ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში მორიგი გამარჯვება იზეიმა გიორგი შერმადინის "ლაგუნა ტენერიფემ". კანარის კუნძულების გუნდი სტუმრად, "ხირონას" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 93:84 სძლია. ბოლო პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ქართველი ლეგიონერის დიდი თანამონაწილეობით ტენერიფელებმა გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.

შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ორივე გუნდის შემადგენლობაში მან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29:15 წუთი გაატარა, რა დროშიც ბურთი არ აუცელია. საქართველოს ნაკრების წევრმა 4-დან 4 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის ანგარიშზე ჯამში 14 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი დ 1 დაფარება დაგროვდა.

გიორგის სარგებლიანობის ინდექსმა 23-ს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. ცხადია, მატჩის MVP-ის წოდებაც შერმადინმა დაიმსახურა. ქართველი ცენტრის მსგავსად ტენერიფელთაგან 14-14 ქულა კიდევ სამმა კალათბურთელმა – ბრუნო ფიტიპალდომ, მარსელინიო ჰუერტასმა და ტომას სკრაბმა მიითვალა.

24 მოგებითა და 7 მარცხით "ტენერიფე" ცხრილში მე-2 ადგილზეა. პირველზე მყოფ მადრიდის "რეალს" 26 მოგება და 4 მარცხი აქვს. ტენერიფელებს იმის გამო აქვთ 1 მატჩით მეტი ჩატარებული, რომ მომავალი, 31-ე ტურის მატჩი წინასწარ, 3 დღის წინ ჩაატარეს, რისი მიზეზიც ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალია. "ტენერიფე" ევროტურნირის საუკეთესო ოთხეულშია და თამაშები ესპანეთის 31-ე ტურს ემთხვევა.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა