ესპანეთის თასის ფინალში "რეალი" "ბარსელონას" დაუპირისპირდა და დამატებით დროში 2:3 დამარცხდა. მატჩში განსაკუთრებულად დაძაბული ექსტრა ტაიმის ბოლო წუთები აღმოჩნდა, სადაც მსაჯმა რიკარდო დე ბურგოსმა მადრიდელთა სათადარიგო სკამზე მჯდომი სამი ფეხბურთელი გააძევა, ერთ-ერთ მათგან ანტონიო რუდიგერს კი ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

Cadena SER-ის ცნობით, გერმანელი უკმაყოფილო იყო იმით, რომ მსაჯმა "ბარსელონას" სასარგებლოდ ჯარიმა დანიშნა. ის მსაჯს მივარდა, მისი შეჩერება კი პერსონალს მოუწია, თუმცა, ანტონიო არ დამშვიდებულა და საბოლოოდ მსაჯს ყინული ესროლა. ინციდენტი შეიძლება მსაჯის მიმართ აგრესიის გამოვლინებად ჩაითვალოს, რისთვისაც შეიძლება 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია მიესაჯოს.

ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით, ლა ლიგამ შესაძლოა სასჯელი ჩემპიონატის მატჩებზეც გაავრცელოს.

სოსო
რუდიგერის ფეხებს შეხედეთ,რა დღეში აქვს ორივე ფეხი.ყოველი მხრიდან ყინულებში აქვს ჩასმული.ასეთ მდგომარეობაში რომ ფეხბურთელი გყავს და მისი შეცვლა სხვა მცველით არ შეგიძლია,რა უნდა ექნა ანჩელოტის?ამას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია,კიდევ ორ კაცს დისკვალიფიკაცია და საბოლოოდ მეორე ადგილიც თუ დაკარგეს,არც ეგ გამიკვირდება.ანჩელოტი მიდის,ფეხბურთელები დეპრესიაში არიან და როდის გამოვლენ სტრესებიდან,კაცმა არ იცის.
კოტე
რუდიგერი და ვინისიუსი ძალიან საზიზღრები არიან! მე რომ მკითხო ასეთ დიდ გუნდში მსგავსი ფსიქოპატი, უზრდელი, თავხედი და უკულტურო ფეხბურთელების ადგილი არ უნდა იყოს!
ზედა მეზობელი
რეალში მონასტერი არის არეული,ანჩელოტის აშკარად ვერ აქვს კარგად საქმე და გაუშვებენ დიდი ალბათობით.ასე იცის,არ შეიძლება მწვრთნელთან შეთანხმების გარეშე ფეხბურთელი დაიმატო,დაიმატეს მბაპე და აირია მონასტერი.მბაპე ძალიან მაგარი ფეხბურთელია,თუმცა დიდი ეგო აქვს,ბევრი არის ასეთი რეალში,თუმცა სხვადასხვა პოზიციებზე თამაშობდნენ აქამდე.მბაპე პრობელემას ვინისიუსის პოზიციასაც უქმნის,ბელინგემის ცრუ ცხრიანობას და პატარა ბრაზილიელი ენრიკისასაც,ხოდა აირია მონასტერი. ესე ხდება ხოლმე,გასაკვირი ის არის რო რეალი ისევ შევიდა ამ მდინარეშე.ასეთი მაგარი სათადარიგო სკამი გყავდეს და მაინც ჯიუტად ერთიდაიგივე ხალხს ათამაშებდე,ამას მოხერხება უნდა და ანჩელოტი იძულებული არის ასე მოიქცეს.ბრაჰიმი ყველა თამაშში კარგი იყო,როგორც ენდრიკი,არდა გიულერი კიდევ და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი,ხოდა ეს გასახდელში დაძაბულობას იწვევს.მბაპე პსჟშიც ასეთი იყო,მონასტერს ურევდა,წავიდა ის და პსჟ სხვა გუნდი გახდა,მართლა გუნდი გახდა.კიდევ უფრო დიდი კატასსტროფა ელოდება რეალს,თუ არნოლდი დაიმატეს,მასაც დიდი ეგო აქვს,ოქროს ბურთის მოგებას ლამობს,ხოდა მერე ნახეთ ბარდაგი.არნოლდი ლივერპულში ვერ ბედავს იმას,რასაც რეალში გაბედავს,რადგან რეალი მისთვის არაფერს ნიშნავს,ფულის და წარმატების ვარიანტია მხოლოდ.ლივერპული მისი მშობლიური გუნდია,ოჯახით ქომაგობს ბავშვობიდან და ასე არ მოიქცევა იქ,რეალში იზავს მაგ საქმეს. პერესი მაგარი მელა კაცია,ამიტომაც უნდა მაკ ალისტერის დამატება,მუშა და მაღალი კლასის ფეხბურთელი უნდა,თან თავმდაბალი ბიჭია,მარა ლივერპული მაგის გამშვები არ არის,არც თვითონ წავა,რადგან თავისი გუნდი იპოვა.ვინც არ იცით,მაკ ალსტერი არის ირლანდიური წარმოშობის არგენტინელი,მათთვის სხვა განზომილება არის ლივერპულში თამაში,თან არგენტინელებს,ირლანდიელებს და ლივერპულელებს ერთი საერთო აქვთ,ისინი ვერ იტანენ ინგლისის სამეფო ოჯახს და ცენტრალურ ხელისუფლებას.ხომ ინგლისია ლივერპული,თუმცა ინგლისის ჰიმნს უსტვენენ ყოველჯერზე. რაც არ უნდა იყოს,რეალი საშინელ დღეშია,ჯერ შიდა სამზარეულო აერიათ,მერე ბარსას ბავშვები გაიზარდნენ,სადაც დაიჭირეს ყველაგან დაარბიეს,მეოთხე კლასიკოსაც მოუგებენ.რეალი იგებდა ლიგებს და ლალიგას,მარა ბარსასთან უჭირდა ყოველთვის,ხოლო ბარსას არასოდეს უჭირს რეალის დამარცხება. იმის თქმა შეგვიძლია რო ბარსას ბულკები არიან,ასე 15 წლის წინათაც ასე იყო,ბარსა სადაც იჭერდა იქ უგებდა რეალს და ისტორია მეორდება. მოდრიჩს ვეტყოდი,შემდეგ ჯერზე სცადე,იქნებ ბარსასთან დადებითი ბალანსით წახვიდე,მარა მეტი არ იქნას. რეალის დამახასიათებელია ბ**რი თამაში,უხეშობა,მსაჯებზე ზეწოლა და ბინძურად თამაში. რა სალაჰს მხარი რო ამოუგდო,რეალი და მისი კაპიტანი არ იყო,მერე მოდრიჩმა მიაძახა,შემდეგ ჯერზე სცადეო. იუვესთან მსაჯებმა არ გაათრიეს რეალი,როცა კინაღამ ამოუღო 3-0 რეალს ბერნაბეუზე,ან ბავარია არ დაიჩაგრა ბევრჯერ მათთან? სალაჰზე უკვე გითხარით და პარიზის ფინალში რა მოხდა გახსოვთ? რეალის ფანები უპრობლემოდ შეუშვეს,ხოლო ლივერპულის ფანები დაარბიეს ფრანგებმა,45 წუთის დაგვიანებით დაიწყო თამაში და ლივერპულის ფანები არ შეუშვეს მოედანზე.რა ეს დახმარება არ იყო? ლივერპული ფანების გარეშე არაფერია,ასე იყო შორეულ 1985 თუ 86 წელსაც,როცა ლივერპული იუვე იყო ფინალი და იქ ფანები დაიღუპნენ,მერე ლივერპული თითქოს გაჩერდა. ყველამ იცის რო თუ ლივერპულს ფანებს გამოაცლი,სასტიკად დამარცხდება,ხოლო ფანებთან ერთად ორიჯის რონალდო ხდება. ეს ყველაფერი საფრანგეთს ხახვივით შერჩა,როგორც რეალს ლიგის ტიტული.ალბათ,საფრანგეთს სუპერლიგაზე უარის თქმა და მხარდაჭერა დაუფასა უეფამ. ვულოცავ ბარსას ქომაგებს,მაგარი ბავშვები ყავთ და ძალიან კარგი გუნდი ყავს ჰანსი ფლიკს.აქვე,სამართლიანობა აღსდგა,ლივერპული გახდა ყველაზე წარმატებული ბრიტანული გუნდი.

აკვიატება გადამდებია ?! ჰო, მსაჯები რომ არა, "რეალი" "ვაბშე" გავარდებოდა ლიგიდან ! ))) ----- არა და, მხოლოდ წელს რეალის საწინააღნდეგოდ მსაჯების ქმედებებზე არაერთხელ დაიწერა ...
ფრანკო
რეალის პრობლემა ასეთი ზედმეტად დებილი ფეხბურთელები არიან როგორიც რუდიგერი და ვინისიუსი, საერთოდ არაადეკვატურები საგიჟეთში ამოსამწყვდევები. როგორ შეიძლება ასეთ ცხოველებს რეალის ფორმები ეცვათ
Avi
ნელ ნელა ირკვევა რამდენად დამოკიდებულია მადრიდი მსაჯებზე. თამაშში ბარსელონამ ორი პენალტი არ მიიღო და რეალის მოთამაშეები მაინც წუწუნებენ.
უიმე, შემაშინა ამ....
რა იყო რუდიგერ? დეზდემონას ხომ არ ახრჩობ, ისე გაქვს ოტელოსავეთ, თვალები დაქაჩული?
მბაპემ მადრიდის "რეალსა" და პსჟ-ის შორის სხვაობაზე ისაუბრა
მესი მხარდაჭერას ოპოზიციის კანდიდატს გამოუცხადებს - ლეოს ლაპორტას მიმართ წყენა არ დავიწყებია
სენსაცია მწიფდება - მოახერხებს "ბარსელონა" ოსიმენის შეძენას?
ქართველი მსაჯები ასაკობრივი გუნდების საერთაშორიო მატჩებზე
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
"იცით რატომ მიყვარს უესტბრუქი?" - "საკრამენტოს" მწვრთნელმა რასზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
"ტორონტომ" "მემფისი" დაამარცხა - სანდროს 11 წუთი და ლიდერების მაგარი მატჩი
ვსა-მ ბათუმს პირველი მარცხი აგემა, გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს
"ფეხბურთსა და ცხოვრებაში ახალი რაღაცის სწავლა ყოველთვის შეგიძლია" - ლიონელ მესი
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
ტრავმირებული შენგელია "რეალთან", ალბათ, ვერ ითამაშებს - "ბარსელონა" განცხადებას ავრცელებს
შენგელია საუკეთესოდ გაისარჯა, მაგრამ ტრავმა მიიღო
კიტეიშვილის "შტურმი" ჩემპიონატზე ისევ დამარცხდა
[VIDEO] აბუაშვილის სადებიუტო გოლი საფრანგეთში - "მეცმა" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და ორკაცნაკლული "ჰამბურგის" მარცხი "კიოლნთან"
საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა, მაგრამ "კარპატების თასი" დაისაკუთრა
U23. ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზე მეორედ მოიგეს
პსჟ ისევ დარჩა დემბელეს გარეშე?
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
ორბმა და თსუ-მ იმარჯვეს და სუპერლიგის ცხრილში გალიდერდნენ
FourFourTwo-მ მსოფლიოს ტოპ-10 ცენტრალური მცველი დაასახელა
მესი მხარდაჭერას ოპოზიციის კანდიდატს გამოუცხადებს - ლეოს ლაპორტას მიმართ წყენა არ დავიწყებია
მბაპემ მადრიდის "რეალსა" და პსჟ-ის შორის სხვაობაზე ისაუბრა
"გაგიმართლათ, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, ბარსელონაში გნახავთ" - იამალის მამამ "რეალის" ფანებს მიმართა
ენდრიკი, რომელსაც "რეალში" არ ათამაშებენ, ფრანგულ გუნდში გადაბრგდება
[VIDEO] "გინდა, ვიჩხუბოთ?!... გასახდელში გავიდეთ!" - იამალისა და ვინისიუსის კონფლიქტის დეტალები
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
ხვიჩა ფრთხილად უნდა იყოს - რუდიგერის ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს [VIDEO]
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
"დაგვავიწყდა მის ასაკში როგორები ვიყავით?" - დიეგო სიმეონემ ლამინ იამალი დაიცვა
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
"ერთი-ერთზე, ძმაო" - რუდიგერმა ხაბიბი გამოიწვია, დაღესტნელის პასუხმა არ დააყოვნა
მოინანია და აპატიეს - ვირჯინიამ ვინისიუსს კიდევ ერთი შანსი მისცა და დღეს "ბარსელონასთან" მატჩში ტრიბუნიდან გაამხნევებს
რუდიგერმა "ბარსელონა" "ლეგანესის" მატჩის შედეგი შეიტყო - "რეალის" გერმანელი მცველის რეაქცია ინტერნეტს იპყრობს [VIDEO]
"ის საუკეთესოა... ჰკითხეთ ამის შესახებ ოსიმენს, ან ჰოლანს" - მესუთ იოზილი
რა სურს რუდიგერს? - გერმანელის მორიგი უცნაური ქმედება სოციალურ ქსელებს იპყრობს [VIDEO]
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა