"დაჩიას" მეპატრონემ ქართველს ეჭვებისთვის მოუბოდიშა, მაგრამ ჩვენებურს მოლდოვაში დაბრუნება აღარ სურს
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონთან" წაგების შემდეგ "დაჩიაში" განტევების ვაცი მოძებნეს - ქართველი მცველი დავით გამეზარდაშვილი, რომელიც კიშინიოვურმა გუნდმა ტრანსფერზე დააყენა.

თუმცა მერე ვითარება შეიცვალა: "დაჩიას" პრეზიდენტმა ადლან შიშხანოვმა 28 წლის ქართველს გათავისუფლების ფურცელი მისცა.

გამეზარდაშვილი ამჟამად ისრაელშია და იერუსალიმის "ბეითარში" ვარჯიშობს, მაგრამ კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია.

"დათომ "დაჩიასგან" გათავისუფლების ფურცელი აიღო და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ახლა ის "ბეითარში" ვარჯიშობს და საკითხი მალე გაირკვევა. როგორც ვიცი, ებრაელებს დათოს მიწვევა ჯერ კიდევ მისი რიგის "სკონტოში" თამაშისას სურდათ, მაგრამ მაშინ გარიგება ვერ შედგა" - ეს ამბავი ლევან კორღალიძემ გვაცნობა.

თავად გამეზარდაშვილმა "მოლდოვასპორტს" უთხრა:"ყველას აინტერესებს, რატომ დავტოვე კლუბი. ეტყობა, გაჩნდა მოლოდინი, რომ "ზესტაფონთან" ორჯერ უკეთ ვითამაშებდით, ვიდრე რეალურად შეგვეძლო. მაგრამ წავაგეთ და სუსტად გამოვიყურებოდით, მათ შორის, მეც. ამიტომ მივედი ხელმძღვანელობასთან და გათავისუფლება ვთხოვე. მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, ბევრი ბედნიერი წუთი მახსენდება, გავხდით ჩემპიონები, სუპერთასიც მოვიპოვეთ, მაგრამ ახლა წასვლა აჯობებს. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, როგორც ამბობენ, ჩვენს პროფესიაში "ჩემოდნებზე ჯდომა" ჩვეულებრივი მოვლენაა. მოლდოვაში ბევრი მეგობარი მყავს, თუმცა წასვლას არ ვნანობ. რაც მოხდა, ძალიან საწყენი იყო. კონკრეტულად არავის ვადანაშაულებ, რაც იყო, იყო".

როგორც კორღალიძემ გვაცნობა, გამეზარდაშვილს ადლან შიშხანოვი დაუკავშირდა, ეჭვებისთვის მოუბოდიშა და დაბრუნება სთხოვა., მოლდოველები დარწმუნდნენ, რომ გამეზარდაშვილი უბრალოა, თუმცა მას გუნდში დაბრუნება აღარ სურს.

მოლდოვაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დაჩიამ" ქართველებს ხელფას-პრემიები ჩამოაჭრა. ჩვენი ცნობით კი, კლუბს მთელი გუნდის დავალიანება დაუგროვდა და არა მხოლოდ ქართველებისა, რომლებიც სხვებთან ერთად ელიან კუთვნილ თანხას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა