კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-12 ტური დაიწყო. ერთი მატჩი გაიმართა, თბილისის "იბერია 1999"-მა 1:0 მოუგო გორის "დილას" და ლიდერობა გაიმყარა.

იბერია 1999 1:0 დილა

მოქმედმა ჩემპიონმა კვლავ მშრალად მოიგო. 1:0 გორის "დილასთან". ეს ერთადერთი გოლი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა მეორე ტაიმის შუაში. ირაკლიმ მეკარე დავით კერესელიძის მიერ მოგერიებული ბურთი გაგზავნა კარში.

საინტერესოა, რომ სიხარულიძისთვის ეს 127-ე გოლია საქართველოს მთავარ ლიგაში. ამ მაჩვენებლით დაეწია ჯაბა დვალს და მასთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. პირველზეა ზურაბ იონანიძე 216 გოლით, მეორეზე - ლევან ხომერიკი (140).

გოლამდე და მერეც საკმაოდ იყო მომენტები. 0:0-ზე არბიტრმა ალეკო აფციაურმა პენალტი დანიშნა თბილისელთა კარში, მაგრამ შემდეგ VAR-ზე გადაამოწმა და გადაწყვეტილება შეცვალა. იმ მომენტში დილას შემტევ აბუბაქარ კონტესა და იბერიელთა მცველ დერეკ აგიაკვას შორის იყო ორთაბრძოლა.

"იბერია 1999"-მა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლოს შარშან 18 სექტემბერს წააგო. ზედიზედ 28 მატჩში არ დამარცხებულა. ახლა "იბერია 1999" 7 ქულით უსწრებს "დილას" და ასევე "დინამო ბათუმსაც", რომელსაც ამ ტურში ჯერ სათამაშო აქვს.

erovnuliliga.ge

tngh
"იბერია" დამაჯერებლად ლიდერობს!!!
ჰაჰა
მარჯვენა კუთხეში, საქართველოს ჩემპიონატიც დაამატეთ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა