ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „ინტერს“ დაუზავდა - 3:3.

სტუმრები უკვე 31-ე წამზე დუმფრისის პასით ტიურამმა დააწინაურა, რომელმაც წინა სამი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. შემდეგ ზომერის კარი თავად დუმფრისმა დალაშქრა. თუმცა, მასპინძლებმა იამალის და ფერანის გოლებით ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრეს.

შესვენების შემდეგ დუმფრისმა დუბლი შეასრულა და „ნერაძური“ ისევ წინ გაიყვანა, მაგრამ „ბარსამ“ მალევე აღადგინა თანაფარდობა.

საპასუხო შეხვედრა 6 მაისს გაიმართება.

- "ინტერი" ყველა ტურნირზე ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ფრეს დასჯერდა.

- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მცველი დუმფრისი აღიარეს, რომელმაც დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

- ტიურამმა ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა.

- იამალმა ამ სეზონში „ბარსაში“ 54 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა.

- რაფინიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 51 შეხვედრაში 30 გოლი და 24 საგოლე პასია.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“

ბარსელონა - ინტერი 3:3

გოლები: 0:1 ტიურამი (1), 0:2 დუმფრისი (21), 1:2 იამალი (24), 2:2 ფერანი (38), 2:2 დუმფრისი (63), 3:3 ზომერი (65, საკ. კარში)

sandro
წავიკითხე კომენტარები და ვეცდები დავაბალანსო სიტუაცია,პსჟ-ც და ბარსაც ორივე ხელოვნურად გაპიარებული გუნდებია!!!
Niksona
არაფერი არ უთამაშია ინტერს ტრადიციული დაცვის გარდა,ჩამჯდრები იყვნენ კრუხებივით მთელი თამაში.ბარსა თუ გააგდო იმედია ასეთი თამაშით ვერ მოიგებს ლიგას.ბაიერნთან გაუმართლა და გაძვრა იმედია აქაც ასე არ იქნება.მაგრამ გამარჯვებული მაინც ამ წყვილიდან მგონია.
tngh
გულწრფელად ვიტყვი... არ მოველოდი "ინტერის" ესეთ თამაშს!!!
გია
გუშინდელ თამაშში, წესით და რიგით, ინტერს უნდა მოეგო!
salio-s
არ გეზარებოდა, ამდენი სისულელის წერა?
გიგა
მაგრა ითამაშა ინტერმა! ყოჩაღ!
ინტერს წარმატება!
ინტერმა, მასტერ-კლასი ჩაუტარა გაპიარებულ ბარსას! ძალიან მინდა ინტერმა აწიოს თასი, რადგანაც ინტერში ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ლაუტარო მარტინესი თამაშობს! ისედაც არგენტინელი ფეხბურთელები ყველაზე მაგრები არიან!
SALIA VASO
რომ ჩაიხვიეთ აქ! პსჟ აწევს თასს უპირობოთოო, ისე როგორც ნაპოლი გყავდათ ჩახვეული თავის დროზე კვარას გამო, თამაშს მაინც არ უყურედ წუხელ!? მართალია ფეხბურთში ყველაფერი ხდება,მაგრამ მთლიანობაში მაინც ლოგიკური სპორტია. ხო და, ვინც გუშინ თამაშს უყურა,მეტ-ნაკლებად ესმის ფეხბურთი,აქვს მოვლენების ლოგიკურად აღთქმის ელემენტალური უნარი, როგორ შეიძლება ამტკიცოს რომ პსჟ უპირობო ფავორიტია დღემანდელ ინძაგის ინტერთან,მით უმეტეს ბარსელონასთან, რომელსაც გუნდში იამალი და რაფინია ჰყავს.თუ ჩვენში დამკვიდრებულ, ვითომ პატრიოტულ კლიშეს აწვები-სადაც კვარა გადავა აუცილებლად იმ გუნდს უნდა უბალეშიკო, მაშინ გასაგებია. თორემ არ მესმის, გუნდმა რომლის უპირობო ლიდერი დემბელეა,აპრიორი,როგორ უნდა მოიგოს ჩ/₾. ლიგის მოგება კი არა, /შეიძლება სუბიექტური ვარ კიდეც/ მე ისიც ვერ ამიხსნია ჩემთვს, აქამდეც რომ მოვიდა.....ისე ყოველგვარი ირონიის გარეშე მაინტერესებს-კვარა რომ რუსულ ზენიტში გადავიდეს, თუნდაც ზღაპრული ხელფასით, მაშინ რას ვშვებით-ზენიტს ვბალეშიკობთ ყველააა......
კიეზა
ისეთი თამაში იყო ზუსტად ნახევარფინალს რომ შეეფერება.გუნდურად ინტერი ჯობდა..ბარსას იამალი და რაფინია ყავს რომლებიც დაფრინავს..ჩემი აზრით მხითარიანის გოლი ჩასათვლელი იყო თუმცა ეს უკვე წარსულია..თუ სასწაული არ მოხდა პსჟ და კვარაცხელია ასწევს თასს..რადგან ყველაზე დაბალანსებული გუნდია ამ სეზონში..
ზედა მეზობელი
რისი თქმა შეიძლება,მაგარი თამაში იყო,ასეთი თამაშების გამო გვიყვარს ფეხბურთი. ორი განსხვავებული სტილის გუნდი,ორივე თავის სტილში ცდილობდა თამაშში წარმატებას და ეს სასწაულია.კიდევ ერთხელ დამტკიცდა უამრავჯერ დამტკიცებული,იტალიური სკოლას უპირატესობა აქვს გერმანულ სკოლასთან. დარჩენილი გუნდების მწვრთნელებიდან,ინძაგი არის ტაქტიკურად ყველაზე განსწავლული მწვრთნელი,პროცესში აწყობს გუნდს,თამაშში რამოდენიმეჯერ და ეს გამოარჩევს სხვა მწვრთნელბიდან. 4 მწვრთნელიდან 3 თითქმის იდენტური ფილოსოფიით თამაშობს,ინძაგი მათგან განსხვავებულია. ამიტომაც მგონია რო ინტერი არის ფავორიტი მოგების,მათი უპირატესობა არის ინძაგი. ვინც ჩახედული არის ამ სფეროში,ის დაინახავდა რომბებს ორივე ფლანგზე,როგორ ცდილობდა ბარსას ფლანგების შეზღუდვას,თუმცა ბარსა უმაღლესი დონის გუნდია და ფლიკი შემტევი ფეხბურთის მასტერკლასს ფლობს,ხოდა ფეხბურთელებმა დავალებას ვერ გაართვეს თავი.რაფინია და იამალი კი სასწაულ სეზონს ატარებენ,ესეც უქმნიდა პრობლემას ინძაგის გეგმას,თუმცა გეგმა გამართული იყო გოლების მიუხედავად. იყო დრო,როცა ამბობდნენ,მესის მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადებოდა,თუმცა მგონი უკეთესს ვუყურებთ. ამ ასაკში მესი არ იყო ესეთი და ამხელა შედეგები არ ქონდა,თუმცა ჯერ ადრეა რაიმეს გადაჭრით თქმა,თუმცა უნდა ვაღიაროთ რო უდიდეს ტალანტთან გვაქვს საქმე. ბარსელონაში ტალანტების გამოზრდა იციან,სასწაული ბიძია ეს იამალი და არც სხვა ბავშვებს დაეწუნებათ რამე. ერთი ფაქტია,ამ წყვილიდან ვინც არ უნდა გავიდეს,ვერც არსენალი და ვერც პსჟ ვერ დაამარცხებს,ეს ცხადად გამოჩნდა. ვეთანხმები ზეედორფს,ბარსა ინტერის წყვილიდან იქნება ლიგის გამარჯვებული,მე ეს გამარჯვებული ინტერი მგონია. რაღაც აქვს ამ გუნდს,რაც ჩემპიონ გუნდებს ახასიათებთ. არც ენრიკე,არც ფლიკი ცვლის სათამაშო გეგმას და ეს არის მათი სისუსტე,როგორც თავის დროზე კლოპის იყო.ანჩელოტი ყოველთვის თუ არა,უმეტესად ამარცხებდა მხოლოდ იმიტო რო კლოპი სტილს არ ცვლიდა. ენრიკემ მოიგო ლიგა,ოღონ მაშინ მესი,ნეიმარი და სუარესი ყავდა,ფლიკმაც ქნა იგივე,მარა მაშინ უცნაური სეზონი იყო,კორონას გამო არეული კალენდარი და ამბავი.აი,ინძაგის ერთი ფინალი წაგებული აქვს,თუმცა იმ ფინალში დაჯაბნა გვარდიოლა.მერედა,ესეთი ტურნირების მწვრთნელია,ლაციოსთან ერთად სისხლს უშრობდა გრანდებს. ხომ ნახეთ,3 წაგება ზედიზედ,დაკარგული პირველი ადგილი და თასიდან გამოვარდნა,ჩადის ბარსელონაში და ასე თამაშობს. მგონია რო ინტერს წარმატება ლიგაზე სურს,მთავარ ძალებს აქ გაანაწილებს. წელს ინტერი ჩემპიონატში და ინტერი ლიგაზე სხვადასხვა გუნდია. მე მართალია მირჩევნია რო გერმანულმა სკოლამ მოიგოს,რადგან მომწონს ძალიან ეს სტილი. ისიც სათქმელია რო 4 გუნდი დამსახურებული გამარჯვებული იქნება,ვერავინ იტყვის რო რამე ვინმეს შეტენეს. საუკეთესო ფეხბურთელებსაც გეტყვით ჩემი გადასახედიდან ამ ორი თამაშის:ჯოაო ნევეში პსჟდან და ბარელა ინტერიდან. მიუხედავად იმისა რო ყველას იამალი ან კვარა აკერია პირზე,ეს ზონა ქმნის თამაშს,საკვანძო პოზიციაა. ერთ მომენტში ნევეში სალიბას აუხტა თავზე და აჯობა,ხოდა თუ მის სიმაღლეს თუ დააკვირდებით,ეს სასწაულის ამბავია. მაგარი ბიჭია ეს ნევეში.
ბონდო
იმედია გავა მაგრამ ერთბურთიანი სხვაობა არაფერია ჯერ
უშანგი
ჯერ კვარას გაუუქმეს ლივერპულთან გოლი, დღეს - მხითარიანს. უაზრო ინტერპრეტაციაა თამაშგარის წესის - თითის ან ცხვირის ნახევარი სანტიმეტრით წინ გაწევა ერთ ხაზზე ყოფნად რომ არ ითვლება. ვენგერის იდეა უნდა ამოქმედდეს - თამაშგარე მხოლოდ მაშინ, თუ მთელი კორპუსით წინაა თავდამსხმელი.
ინტერისტი
სასწაული თამაში იყო. ინტერმა ტოლი არ დაუდო ბარსას, და რა გოლები გავიდა?! აი, მესმის თამაში..
იკა
პსჟ ალბათ ამ შანს არ გაუშვებს ხელიდან და გავა ფინალში მითუმეტეს კვარა ფორმაშია, აი ბარსელონას ძალიან გაუჭირდება. მერჩივნა პსჟ-ბარსას ფინალი. ინტერი მაგარი ძაღლი გუნდია როგორც იტყვიან ხოლმე
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
[VIDEO] 5-გოლიანი თრილერი "სან სიროზე" და "ნაპოლის" ზედიზედ მეორე მარცხი
"არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი დაამყარა
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"ინტერმა" თავდამსხმელს კონტრაქტი გაუგრძელა