ფორმულა 1-ის რიგით მე-7 გრანპრი ფორმულა 1-ის სამხრეთს, კერძოდ ბოლონიას ესტუმრა, რომანოს ტრასაზე კვალიფიკაციაში პირველობა ოსკარ პიასტრიმ (მაკლარენი) არც ამჯერად დაუთმო არავის და ხვალ ემილია რომანოს გრანპრიზე სასტარტო ბადეში პირველ ადგილზე იქნება.

მეორე პოზიციაზე რედბულელი მაქს ფერსტაპენი დადგება, მესამე-მეოთხე პოზიციას ჯორჯ რასელი (მერსედესი) და ლანდო ნორისი (მაკლარენი) გაინაწილებენ.

ყველას გასაკვირად, მე-11, მე-12, მე-13 პოზიციებზე შარლ ლეკლერი, ლუის ჰამილტონი (ორივე ფერარი) და ანდრეა კიმი ანტონელი (მერსედესი) გავიდნენ.

რაც შეეხება ხუთეულიდან-ათეულამდე პოზიციებს, მეხუთე ადგილზე ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი), მეექვსეზე კარლოს საინსი (ვილიამსი), მეშვიდეზე ალექს ალბონი (ვილიამსი), მერვეზე ლენს სტროლი (ასტონ მარტინი), მეცხრეზე იზაკ ჰაჯარი (რეისინგ ბულსი) და მეათეზე პიერ გასლი (ალპინი) გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ პირველ სეგმენტში რედ ბულის იაპონელი პილოტი იუკი ცუნოდა მძიმე ავარიაში მოჰყვა, იაპონელმა მრბოლელმა ბოლიდი ქერბზე გადაატარა, რის შემდეგაც კონტროლი დაკარგა და ტრასიდან გადავარდა, იგი კედელს მაღალი სიჩქარით დაეჯახა და ამოტრიალდა, იუკიმ სამედიცინო შემომწება გაიარა და საბედნიეროდ ყველაფერი კარგად არის.

ასევე თავის ბოლიდი ფრანკო კოლაპინტომ დაამტვრია, არგენტინელი მრბოლელი ფორმულა 1-ში სულ ახლახანს დაბრუნდა, რომელმაც ჯეკ დუანი ჩაანაცვლა და პირველივე კვალიფიკაციაში თავისი ბოლიდი დაამტვრია.

რაც შეეხება მთავარ რბოლას, იგი ხვალ თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება. ოსკარ პიასტრის კი ჩინებული შანსი აქვს, რომ პოულ პოზიციიდან გამარჯვება მოიპოვოს და მისი ლიდერობა სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო გაიმყაროს.

ლანდო ნორისი ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის ჩემპიონია
"ბავშვობა ყინულზე, ახლა – პოემა ასფალტზე: ფერსტაპენის გენიალური სეზონი და მეხუთე ჩემპიონობის მოლოდინში...
ფერსტაპენის დომინანტური გამარჯვება და დისკვალიფიცირებული "მაკლარენი" - სეზონის ბოლოს ყველაფერი თავდაყირა დადგა
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
"მერსედესი" რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნად შავი ბოლიდით გამოვა [PHOTO]
მაქს ფერსტაპენმა მსოფლიო 1-ის ტიტული დაიცვა [VIDEO]
ვეგასში ფორმულა 1 ბრუნდება
ფორმულა 1-ის გუნდში მრბოლელების კორონავირუსით დაინფიცირება სურდათ
სკანდალი ფორმულა 1-ში, იტალიური მედია ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს