"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის საჩემპიონო ვახშამზე მწვრთნელს, ანტონიო კონტეს მადლობა გადაუხადა:

"ამ ჯენტლმენს აუცილებლად სენტიმენტალურად უნდა ჩავეხუტო, რადგან მან კატასტროფის ზღვარზე მყოფი გუნდი ჩაიბარა და ჩვენ ის ერთად გავაძლიერეთ. შემდეგ ისეთი ვარსკვლავის გარეშე დარჩენილმა, როგორიც კვარაცხელიაა, მრავალი სირთულისა და ტრავმის მიუხედავად, ერთი კი არა, ოთხი თუ ხუთი ტაქტიკური სქემა გამოიყენა და ჩემპიონობა მოგვიპოვა. მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ნებისმიერი ტაქტიკა უსარგებლოა და მხოლოდ დიდი სპეციალისტია საჭირო. ბოლო სამ წელიწადში მეორე სკუდეტო მოგვიტანა. ამიტომ გთხოვთ აპლოდისმენტებით დავაჯილდოვოთ... მადლობა, მადლობა, მადლობა!

დღეს "ნაპოლი" გამარჯვებული და კიდევ უფრო ავტორიტეტული გუნდია. მრავალი წლის მანძილზე ვმონაწილეობთ ევროტურნირებზე, მხოლოდ გასულ სეზონში გვქონდა ერთი ჩავარდნა. ამან დონის და თავის მაღლა აწევა გვასწავლა. ცხოვრებაში არასოდეს არ უნდა გქონდეს რაღაც სირთულეების შიში, აუცილებელია იყო დიდი პროფესიონალი. განსაკუთრებით მიხარია, რომ დღეს ვლაპარაკობთ სულ უფრო და უფრო მზარდ გუნდზე. რამდენიმე წუთში რომში უნდა გავიქცე. როგორც იცით, ოთხი დღის ზეიმი მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენით სრულდება: წმინდა მამასთან ვიზიტით. იმედი მაქვს, კონტე განაგრძობს წარმატების მიღწევას პროფესიულ საქმიანობაში, რადგან ადამიანია, რომელიც იმსახურებს პატივისცემას და წარმატებას. ის მიზანმიმართულად ცხოვრობს. კიდევ ერთხელ მადლობა, ანტონიო!"

Shako
კვარას გარეშე მაინც არ გამოდის. კვარამ მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა ნაპოლის,სეზონის დასაწყისში.
nika
რა და იცის სინამდვილეში, რომ კვარა იყო წინა ჩემპიონობის ნამდვილი შემოქმედი, ოსიმენის ხსენება რაღად უნდოდა? სწორედ ეგ უკვირს, კვარას გარეშე როგორ მოიგოო, ოსიმენის გარეშე გასაგებიაო. მაგრამ კვარასნაირი ფეხბურთელის ადგილი კონტეს ტაქტიკაში ისედაც არაა, სულ 1-0 რომ წურავ, იქ კვარა, აზარი და ეგეთი ფეხბურთელები პოტენციალის 10-20% იყენებენ. კვარა შედეგიანია ისეთ გუნდში, სულ რომ შეტევაშია და ყოველ წუთას რაღაცის შექმნას ცდილობს. ათასში ერთი შანსისთვის ეგეთი ფეხბურთელი ცოდოა. სპალეტის ნაპოლი ეგეთი იყო, პსჟ-ც ეგეთი აღმოჩნდა
ჭიჭე
რა საოცარია, ეს უნამუსო კაცი კვარას კბენს და ოსიმენზე არაფერს ამბობს! რა ბედი გვაქვს ქართველებს, ყველას ჩვენი შურს, ჩვენ გვეჯიბრება და გვმტრობს!!!
სოსო
სეზონის უმეტესი ნაწილი ნაპოლი პირველ ადგილზე იყო..პედრო რა შუაშია?ყველა გუნდს აქვს ჩავარდნა
კომენტარი
კვარამ ლამია დაღუპა და გულში ალბათ ნაპოლი ჩამოწერა. ფენიქსიდან აღსდგა ნაპოლი. ეხ ხვიჩა, ხვიჩა… ფული გასაგებია, მარა ცხოვრება ასე ცუდად თუ მოგიტრიალდებოდა არ გვეგონა. ეხლა დიპლომატია გამოიჩინე და 31 ში არ შეარცხვინო ქვეყანაც და შენი თავიც. ვისაც რამე თუ არ მოგწონთ - იცით რა შეკურთხვის ღირსი ხართ. თქვენი ბრალიც არის, რომ ასე აუტტიალდა სიტუაცია კვარას. თქვენც აურიეთ ტვინი
ბუჯანგა
პედროს უკოცნეთ ღვერები თქვე ზირებო...ტაქტიკები არა კვახი ...უსახური ფეხბურთით და გამართლებით გახვედით პირველზე...ეგ თუ საჩემპიონო გუნდია და მაშინ ბაბულია ყოფილა მესი..
ლაშა
აქ ბევრს არ მოწონს თუმცა ობიექტურად კვარას როლი მინიმალურია ნაპოლის ჩემპიონობაში..უდიდესი სამუშაო გასწია კონტემ..შარსანაც იყო კვარა გუნდში მაგრამ 10 ეულში ძლივს შევიდნენ
ლაშა
ტყუილი რა თქვა?
გურულო
მაგ სიმართლით გატაროს ღმერთმა დარჩენილი ცხოვრება!
ბაჩო
კვარას გარეშე არ მოგიპოვებია არასწორო, მისი წვილი დიდია, აწი თუ გახდებით დავინახავ. ჟმოტო კვარამ ათობით მილიონი მოგება მოგიტანა შენ კი მინიმალურ ხელფასს უხდიდი.
გია ტიკარაძე
ხვიჩას გარეშე არ მოუპოვებია სკუდეტო, ხვიჩას წვლილი ძალიან დიდია ნაპოლის ჩემპიონობაში და ძალიან ცუდია, თუ ამას ვერ აცნობიერებენ იტალიაში, ან არ უნდათ გააცნობიერონ....
ჟორა გაბრიჭიძე
ნაპოლიმ რამდენი სკუდეტოც არ უნდა მოიპოვოს გუნდი არ არის, საშუალო დონესაც ვერ ქაჩავს. ერთი ვარსკვლავი ყავდათ და მის გარეშე დარჩნენ, ახლა მეორე ვარსკვლავი კონტე წავა და იქვე დაბრუნდება საიდანაც აღზებდა.
თამადას
სპალეტის ნაკრების ყველა ფეხბურთელი თავისი ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელები იყვნენ .ზოგიერთი საერთოდ მაკრების ლიდერებიც,მაგ.ოსიმენი,ანგისა,კვარა,კიმი,ლობოტკა.საიდან მოიტანე ნაყარ-ნუყარიო.მოკლედ სჯობს შენს საქმეს სუფრას მიხედო.
სიმართლე
მერე შე ჟმოტო სკუდეტოს მოპოვების მერე,როცა სპალეტი წავიდა,რომ მოგეყვანა კონტე არ გეჟმოტა 8 მილიონი რა ამბავია 6მოგცემო....არ დარჩებოდი ევროტურნირების გარეშე...
Ზაზა
Ძველი ანდაზაა "ქურდი, რომ გაკოცებს, ოქროს კბილები გადაითვალეო!", ასევეა ლაურენტისის შემთხვევაშიც!
თამადა
სპალეტიმ მეჩექმეების და ნაყარ ნუყარი ბანძი მუშა-გლეხების გუნდით მოიგო ჩემპიონატი ნამდვილი ბელადი ის იყო. ხვიჩა მაგარი იყო მაგრამ მაშინ ისიც გამოუცდელი და დებიუტანტი, პირველ სეზონს ატარებდა იტალიაში და ადვილი არ იყო მისთვის. პირდაპირ საქართველოდან ჩასული. ხვიჩამ იყოჩაღა მაგრამ მაშინ ასეთი ძლიერი არ იყო, სპალეტი რომ არ ყოფილიყო წყალში ჩაიყრებოდა ყველაფერი. მოკლედ მაშინ სპალეტის გუნდში არავინ არ იყო გამოცდილი ჩამოყალიბებული ვარსკვლავი, სოლიდური ფეხბურთელები არავინ არ ყავდა. დილორენცო მერე გახდა “ხავიერ ძანეტი”, მანამდე უბრალოდ კარგი ფეხბურთელი იყო. ოსიმენმაც მერე გაიგიჟა თავი. მოკლედ კარგი დებიუტანტებით და ფაფხურა დეგენერატებით მოიგო ჩემპიონატი პოლიტანოები ზელინსკები ლოზანოები მარიო რუები და კიდე ის ფაფხურა მაკედონიელი გვარიც აღარ მახსოვს უკვე. ნახევარი ბალასტი ფეხბურთელები ყავდა გუნდში. ეხლა რომ არიან ლუკაკუ მაკტომინეი გილმორი ბუონჯორნო დე ბრუინი რომ ჩამოდის კიდე, მაშინ სად იყო ასეთი ვარსკვლავური გუნდი. სპალეტიმ უფრო წარმოუდგენელი სასწაული მოახდინა ვიდრე კონტემ. კვარაცხელიას წასვლის მიუხედავად მაინც მოიგოო, აპა აპა სტოპ მანდ ეხლა!!! კვარაცხელია არ მინდაო იძახდა კონტე ზამენაზე დასმას უპირებდა, იმის მიუხედავად რომ იბრძოდა თავს დებდა ხვიჩა და ამას მაინც გაყავდა მოედნიდან. ნერეშით ჩანაცვლებას უპირებდა ღუპავდა ფაქტიურად, მაგიტომ წავიდა ხვიჩა და მერე ნიანგის ცრემლები წამოყარა ყბა კი აქ ნიანგის მართლა, იბრძოლა მოიგო ბაზარი არაა კბილებით გაიტანა კონტემ მაგრამ კვარაცხელიას წასვლაზე ხმის ამოღების უფლება არა გაქვთ! თვითონ გააქცია კაცი
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის