ლა ლიგის 37-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბილბაოსთან“ 0:1 დამარცხდა.

„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა „მესტალიაზე“ ბოლო მატჩი ჩაატარა, რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, თუმცა ალექს ბერენგერისგან შორიდან დარტყმული ბურთი გაუშვა - შეფასებები: sofascore. 6.7, flashscore 6.6, whoscored 6.2.

„ვალენსიამ“ 10 წაუგებელი შეხვედრის შემდეგ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 45 ქულით მე-12 ადგილზეა და 25 მაისს, ბოლო ტურში სევილიაში „ბეტისს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“

ვალენსია - ბილბაო 0:1

გოლი: ბერენგერი (72)

მამარდამ კი არ გაუშვა,გაუტანეს!დიდი სხვაობაა!გოლის მომენტი ნახეთ,ბერენგუერმა ბურთი მიიღო,ცენტრისკენ შემოიწია და საუკეთესო პოზიციაში რომ მივიდა,დაარტყა.ცხრიანში!მამარდა ხედავდა,მაგრამ ვერ მისწვდა.აუღებელი დარტყმა იყო და ეს იმიტომ,რომ დარტყმის მომენტში,მთელი დაცვა გაჩერებული იყო და დარტყმის დასაბლოკად,ან თუნდაც კარის ნაწილის დასაფარად,თითი არავის გაუტოკებია.ვინც ბერენგუერს იმ მომენტში ეთამაშებოდა,სრულიად პასიურად აცილებდა და დარტყმა რომ განახორციელა,მაშინაც კი აღარ ჰქონდა რეაქცია.გაჩერებული უყურებდა 17 ნომერიც და არც დაცვის ცენტრიდან უცდია ვინმეს, წინ ამოსვლა.საერთოდაც,დაახლოებით 60 წუთის შემდეგ,ვალენსიამ აშკარად მოუკლო პრესინგის ინტენსიობას და მატჩის ბოლომდე,სულ უფრო ნაკლებად ცდილობდა აქტიურობას.სხვა თამაშებშიც ხშირად გვინახია მსგავსი და ფიზიკური მომზადების არასაკმარისობის გარდა,სხვა მიზეზის მოძებნა,საკმაოდ ძნელია.ძალები ბოლომდე არ ჰკმარათ და ვერც თანაბრად განაწილებას ახერხებენ,რომ როგორმე ბოლომდე გაიწვდინონ.წუხელ მწვრთნელმა შეცვლები დააგვიანა და გოლიც ალბათ ამის გამო გავიდა,თუმცა შეცვლაზე შემოსულებმაც ვერაფერი იღონეს და იქნებ ამიტომაც არ გააკეთა შეცვლები,რომ მათი იმედი არ ჰქონდა.დაცვის და ზოგადად გუნდის კლასზე აღარაფერს ვიტყვი,ისედაც ცხადია და ყველა მაგაზე საუბრობს.ახალგაზრდები ბევრი ჰყავთ,ნიჭიერებიც არიან,მაგრამ როცა უნდა გაიხსნან,სხვებს მიჰყავთ და ვალენსია ისევ გაჭირვებაში რჩება.ლა ლიგაში კიდევ რამდენ ხანს გასძლებს ასე,არ ვიცი,თუმცა მამარდა მანდ აღარ იქნება და წარმატებებს ვუსურვებ,მაგრამ მათზე აღარ ვინერვიულებ.
მირო+
მანარდასი ის მომწონს სეივებს რასაც აკეთებს ძალიან ლამაზად აკეთებს,თითქოს გიგანტი იდგეს კარში ისე ავსებს კარს :)მაგარი კაცია
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა