ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კახი კაჭარავას "მხიარული აღსარება"

კახი კაჭარავას "მხიარული აღსარება"

თბილისის "დინამოს" ვეტერანმა ფეხბურთელმა თავის მოგონებებზე ისაუბრა
ჩემი მოგონებები, არ გაგიკვირდეთ და "მხიარული აღსარება" უფროა მკითხველის წინაშე. უნდა მოგახსენოთ, ბევრი უსიამოვნება მოჰყოლია ჩვენს თითქოსდა უბოროტო ქცევას არადა - როგორც იტყვიან, "სიჭაბუკის ქარი ქროდა".

მოკლედ, მე გაგაფრთხილეთ და განსჯა თქვენზე იყოს, ძვირფასებო!

ივლისი და დუბლიონკა

იმ სეზონში ახალი, მომავალი ფეხბურთელი შემოგვემატა - "დიდი კაცის" დისშვილი გახლდათ. უარი ვერ გაუბედეს და ისიც შეუდგა საცდელ ვარჯიშებს. როგორც ფეხბუთელი, ვერაფერი შვილი იყო, ამას კიდევ გაუძლებდა კაცი, მაგრამ საშინლად მკვეხარა აღმოჩნდა და ბიძით გათამამებული ყველას ზემოდან დაგვცქეროდა. ბოლოს და ბოლოს, ყელში რომ ამოგვივიდა, გადავწყვიტეთ ჭკუა გვესწავლებინა.

დიღმის ბაზაზე ვართ და ასეთი ტექსტი შევადგინეთ: "გივი, ძალიან მომწონხარ, გთხოვ 3 საათზე შემხვდი მაიაკოვსკის ძეგლთან. დანარჩენს მერე აგიხსნი, ჩემო ძვირფასო. მაკა".

გადასცა ეს ბარათი ერთ-ერთმა ჩვენთაგანმა და თან დააყოლა - "რა ბედი გქონია, გოგო თვითონ გიწვევს შე ბედნიეროო".

დატრიალდა ტიპი. სასწრაფოდ გადაივლო წყალი. ჩაიცვა "საგარეო" ტანსაცმელი და უნდა წავიდეს პაემანზე, მაგრამ "მასთე სადაა!"

- ბიჭო, ეუბნება ერთი ჩვენიანი - ნავარჯიშები და ნაოფლარი ხარ, სიომ რომ შემოგკრას, მეტი კი არ უნდა რადიკულიტს... ცოტა თბილი რაიმე ჩაიცვი.

- რა ჩავიცვა მაინც? - დაუჯდა ჭკუაში იმ უტვინოს.

ვიღაცამ საიდანღაც ირანული დუბლიონკა გამოაძვრინა და მოარგო ტანზე.

- ეს ნამეტანი ცხელი იქნება - იუარა, მაგრამ ვინ აცალა:

- ცხელი ახლა გეჩვენება, თორემ ცოტა ოფლი რომ შეგაშრება, მერე კიდევაც გესიამოვნება, ვიცით და გვენდე ჩვენო - უთხრეს, თან ეგზოტიკურია, გოგოებს ევასებათო.

მოკლედ, 10 წუთში ჩვენ გივი დუბლიონკით დგას ბაღდადელი პოეტის ძეგლის წინ და ჩვენ ვუთვალთალებთ შორიახლოდან.

სიცხეა - 38 გრადუსი. გადის 10 წუთი, გადადის ხვითქი უბედურს. ჯერ მაკა არ ჩანს. 15 წუთი რომ გავიდა, ჩვენი მეგობარი გოგო მივუგზავნეთ.

- გივი თქვენ ხართ ხომ? - ეკითხება გოგო.

- მაკა ხართ თქვენ? - ოფლი მოიწმინდა გივიმ.

- არა, მე მაკას დაქალი ვარ, ეკა. მაკამ დამაბარა ცოტა მაგვიანდება და არ წავიდესო. უთხრა ეს გოგომ, მოპირდაპირე მხარეს გადავიდა ტროლეიბუსის გაჩერებაზე და დარჩა გივი თავის კაეშანთან. გადის კიდევ 10 წუთი. გივი ცოცხლად "იშუშება" დუბლიონკაში. მეტი ვეღარ გაძლო და გადაალაჯა იმ გოგოსკენ, გაჩერებაზე რომ იდგა:

- აღარ მოდის და რა ვქნა?

გოგო ვითომ შეწუხდა:

- ვაიმე, რა მოუვიდა? არ ვიცი პირდაპირ... რა გიყოთ? იცით, თუ გნებავთ მე გაგიწევთ მის მაგივრობას... რას იტყვით?

- ჯანდაბას... იყოს! - აღარ გაჯიუტებულა სამიჯნუროდ განწყობილი "ჩამთბარი" ჯეელი, ოღონდ 5 წუთი აქ დამიცადეთ, ამ დუბლიონკას დავტოვებ ბაზაზე, აღარ მცივა მაინცდამაინც და მოვალო დაუბარა და გამოენთო ბაზისკენ. ჩვენც იქ დავხვდით. ვაწყდებით ერთმანეთს.

... 20 წუთში დაბრუნდა დაბოღმილი და გაწბილებული.

- რა მოხდა? - ვეკითხებით მიამიტად - ვერ შეხვდი?

- აღარ დამხვდა - ამბობს დაბნეულად. ან შეიძლება დამხვდა კიდევაც, მაგრამ იმას რას ვერჩი, დუბლიონკა არ უნდა გამეხადა, ჩემი ბრალია, უდუბლიონკოდ რას მიცნობდა. ჩემნაირი ჩაცმული უამრავი დადიოდაო...

ატყდა ხარხარი და როგორიიიი!!! გივი მის მერე ვარჯიშზე აღარ მოსულა. ეჰ, ჩვენ ვიკითხოთ, თორემ ის არსად დაიკარგებოდა, ბიძა ყავდა "იიიქ"!!!

ჩაარტყი ბიჭო... ჩაარტყი!

ახლა ქვემოთ იმაზე მოგახსენებთ თავად მე როგორ დავიჩაგრე. ტურნეში ვართ. არ აქვს მნიშვნელობა სად და როდის... კომუნისტების დროა და უცხო ყველაფერი შესანიშნავი და გადასარევი გვგონია.

რაღაც ვაივაგლახით მოგროვილ-დანაზოგი ფულით "ფირმა ტელევიზორი" შევიძინე - "სონი". უნდა ჩამოვიტანო თბილისში და დავთხარო თვალები მტერ-მოყვარეს...

მივიტანე სასტუმროს ნომერში და ჩავრთე დემონსტრატიულად ჩვენი ბიჭების თვალწინ. ხომ უნდა გავსინჯო... აციმციმდა ეკრანი და რა აციმციმდა... არ გასულა 5 წუთი და ხმამ საეჭვოდ მოიკლო... მოიკლო, მოიკლო და ჩაწყდა. მარტო გამოსახულებაღა ჩანს. დანაღვლიანებულმა გადავხედე ბიჭებს:

- არა აქვს ხმა, რა მოუვიდა?

- მიდი ერთ, დაარტყი ხელი ზემოდან - მეუბნება სავარძელში ნებივრად გადაწოლილი ქინქლაძე ("ქინქლა").

დავარტყი..

ხმამ ოდნავ მოიმატა.

- კიდევ, ისევ "დამარიგა" "ქინქლამ". ისევ ჩავარტყი - მორიდებულად. ტელევიზორმა ხმას უმატა.

- ეყოფა - მეუბნებიან დანარჩენები. ფირმა ტელევიზორებმა ასე იციან. ცოტა ხანში ხმა განორმალურდა.

შვებამოგვრილი ჩავჯექი სავარძელში. ორ წუთს არ გაუვლია და ეკრანზე სინათლემ იწყო კლება. ჩამუქდა, ჩამუქდა, ჩაშავდა და... გამოსახულება საერთოდ გაქრა.

- მიდი ჩაარტყი! - ისევ მკარნახობს "ქინქლა". ჩავარტყი, მაგრამ რად გინდა, ისევ ჩაშავებულია ეკრანი.

- აუუუ... მივხვდი სიმონ! - ისევ "ქინქლა" აქტიურობს - სულ დამავიწყდა, მე შტერს.

- რა დაგავიწყდა, რა! - გადარევას ვარ.

- გამოსახულება როცა არ ჩანს - გვერდიდან უნდა შემოულაწუნო! აუ, რამ დამავიწყა, კაცო!

გავუქანე და ვლეწე გვერდებში ტელევიზორს იქედან და აქედან მეტი დამაჯერებლობისთვის. ბიჭოს! ეკრანი ოდნავ განათდა...

- ერთიც... "გაუხარდა" "ქინქლას". შემოვცხე ტელევიზორს. მართლაც მოიმატა და მოიმატა სინათლემ. ეკრანი არაჩვეულებრივად აკაშკაშდა, ოღონდ მალევე იკლო ეკრანზე სინათლემ.

რომ წამოვხტიიიიი! რომ მივვარდიიი! და ხომ უნდა ვლეწო ზემოდან და გვერდებიდან - ატყდა ხარხარი. აწყდებიან ერთმანეთს ეს გიჟი ჩვენი ბიჭები.

- გოიმი ხარ, რა! - ძლივს ამოითქვა სული სიცილისგან ჩაბჟირებულმა "ქინქლამ" და "პულტი" ჩამაჩეჩა ხელში...

დამაფასეს ქალო, დამაფასეს!

ერთი მზიანი დღეა. იუბილეს ვზეიმობთ ბიჭები - "დინამოს" იუბილეს. გვარიანი სუფრა გამოგვივიდა. ვართ ასე 30-40 კაცი ძველიან-ახლიანად. დაგვაფასა და გვეწვია ერთი (არ მინდ ახლა ვინაობა დავაფიქსირო) ძალიან ღვაწლმოსილი ვეტერანი ("უვეტერანესი") ფეხბურთელიც. თავისი მოკრძალებული "ჟიგულით" მობრძანდა (მაშინ სხვა მანქანა სად იყო!).

აქეთური-იქითური, სიყვარული, გაგება და ა.შ. მოკლედ ხელჩართული სმაა და ეს საპატიო ვეტერანი მაგრად დაითრო. მადლიერმა შეგირდებმა სკამიდან ხელით წამოვაყენეთ ქეიფის ბოლოს. მანქანის საჭესთან ეს რას დაჯდება. ცოდო არ მინდა, თვითონვე თქვა: "ჩემს მანქანას აქ დავტოვებ, ტაქსით წავალო".

ჩვენთან მანქანა კი არა ხუთთეთრიანი არ დაიკარგება, მაგრამ მაინც კაცო, გადავწყვიტეთ გაგვეცილებინა თავისივე მანქანით, არადა გაჭინჭყლდა "ტაქსით წავალ, ტაქსით!" - არ გვაწუხებს თავის ჭკუით და მორიდებით.

- კარგი, ბატონო... დავამშვიდეთ და ფხიზლად გადარჩენილი თითო თვალი ჩავუკარით ბიჭებმა ერთმანეთს. ჩანაფიქრი მარტივი იყო. ამ ჩვენს ვეტერანს ვითომ ტაქსით გავაცილებდით. სინამდვილეში მე - პირადად გამოვაცილე (გამოვიყვანე სპეციალურად არ ვამბობ, თუმცა მაინც წამომცდა) და ვითომ ტაქსს ველოდებით ქუჩაში. ამ დროს ამ ვეტერანის "ჟიგული" (ჩვენ რომ გვიტოვებდა, თქვენ მომიყვანეთ ხვალო) დაგვიმუხრუჭდა ფეხებთან.

- აი ტაქსიც მოვიდააა.... ჩავსვით და მივიყვანეთ სახლში. კაცმა ვერაფერი გაიგო, ოღონდ "მეობა" ახსოვდა. ჯიბიდან 10-იანი ამოიღო, "მძღოლს" მისცა და ჩემზე ეუბნება - "ეს კაცი მიიყვანე სადაც გეტყვის, ფული არ გამოართვაო". მეტი ვეღარ მოვითმინეთ მე და "მძღოლმა".

- ბატონო "იმანო" - ეს თქვენი მანქანაა... თქვენი!

- რატომ? - რატომღაც სრულიად მოულოდნელი და მდგომარეობისთვის შეუთავსებელი კითხვა დასვა ვეტერანმა.

- თქვენია ეს მანქანა, თქვენი ბატონო ბ-იონ...

- აუუუუჰ! - ბოლო ენერგია მოიკრიფა კაცმა - მადლობა ძვირფასებო, მადლობა! ვიცოდი მეეე... ვიცოდი.

...მეორე დღეს ამ ვეტერანის ცოლი რეკავს ჩვენთან.

- გისმენთ, ქალბატონ ლ-ლა, - ვიცანით ხმაზე.

- რა აჩუქეთ ჩემს ქმარს, რა, რომ გადარიეთ ამ სიბერეში?

სახტად დავრჩით.

თურმე ვეტერანს ცოლისთვის უთქვამს: "ბიჭებმა, საიუბილეოდ მანქანა მაჩუქეს - შენია შენიო!!!!"

შეგრცხვა და... ისე კი ეეეჰ! - კი ეკუთვნოდა წესიერ ქვეყანაში...

რა გადარჩააა!

"მაკვარანცხობით" დავიწყე და ასევე დავასრულებ.

მაშინ სამტრედიაში ვთამაშობდი და რუსეთში უნდა გადავფრენილიყავით ძალიან საპასუხისმგებლო თამაშზე. თვითმფრინავით მგზავრობას ყველა ვერ იტანს. ერთი, მესამე ნომერი გვყავდა - გენო. ფრენის ეშინოდა და მე სულ მიკვირდა: "რატომ უნდა ეშინოდეს ფრენის კაცს, რომელიც მუდამ აფრენს? ნუ, ეშინოდა და...

- რა ვქნა კახი? - მეკითხება აეროპორტში - ვერ ჩავჯდები თვითმფრინავში, მაშინვე გამისკდება გული...

არ მინდა ახლა ამ კაცის გაწბილება და რა ვქნა? - ვფიქრობ, არადა - არ მეშვება - რა ვქნა? რა ვქნა - მიშველე რამე!!!

- მე ასე ვიცი - დავუწყე "ჩემებური დარიგება", იქნებ დამშვიდეს-თქო - გაფრენის წინ რაიმე მცირე უნდა გადაყლაპო, რომ არ დაგცადოს-თქო.

ლაინერი ჰაერშია და დაეწყო ამ უბედურ დღეზე გაჩენილს გულისრევა. სტიუარდესამ პარკი ჩააჩეჩა ხელებში. დიდხანს იყლოჭინა საწყალმა. უცებ, წამოიწია, დაიძაბა და... რუსული "კაპიკიანი" მონეტა გაგორდა სალონში. კარგია ხანდახან კაცი რომ ღარიბია, თორემ რკინის მანეთიანი რომ გადაეყლაპა, არა მგონია ჩემო მკითხველო, ასე გავმხიარულებულიყავით.

მურმან მერკვილიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gavrilovi

საგოლ ბაბუ, დაგვხოცე სიცილით ))))))

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა

[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა

"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები

პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე