თითქოს ვიქტორ ოსიმენის „იუვენტუსში“ გადასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა.

„გალათასარაიში“ იჯარით გაშვებული თავდამსხმელის ფასი არაიტალიური კლუბებისთვის 75 მილიონი ევროა, „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს კი არ უნდა კონკურენტების გაძლიერება და „იუვეს“ ტრანსფერში მინიმუმ 100 მილიონი მოსთხოვა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი კრისტიან ჯუნტოლი ძალიანაა დაინტერესებული ოსიმენის თავის გუნდში დამატებით, თუმცა დღეს მან განაცხადა, რომ ვიქტორის შეძენას საერთოდ არ აპირებენ. შესაძლოა, ეს ფასის დასაწევად ტაქტიკური მანევრია და ეს ჯუნტოლიმ დე ლაურენტისზე ზეწოლის მიზნით თქვა.

ოსიმენმა მიმდინარე სეზონში „გალათასარაიში“ 38 მატჩში 33 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა და თუ „იუვენტუსში“ ვერ გადავიდა, რჩება მხოლოდ საუდის არაბეთის კლუბების ვარიანტები.

skaro
მგონი ახდება ჯუღელის სიტყვები
ჟორა
75 მილიონი გამოსასყიდი ფასი ეს არაიტალიელი გუნდებისთვისაა. რადგან იტალიელი გუნდები ნაპოლის კონკურენტები არიან, ამიტომ ლავრენტის არ უნდა მათ მიჰყიდოს ოსიმენი და გააძლიეროს ისინი. თუ კონკურენტს გაგაძლერებ, მაშინ მეტი ფული უნდა მომცეთო, ამბობს ლავრენტი. ერთი სიტყვით ლავრენტის პოზიცია ასეთია: ოსიმენი იტალიელი გუნდებისთვის 100 მილიონი ღირს, ხოლო არაიტალიელებისთვის 75 მილიონი. ასე რომ შენ წაიკითხე ცუდად.
kesha
ვერ გავიგე 75 მილიონი უწერია გამოსასყიდი თანხა და 100 მილიონს იტოვს რას ქვია? კარგად გაერკვიეთ და მერე დაწერეთ!
lasha
არადა ძალიან კლასნი ფორვარდია. მისი საუდში გადასვლა ევროპული ფეხბურთისთვის არის დანაკარგი.
რაო, არაბეთშიო?
"აჩრდილი დადის ევროპაში, აჩრდილი...", "გულთმისანი" ჯუღელისა - ჯერ კიდევ როდის იწინასწარმეტყველა ?! ჰოდა, თუ გამართლდაა...
ჯელა
რა ღორი და უნამუსოა ეს ბებერი მელა.ჯერ მარტო სახეზე რო შეხედოს კაცმა სუფთა გაიძვერა.კარიერას უნგრევს ფეხბურთელებს.სუფთა მაიმუნი კაცი
ხვიჩა
75 მილიონი თუ გადაიხადა ნაპოლის კონკურენტი გუნდი გაძლიერდება და თუ 100 გადაიხადა მაშინ აღარ გაძლიერდება? 75-ად ნაყიდი ოსიმენი უფრო მაფრად ითამაშებს ვიდრე 100-ად ნაყიდი?

არაბეთში არ წავა.ისევ იჯარით ითამაშებს სადმე,თუ მყიდველი არ გამოუჩნდა.ერთ წელიწადში,დე ლაურენტისი იძულებული გახდება გასაყიდი ფასი დააკლოს.
Boss
ამ ჯუნტოლის ხვიჩამ აუწყო კარიერა და გაიქცა ეგრევე იუვენტუსში, ეხლა იქაც იგივეს გაკეთება უნდა რაც გამოუვიდა ნაპოლიში მაგრამ ახალი ვერაფერი მოიფიქრა და ისევ ოსიმენს ეპატიჟება იუვენტუსში, მაგრამ ეგ ოსიმენს უნდა? გადავა და უდიდესი მოღალატე გახდება ნაპოლის ისტორიაში, მაგრამ ეგ აგენტებს აინტერესებთ? სულ ფეხებზე კიდიათ სული არა აქვთ მგონი მაგ ხალხს. ოსიმენს თან იტალიაში უკვე ნათამაშები აქვს მოგებული აქვს და რაღა უნდა სადმე სხვაგან გადასვლა უნდა , ხო ისედაც ნათელი იყო რომ ვერ გამოვიდოდა ეგ ამბავი
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა