ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Viva el Futbol-თან ინტერვიუში ახალგაზრდა მოთამაშეების შესახებ ისაუბრა.

იტალიელის თქმით, მომდევნო 15 წელიწადში ლამინ იამალი (ბარსელონა) და არდა გიულერი (მადრიდის რეალი) მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები იქნებიან.

"გიულერი შეუდარებელი ფეხბურთელია, ისევე როგორც იამალი, თანაც ესპანელი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა. მეორეს მხრივ, არდა ცოტათი იჩაგრება, რადგან ანჩელოტი დიდ სათამაშო დროს არ აძლევს.

არდაც იამალის მსგავსად ფენომენია, იგი მრავალმხრივი ფეხბურთელია და უამრავ პოზიციაზე თამაში შეუძლია, სტილით დი მარიას ჰგავს. მას ხარისხთან ერთად პიროვნული სიძლიერე და მტკიცე ხასიათიც აქვს.

მომდევნო 15 წლის განმავლობაში ეს ორი მსოფლიოს გააგიჟებს", - განაცხადა კასანომ.

სოსო
ზურას.მის ასაკში იამალის დონეზე ალბათ არავის უთამაშია,პელეს გარდა(პელე მსოფლოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა).დონეზე კი არა,დატვირთვების გაძლებაზეა ლაპარაკი.ლევან ყენია შალკე 04-ს ძირითადში თამაშობდა 19 წლის ასაკში და საქართველოს ნაკრების აღიარებული ლიდერიც იყო.შალკე მაშინ მიუნჰენის ბავარიასთან უკიდურესად დაძაბულ ბრძოლებს აწარმოებდა გერმანის ჩემპიონობისათვის.ასევე გიო ჩაკვეტაძეც.იამალს ის უპირატესობა აქვს,რომ ბარსელონას სისტემაში გაიზარდა და იქვე დააწინაურეს.ჩვენი ბიჭები კი,ჯერ საქართველოს გაჭირვებაში დაწინაურდნენ,მიიქციეს ევროპული კლუბების ყურადღება და რა თქმა უნდა ამაში დრო დაეხარჯათ,არც მათი სხეულები იყო დატვირთვებისათვის ისე კარგად მომზადებულები,როგორც ევროპულ აკადემიებში ამზადებდნენ ახალგაზრდებს .ანსუ ფატიც ბარსაში დააწინაურეს,ისიც კაშკაშებდა და ყველა ფრონტზე ბოლომდე იტვირთებოდა,მაგრამ მანაც სერიოზული ტრავმა მიიღო გადატვირთვის გამო და უკვე რამდენი წელია,ცდილობს დაბრუნებას.მოზარდი ორგანიზმი თანდათან უნდა შეაჩვიო დატვირთებს და ამას დიდი სიფრთხილე სჭირდება.თუ არ იფრთხილებ,ძალიან სერიოზული რისკების წინ აყენებ,ორგანიზმს.
გიგო პაპა
იამალი კი ბატონო. აი არდა კი არა მგონია.
ზურა
ვის ვის ადრი?? სად ნახე ყენიას და ჩაკვეს თამაში იამალის დონეზე. კვარა მაინც გეთქვა
სოსო
რეალში, მსოფლიოში ალბათ ყველაზე კარგად გრძნობენ დროს და როცა დრო მოვა, არდასაც დატვირთავენ.იამალი ბრწყინვალედ თამაშობს,თანაც უზარმაზარი დატვირთვების ქვეშაა და ასეთ ასაკში,ამდენი დატვირთვების გამო დიდი საფრთხეა,გადაიწვას.გადატვირთვას სხეული ტრავმით პასუხობს და ბოლო წლებში მრავალი ვუნდერკინდი ვნახეთ,ასე გაბრწყინებული და შემდეგ მუდმივი ტრავმების გამო,გაფერმკრთალებული.იამალი მართლაც მოვლენაა ფეხბურთში და იმედია ასეთი ხვედრი ასცდება.აგერ,ანსუ ფატი,როგორ იწყებდა და უკვე რამდენი წელია,ფორმის აღდგენას ცდილობს.ჩვენმა ლევან ყენიამ ვეღარ შეძლო,ჯანმრთელობის ბოლომდე აღდგენა,ჩაკვე კი,ამდენი ხანი უქმობდა,ახლა თითქოს გამოდის ტრავმიდან,მაგრამ მაშინდელი მკვლელის ინსტიქტი და ნებისმიერ მეტოქეზე პირდაპირ მოტყუებაზე წასვლის უშიშრობა,ჯერაც ბოლომდე ვერ აღიდგინა.არადა უკვე რამდენი დრო გავიდა.
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"სწორედ ამიტომ, ხვიჩა დაბრუნდება და ისევ მაღალ დონეზე ითამაშებს" - სიომინი კვარაცხელიას ტრავმაზე
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ის, რისიც ყველას გვეშინოდა - პსჟ-მა კვარაცხელიას ტრავმაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
"ბრაგამ" კარლოს ვისენსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..
"კვარა" - ვარდისფერი გამუქდა, მაგრამ მენტალურ მონსტრს შეუძლია!..
ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"გვრცხვენია. ბოდიშს ვიხდი" - არდა გიულერი პარაგვაისთან მარცხის შემდეგ
"იამალი თუ გიულერი?" - კასანომ არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
საგიჟეთი პარიზში, ხვიჩა ვერდიქტის მოლოდინში და იამალის მუქარა
"ახალგაზრდაა, მაგრამ..." - რა თქვა ჩაბი ალონსომ არდა გიულერზე?
რა არის კვარაცხელიას ფორმის ვარდნის მიზეზი - ვიტინიამ ჟურნალისტებთან ხვიჩას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - გიულერმა 70 მეტრიდან გაიტანა
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
"ჰგონია რომ ფენომენია, მაგრამ ფეხბურთი საერთოდ არ ესმის" - კასანომ ლეაო კვლავ გააკრიტიკა
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?
"რომ არა პსჟ, ლიგა 1 ტუნისის ჩემპიონატის დონის იქნებოდა" - ანტონიო კასანო