ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ესპლუგას-დე- ლიობრეგატში, არც ისე ბედნიერ ოჯახში, ბიჭი დაიბადა.

დედა მიმტანი იყო, წარმოშობით ეკვატორული გვინეიდან, მამა კი მაროკოელი, კატალონიის შორეულ ქალაქებში კედლებზე გრაფიტებს ხატავდა.

რთულია ესპანეთში ემიგრანტების ცხოვრება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მცირეშემოსავლიან პროფესიას ფლობ. ღარიბ ოჯახს, ფინანსური დახმარება ორმა ადამიანმა გაუწია, ერთს ლამინი ერქვა, მეორეს იამალი . . .

სამიოდ წლის შემდეგ, ოჯახი დაინგრა, ბიჭუნას კი ემიგრანტთა და ლტოლვილთა ახალშექმნილ უბან როკაფონდაში უწევდა ბურთის გორება.

რაც უფრო თვალსაჩინო ხდებოდა წარმატება, მით უფრო უყვარდებოდათ ადგილობრივებს 304-ნომრიანი მოზარდი, რომელმაც მაისურის ნომერი უჩვეულოდ, მცირე ქალაქის კოდის ბოლო რიცხვებიდან აიღო. როკაფონდელთა სიხარული მას მერე გაიზარდა, რაც ბიჭუნას ყურადღება ლა მასიას აკადემიის სკაუტებმა მიიპყრო და მალევე ბარსელონას ბავშვთა აკადემიაში მოხვდა.

კლუბში მისულს, თვალი არც მეტი არც ნაკლები, თვით დიდმა მაესტრომ, ხავი ერნანდესმა დაადგა, ჟურნალისტების თანდასწრებით გენიოსი უწოდა და პირველ გუნდში დააწინაურა.

ფეხბურთის იშვიათ გურმანებს ეცოდინებათ, ვინ იყო არმანდო საგი. ფეხბურთელი, რომელმაც ბარსელონაში 15 წლის ასაკში ითამაშა. ამ ამბავში საოცარი არაფერია, თუ არ ჩავთვლით, რომ არმანდომ აღნიშნული 1922 წელს მოახერხა. მეორე ლამინ იამალია.

16 წლის იამალიმ 50 თამაში ჩაატარა ყველა ტურნირზე, გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ასისტი გააკეთა, ყველაზე ახალგაზრდა ლალიგაში, ვინც გოლი გაიტანა, ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც ელ კლასიკოში მონაწილეობა მიიღო, ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც 10 გოლი გაიტანა ლალიგაში. . .

ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, რეკორდების სია კი საღამოს ჩრდილივით გრძელდება.

იცით სად იყო ლამინი, როცა golden boy-ს ჯილდო მოიგო? კი, სკოლაში, გაკვეთილებზე.

მადლობა ფეხბურთის ღმერთებს, რომ ლამინი ამ ეპოქაში ითამაშებს.

წინ ყველაფერია, აბსოლუტურად ყველაფერი . . .

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ბექა ზივზივაძემ

გიგო
სწორია, ფატი მაგზე ნაკლები არ იყო, მაგრამ დიდ დატვირთვას ვერ გაუძლო მოუსრულებელმა ძვლებმა და დაიწყო ტრამვები. არ შეიძლება მეორე ასეთი ტალანტის დაკარგვა.
ჟორა
იამალი ის ფეხბურთელია, რომლისთანა საუკუნეში 2-3 რომ იბადება. ოღონდ გაფრთხილება უნდა, ამ ასაკში ძალიან ბევრს ათამაშებენ.
დავით 67
რას კაიფობთ 17წლის ბიჭზე! თქვენი თავი გაიხსენეთ მაგ ასაკში. იამალი წელს სამეულში 100იანი მოხვდება, ოქროს ბურთის პრეტენდენტებში
Z
არგენტინელის სექტიდან მოსჩანს ავტორი😀

იმ გვინეელმა და მაროკოელმა ემიგრანტმა მშობლებმა, რომლებიც ოფიციალურ ქორწინებაშიც არ იყვნენ ალბათ, დაბადების მოწმობა თუ მაინც აუღეს?
ვაახ?
ფეტიში, ფეტიში და კდევ ფეტიში!
შაქრო პაპა
ჩვენც გვყავს ეგეთი, თენგიზა))))))))))))
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
იამალი რეკორდების დამყარებას განაგრძობს - "ბარსელონას" ვარსკვლავმა მორიგი მიღწევა დააფიქსირა
უარი უფროს გოგონებთან ურთიერთობაზე - იამალმა ეს გადაწყვეტილება ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მბაპეს რეკორდი მოხსნილია - იამალმა ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"იამალთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მეამაყება" - ლაპორტა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა