ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში პსჟ-მ გასვლაზე „არსენალი“ 1:0 დაამარცხა.

სტუმრები დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც ფლანგიდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთს დემბელემ რაიას კარში მიუჩინა ადგილი. შემდეგ ხვიჩა საჯარიმოში ტიმბერმა წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ტიმბერი კიდევ ორჯერ ეუხეშა „კვარას“, თუმცა არბიტრმა ყვითელი ბარათი არ უჩვენა. მერე ქართველმა თავად დაარტყა კარში და ტიმბერისგან რიკოშეტით ბურთს რაია დაეუფლა. აქედან მოყოლებული მასპინძლებმა შეუტიეს, სამი შანსი ვერ გამოიყენეს და პირველი ტაიმი "პარი სენ ჟერმენმა" 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში მერინოს თავურით გატანილი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცოტა ხანში დონარუმამ პირისპირ გასულ ტროსარდს არ გაატანინა. თამაში თანდათან გათანაბრდა და ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა. ლუის ენრიკემ ჯერ დემბელე ბარკოლათი, შემდეგ კი დუე რამუშით შეცვალა. კვარაცხელიამ ორჯერ სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. რაიასთან ერთი ერთზე გასულმა ბარკოლამაც ააცილა კარს, ხოლო რამუშის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა და პსჟ-მ მინიმალური ანგარიშით გამარჯვება მოიპოვა.

საპასუხო შეხვედრა 7 მაისს გაიმართება.

ლონდონი. „ემირეითსი“

არსენალი - პსჟ 0:1

გოლი: დემბელე (4)

G.LA
მშვიდობით.
არჩი
პირველ რიგში უნდა ხაზი გავუსვა, რომ სეტანტას კომენტატორებს სერიოზული ინფორმაცია და ცოდნა აქვთ ფეხბურთში, თუმცა იმდენს ლაქლაქებენ, თავს მატკიებენ. ცოტა ზომიერებაა საჭირო. მეორე დამთავარი – აქვთ პროვინციული მიდგომა, რომ არიან ობიექტურები და მიუკერძოებლები. ეს არასწორი პოზიციაა. არ შეიძლება მამარდაშვილის კარში გატანილი გოლი ყიჟინით და აღტყინებით აღნიშნო, არ შეიძლება ქართველი ფეხბურთელის გუნდის გაშვებული გოლი სიხარულით აღნიშნო. ნეიტრალური მსმენელისთვის არ მიგყავს კომენტარი (ხო გასაგებია, რომ არ გისმენენ თურქები, გერმანელები ან ვინც გინდა სხვა), გისმენს ქართველი გულშმატკივარი, რომლის 95%–ს უხარია ქართველის წარმატება და წყინს მისი გუნდისთვის გატანილი გოლი. დაანებეთ თავი პროვინციალობას და გოიმობას
მალხაზ ჯობავა
ასპროცენტიანი ხარ მირო, ვერ გავიგე რატომ უხარიათ გოლს რომ გაუტანენ ან რატომ ნანობენ რომ ვერ გაუტანენ, ვინ არიან, საიდან მოვიდნენ. ბიჯო ქართველი კაცის გაბრწყინებაა მთელს ევროპაში, როგორც დუმბაძე იტყოდა მთელ დუნიაზე და შენ ისე მიგყავს რეპორტაჟი თითქოს არც გიხარია და ბჟუტურობ რაღაცას. წადით ბიძია სახლში და ლობიოს ყანას მიხედეთ, ან ჩვენი სამეზობლოდან ხომ არ ყავხართ ჩამოყვანილი თუ დედებს რომ გიქებენ ის გიხარიათ.
გიგა23
მაგარი თამაში ჰქონდა ჩვენს ბიჭს, იმედია ფინალში გავლენ. საიტის ძველი ვერსია დააბრუნეთ, მომხარებელს კარგავთ უკვე ნელნელა
Porto
შენნაირების გაყრა უნდათ საიტიდან და ამიტომ შეცვალეს :))))))))) რას გადაეკიდეთ ამ საიტს, სიახლეა, ცოტა ხანი დააცადეთ ცოტა მოჯდეს :)))))))))
100%
აი ეს არის ხვიჩას ეფექტი, დემბელე მარტო დატოვეს და ხვიჩაზე გადმოვიდა მოთამაშე. ხვიჩა განსხვავებას ქმნის. ხვიჩა არის გამარჯვების ფორმულა. კასტილიელებო თვალები გაახილეთ, თორემ მე ,,პსჟ,,-საც ვგულშემატკივრობ, ჩემი რა მიდის))) კაცს უნდა ,,რეალი,,
რაბუ
ბუმი იყო ასეთ დროს ძველ საიტზე. ახლა გაქვთ 9 კომენტარი. მტრები ხო არ ხართ ბიჭო საკუთარი თავების
დავით 67
ბრწყინვალე იყო ხვიჩა.დღეს ინტერს ვქომაგობ. ინტერი მინდა ფინალში პსჟესთან)
კაკო
მენანება ეს საიტი ასეთი.რა ჯანდაბა უქენით საიტს
გია
შეფასებები? უკვე გძინავთ?
MIRO
ამ ქართველ კომენტატორებს რატომ უხარიათ პსჟ-ს მოწინააღმდეგე გუნდების სახიფათო თამაში შეტევაში,რა ემოციებში არიან,ვის მხარეს არიან იცით ვინმემ???ასე იყო ასტონ ვილას მომენტებზე,ასე იყო დღესაც არსენალის მომენტებზე.ვერ გავიგე ბოლო ბოლო ხვიჩას ბალეშიკობენ თუ მოწინააღმდეგეს???ყველა ტრენერზე და ფეხბურთელზე *ჭკვიანები* რომ არიან მივხვდით რეპორტაჟებში,მაგრამ ვის ბალეშიკობენ ვერ მივხვდი.
ჯაჯი
რა საზიზღრობა გახადეთ ეს საიტი
ტუკო რამირესი
ძმებო, მგონი, ფინალში ვართ.
Pepelu
წადი რა კბილები გაიხეხე!!!! შინდის ან თხილის წკეპლით ხარ ასაჭრელებელი:)))))))))))
Pepelu
ბარკოლათი ამ თამაშს ვერ მოიგებდა პსჟ!! ზუსტად ასეთი თამაშების გამო იყიდეს კვარა!!
დიხანია არ უვარგა ჩვენს ლომს
რა უნდა რამუშს პსჟ-ში? ჟორჟი დახატავდა ამ გუნდს. კარგია რომ ენრიკე ბოლომდე ენდობა ხვიჩას.
ჯონი 1
ვულოცავ ხვიჩას. რაც შეეხება საიტს, საშინელებაა. უბრალოდ, მენანება ჯერჯერობით, ამ საიტის დატოვება, თორემ სწრაფი ინფორმაცია სხვაგანაც მოიპოვება თავის ვიდეოთი, რომელიც არ ჭედავს. ძველ ვერსიას ერეთადერთი ნაკლი ქონდა ის, რომ თავისით ირთვებოდა ვიდეოები. დანარჩენი კარგი იყო
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა