მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, D ჯგუფში თურქეთი პარაგვაისთან 0:1 დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე თამაშის შანსი დაკარგა.

შეხვედრის შემდეგ თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა არდა გიულერმა მედიასთან ისაუბრა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენს ქომაგებს 2026 წლის მუნდიალი, რაც შეიძლება სწრაფად დაავიწყდეთ. ჩვენ შესანიშნავ გუნდებში ვთამაშობთ და ეს მოედანზე უნდა აგვესახა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. სათქმელი არაფერია. ძალიან ვწუხვართ. გვრცხვენია და ბოდიშს ვიხდი. მომდევნო ტურნირებზე ბოლომდე დავიხარჯებით", - განაცხადა გიულერმა.

შეგახსენებთ, D ჯგუფიდან პირველი ადგილით ოფიციალურად გავიდა აშშ-ის ნაკრები, ხოლო თურქეთი ბოლო პოზიციაზეა. მეორე ადგილისთვის პარაგვაი და ავსტრალია იბრძოლებენ.

26 ივნისს, ბოლო მესამე ტურში აშშ თურქეთს, პარაგვაი კი ავსტრალიას შეხვდება.

alexandre
ეს ჩემი ცალსახად რა მაგრად მოგწონებია:DDD. ნუთუ ჩემი გულის ტკივილი ვერ დაინახე იმ თამაშის გახსენებისას? მე ხაზი გავუსვი, რომ წარმოუდგენლად გაუმართლად ჩვენთან ევროზე. ეგაა სულ. ნეტი არაფერი.
davit
საქართველოს ნაკრებთან გაუვარდებათ ხოლმე ყველას. ევროპის ჩემპიონატს ვგულისხმობ.

გუნდები,რომლებმაც თურქებს მოუგეს,დალაგებული დაცვის მქონე და ფიზიკურად საკმაოდ კარგად მომზადებული გუნდებია,რომლებიც შეტევაში კარგად გარბიან.ჩვენ სანამ თამაშს დავიწყებდით,უკვე სამი გოლი გვქონდა გაშვებული და მერე,თამაშის შემოტრიალება შეუძლებელი ხდებოდა,რაკი დაცვის ზემოთ აწევა,კიდევ უფრო მეტ უსიამოვნებებს გვპირდებოდა.ამერიკაში თვითონ თურქები აღმოჩნდნენ ჩვენნაირ სიტუაციაში და პრობლემებს,ვერც მათ გაართვეს თავი.მომენტებში არ გაუმართლათ,მაგრამ მთავარი მაინც ის იყო,რომ კარგად ორგანიზებული დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ,ნერვიულობდნენ,ჩქარობდნენ და ამით,კიდევ უფრო უმძიმდებოდათ მდგომარეობა.თურქები ძალიან იყვნენ დაძაბულები და დაწყნარება სჭირდებოდათ,მაგრამ მათი მწვრთნელი,ფეხბურთელებზე მეტად იყო აღელვებული.ასეთ პირობებში ვერავინ აიღო თავზე გუნდის ლიდერობა.ბოლო ტურში ჯგუფში უკვე გამარჯვებული ამერიკა,ალბათ სათადარიგო ფეხბურთელებს ათამაშებს და თურქებს სრული შანსი აქვთ,გამარჯვება მოიპოვონ.ეს მცირე,მაგრამ მაინც შანსებს ტოვებს,რომ მესამე ადგილით ჯგუფიდან გააღწიოს.თუ ეს მოხდა,დარწმუნებული ვარ,გაცილებით უკეთეს თურქეთის ნაკრებს ვიხილავთ.ეს გუნდი ნამდვილად არ არის ისეთი სუსტი,როგორც ამ ორი თამაშის შემდეგ ბევრს ჰგონია.
555
ინდივიდუალურად კარგი ფეხბურთელები არ ნიშნავს ავტომატურად კარგი ნაკრების ყოლას. კარგ ფეხბურთელებს სწორად გამოყენება და გუნდურობა ჭირდება რომ შედეგი მოიტანოს. ნათელი მაგალითია თურქეთი, თითქოს ნორმალური შემადგენლობა ყავთ მაგრამ ორივე თამაში წააგეს, თან ისეთ გუნდებთან ვინც მათზე გაცილებით დაბალი კლასისანი არიან.
კაშიას ადვოკატის ლოგიკა
მაგ სუპერ თუ დუპერ ვარსკვლავს, სუპერს თავი რომ დავანებოთ, ვარკვვლავობის რა ეტყობოდა, შენ ეგა თქვი დდ
ჯუჯი
გიულენი ფიზიკურად უფრო ძლიერი თავდასხმელით უნდა შეეცვალათ.
ვაჟა მასწავლებელი
სიმართლეს = ბოლომდე დაგავიწყდა სიმართლე: სა-ნი-ოღლი?!
გივი(ვილი) გამოდი ჩვენ ვართ
ნაკრები ჩვენზე უკეთესიც ყავთ, ავსტრალიაზეც და პარაგვაიზეც, მაგრამ თუ სწორად ათამაშებ გუნდს და მეხინკლე არ იქბები 2 თამაში 7 გილით ვერ ამოგავსებს თურქეთი და მინიმუმ ასე უშანსოდ არ წააგებ როგორც მეხინკლე ვილიმ წააგო. დიახ ვილის გამო გავნადგურდით და მსოფლიოში ვერცერთ გუნდს მასე ვერ გადაურბენს თურქეთი რაც უკვე დამტკიცდა და რასაც უმოტივაციო აშშ-ც დაამტკიცებს. აშშ - თურქეთი 2:0
უვიცი
ვინც თურქებს მოუგო იმათ ჩვენზე კარგი ფეხბურთელები ჰყავთ?
სიმართლე
ნუთუ ეს არის ის გუნდი, ჩვენ რომ გაგვაფარჩაკა (განსაკუთრებით თურქეთში)?! სინამდვილეში, ყველაფერი მარტივადაა: გვყავს 1 სუპერვარსკვლავი, 2-3 მაღალი დონის ფეხბურთელი, ხოლო დანარჩენები - საშუალო ან საშუალოზე დაბალი დონის მოთამაშეები, ხოლო თურქეთს რაოდენობრივად ჩვენზე მეტი მაღალი კლასის მოთამაშეები, თუმცა მთლიანობაში დიდი ვერაფერი გუნდია
დდდ
არ გაუმართლათ?!... თანაც ზედიზედ?!... თანაც ცალსახად?!... აბა, ბოდიშს რისთვის იხდიან?!... იქნებ, იმისთვის, რომ ნაადრევად ჩათვალეს თავები ვარსკვლავებად?!... ორჯერ ორი ტაიმი ითამაშეს და არცერთხელ არ გაუმართლათ?!... 2002-ში საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონის რანგში ისე დატოვა მუნდიალი, რომ გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ცალსახად არავის მოსვლია აზრად გამართლებაზე ესაუბრა, იმიტომაც აიწყვიტეს მერე ცალსახად... ფეხბურთი თუ გამართლებაზეა, არიოლი-რეშკა ააგდონ ხოლმე, რაღას წვალობენ?!... იქნებ, ეგრე მაინც გვეღირსოს მუნდიალზე წასლა, ცალსახად ეგრე უფრო მეტი შანსი გვაქვს და ცალსახად ისეთივე შანსი გვექნება ჩემპიონობისაც, როგორც ცალსახად შერაცხულ გრანდებს...
alexandre
ცალსახაა, არ გაუმართლათ. უამრავი კარში დარტყმა და გოლი ვერ გაიტანეს. ამისთვის მზად უნდა ყოფილიყვნენ. ყოველთვის ხომ არ იქნება შენ მხარეს იღბალი. დღესაც კოშმარივით მახსოვს ჩვენი პირველი მატჩი ევრო24-ზე. პირველი 2 გოლი ისეთი გაგვიტანეს, რომ მთელი კარიერის მანძილზე ასეთი დარყმული აღარც ექნებათ. ამიტომ, ჩვენს მაგივრად პარაგვაიმ გადაუხადა სამაგიერო, თან კაცნაკლულმა
"მსოფლიო ჩემპიონატმა ჩვენს ეკონომიკას 18 მილიარდზე მეტი მოუტანა" - ტრამპი 2026 წლის მუნდიალზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ინფანტინო საჯაროდ გააკრიტიკა - "ეს ღალატია და სხვა არაფერი"
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
ჩემპიონთა ლიგა იწყება - უგულშემატკივრე კვარას სილქ უნივერსალზე!
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
საქართველოს ნაკრების მცველი რუმინულ გუნდში გადავიდა
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან მატჩებისთვის ემზადება
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "სელტასთან" ქულები გაიყო
ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
ჰამანი: პსჟ-ს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
"ინტერმა" თავდამსხმელს კონტრაქტი გაუგრძელა
"გალათასარაიმ" ჩემპიონთა ლიგაზე დიდ კლუბებს კონკურენცია უნდა გაუწიოს" - რაფაელ ლეაო
ჰაკიმ ზიეში კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
"საქართველოს ნაკრების ძირითადში ამიტომ ვერ ვხვდები" - კვერნაძე იტალიურ მედიას ესაუბრა
კვლავ ინგლისში - ჯეიმი ვარდის ახალი კლუბი ცნობილია
[VIDEO] რონალდ კუმანის შვილმა, რომელიც მეკარეა, ერედივიზიონში დუბლი შეასრულა
დევისის და სმოლკინის წყვილმა ტოკიოში გაიმარჯვა
საფონოვი პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის პირასაა
გოჩოლეიშვილმა ტრავმა მიიღო - "კადისმა" "ალმერიასთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ქოჩორაშვილი თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს - კაცნაკლულმა "სევილიამ" "ესპანიოლთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
პარაგვაელმა ფეხბურთელმა მუნდიალისას მოედანზე მსაჯს საათი "მოჰპარა"
"მოდით, ისე მოვიქცეთ, როგორც ამას დიდი ქვეყნები აკეთებენ" - თერიმი მუნდიალზე თურქეთის ნაკრების ფიასკოს გამოეხმაურა
[VIDEO] გაძევება პირზე ხელის აფარების გამო - თურქეთი 10-კაციან პარაგვაისთანაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა
"ახალგაზრდაა, მაგრამ..." - რა თქვა ჩაბი ალონსომ არდა გიულერზე?
თურქეთი მუნდიალს 98-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვებით დაემშვიდობა - პარაგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ ითამაშეს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
"მონტელამ მოგვილოცა" - დემირალი მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - გიულერმა 70 მეტრიდან გაიტანა