რაგბის კავშირის არჩევნებშიც. ნემსაძეს რაც უქნეს მაშინ სპორტის სამყარომ კარგად იცის და ისიც იცის რომ იგივეს ახლა უკვე ესენი აკეთებენ შინაარსობრივად, ფორმებში არის ოდნავი სხვაობა, შედეგი იგივეა !!! მოვა დრო ალბათ ამას სხვა კომისიები გამოიძიებენ :)))
10:13:44 PM 4/29/2025
გამოხმაურება(0)
სოსო
Dislike(1)
/
Dislike(2)
კაჭის ვულოცავ არჩევას.მორაგბეც მაგარი იყო,საორგანიზაციო გამოცდილებაც მიიღო,კავშირის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობის განმავლობაში და იმედი მაქვს,წარმატებით გააგრძელებს რაგბის განვითარებას. ადმინ, გასაგებია რომ რჩევნები იყო და ყურადღება ალბათ იქით გქონდათ გადატანილი,მაგრამ ყაზახეთთან ჩვენი გოგონათა ნაკრების მეორე თამაშის ანგარიში მაინც რომ დადოთ,ძნელია?ანონსი დადეთ და თვითონ მატჩის შესახებ ინფორმაციის არ დადება რამდენად მისაღებია?
2:11:40 PM 4/28/2025
გამოხმაურება(0)
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
1. ლივერპული
34257282
2. არსენალი
351813467
3. მანჩესტერ სიტი
35197964
4. ნიუკასლი
341951062
5. ჩელსი
34179860
6. ნოტინგემი
341861060
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
1. Mohamed Salah
2817
2. Alexander Isak
226
3. Erling Haaland
213
4. Chris Wood
193
5. Bryan Mbeumo
186
6. Yoane Wissa
163
7. Matheus Cunha
157
8. Ollie Watkins
156
9. Cole Palmer
148
10. Jean-Philippe Mateta
142
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2