არადა, ნინო ბაციაშვილს გუშინ ცოტა უკეთ რომ ეთამაშა, კვარცხლბეკზე ასვლა შეეძლო

ჩინურ შენჟენში ხვალ დამთავრდება მოჭადრაკეთა პაექრობები. ჩვენებურთაგან მედლის მოპოვების შანსი აღარავის შერჩა.

არადა, ნინო ბაციაშვილს გუშინ ცოტა უკეთ რომ ეთამაშა, კვარცხლბეკზე ასვლა შეეძლო. აქამდე შეეძლო არ მიეყვანა მდგომარეობა, გუშინ ცოტა უკეთ რომ ეთამაშა. ექვსი ტურის შემდეგ 5 ქულით იგი პირველ-მეხუთე ადგილებს იყოფდა. მე-7 ტურში შავი ფიგურებით ჩინელ ჟონგვი თანთან დამარცხდა, მერვეში კი თეთრებით მონგოლ თუვშინთუგს ბათხიმეგს დაუზავდა.

ვერც მაკა ფურცელაძემ იყოჩაღა: მე-7 ტურში რუს ირინა ვასილევიჩს აართვა ნახევარი ქულა, მერვეში კი თეთრებით უკრაინელ მარია მუზიჩუკს დანებდა და კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას ჩამოშორდა. სოფიო გურამიშვილმაც მონაგარს გუშინ მხოლოდ ნახევარი ქულა შემატა - ჯერ თურქ ბეთულ ილზიდთან დამარცხდა, მერე ყაზახ მადინა დავლეტბაიევასთან გაიყო ქულა.

ბოლო ტურის წინ გოგონებში ასეთი ვითარებაა: ირინა ვასილევიჩი (რუსეთი, 6,5 ქულა), ჟონგვი თანი (ჩინეთი, 6), ოლგა კალინინა (უკრაინა, 6), ქიან ჰუანი (ჩინეთი, 6), ბათჰუიანგ მონგონთუული (მონგოლეთი, 6), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 6), ტუვშინთუგს ბათხიმეგი (მონგოლეთი, 5,5), იოლანტა ზავადსკა (პოლონეთი, 5,5), ნინო ბაციაშვილი (5,5), ბეთულ ილდიზი (თურქეთი, 5,5), ანდელია სტოიანოვიჩი (სერბეთი, 5,5). აი, ეს მოჭადრაკეები ინარჩუნებენ საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსს. წილისყრით ისინი ბოლო ტურში ასე დაწყვილდნენ: ვასილევიჩი-მონგონთუული, ჟონგვი თანი-მუზიჩუკი, ჰუანი-კალინინა, ზავადსკა-ბაციაშვილი, ბათხიმეგი-სტოიანოვიჩი, ილდიზი-ჰაირაპეტიანი. ხუთქულიანი ფურცელაძე შავი ფიგურებით კარინა ამბარცუმოვას (რუსეთი) შეხვდება, სოფიო გურამიშვილი (4,5 ქულა) კი, ასევე, შავებით, ანა როდენბარდს (ბრაზილია, 4,5) დაუპირისპირდება.

ვაჟებში ჩემპიონის ვინაობა შეჯიბრების დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე გაირკვა: მესამე ნომრად განთესილმა ჩინელმ ჩაო ლიმ (2669) მეშვიდე ტურში ასპარეზობის რეიტინგფავორიტი თანამემამულე ჰაო ვანი (2718) დაამარცხა, მას სომეხი ჰრანტ მელქუმიანიც მიაყოლა და 7,5 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი გახდა.

ქართველთაგან გუშინ დავით ბენიძემ იყოჩაღა: მან ზედიზედ ორ მეტოქეს სძლია - ნამხაი ბატულგასა (მონგოლეთი) და იან მარკოშს (სლოვაკეთი). რვა ტურის შემდეგ 5,5 ქულას მოუყარა თავი. ლუკა პაიჭაძე მუსტაფა ილმაზსა (თურქეთი) და მიხალ ოლჟევსკის (პოლონეთი) დაუზავდა, რვა შესაძლებლიდან 5 ქულა მოაგროვა და გათამაშების ცხრილში მეცხრამეტეა. 6-6 ქულით მეორე-მეხუთე ადგილებს იუ ვანი (ჩინეთი), ზავენ ანდრიასიანი (სომხეთი), ალექსანდრ რახმანოვი (რუსეთი) და იური ვოვკი (უკრაინა) იყოფენ.

ბოლო ტურში ითამაშებენ: ჩაო ლი (7,5)-ი. ვოვკი (6), რახმანოვი (6)-იუე ვანი (6), ჰუა ნი (5,5)-ანდრიასიანი (6), კზარნოტა (5,5)-ჰაო ვანი (5,5), არიკი (5,5)-მელქუმიანი (5,5), ბენიძე (5,5)-კრავცივი (5,5), პაპინი (5,5)-ა. ვოვკი (5,5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა