25 მაისს ლა ლიგა 2-ის 41-ე ტურში "ლევანტემ" გასვლაზე "ბურგოსი" 3:2 დაამარცხა და ოფიციალურად გაირკვა, რომ კლუბი პრიმერა დივიზიონში დაბრუნდა. 26 მაისს გუნდი ვალენსიაში დაბრუნდა და ეს წარმატება გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნა.

"ლევანტეს" ქართველ ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილს, რომელიც ზაფუხლიდან "სპორტინგს" შეუერთდება, მთელი ზეიმის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩვენი ქვეყნის დროშა ჰქონდა შემოხვეული.

"წარმოუდგენელ გრძნობას განვიცდი, მთელი სეზონის განმავლობაში ამ მომენტზე ვფიქრობდი. მწვრთნელი ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ ამ მომენტისთვის დაგვჯერებინა და გუნდშიც ბიჭები ყოველთვის ვლაპარაკობდით როგორი დიდებული იქნებოდა ეს წარმატება. ახლა კი ვცდილობ, რომ ამ მომენტით მაქსიმალურად ბედნიერი ვიყო და ვიზეიმო.

შაბათს კიდევ ერთი მატჩი გვაქვს. მინდა, რომ სეზონი კარგად დავასრულოთ და ამით ჩვენს ფანებს მაქსიმალური სიამოვნება მივანიჭოთ. რა მესიჯს გავუგზავნი ფანებს, რომლებიც აქ არიან და ასევე სახლიდან გვიყურებენ? - მაქსიმალურად ისიამოვნონ ამ მომენტით, რადგან ეს ყოველწლიურად არ ხდება. ბედნიერი იყავით ამ მომენტით და და მომავალში, თუ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ისე, როგორც ახლა ვმუშაობთ, შედეგი ყოველთვის იქნება", - უთხრა ქოჩორაშვილმა À Punt Esports-ის ჟურნალისტ ინმა სეროს.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე სეზონში 25 წლის ქოჩორაშვილმა ვალენსიური კლუბის რიგებში ჯამში 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

დათო
ყველას ღრანჭებში, ვინც ქართველებს ყოფს რა გინდა რა ნიშნით და თან ამით ამაყობს!
ბექა
და ნაცებს ?
ბექა
და მერე რაა ? ეხლა მეორე ღრსების ორდენი უნდა მივცეთ თუ ვახტანგ გორასლის ?
გენაცვალე
ქოჩოოოორ, ქოცებს რაა ?!
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
ხვიჩა სასტარტოში გვსურს - "მამარდას" დაწყებულს "კვარა" და "ქოჩორა" აგრძელებენ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
მაკფადენი საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელია
ტაბატაძის ერთი ტაიმი - "კადისი" სახლში "ბურგოსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
[VIDEO] ამას ვინ ელოდა? - ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" "ბოდო გლიმტს" 5 უპასუხო გოლი გაუტანა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
ნაკრებში ასეთი გვჭირდება! მაკფადენმა შესანიშნავი შეხვედრა გამართა [VIDEO]
შეუპოვარმა ქოჩორაშვილმა თამაში თავშეხვეულმა გააგრძელა - "ლევანტემ" გაიმარჯვა და მეოთხე ადგილზე გადავიდა [VIDEO]
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
წიტაიშვილის კარგი მატჩი და "გრანადას" ფრე "ბურგოსთან"
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია