საქართველოს ნაკრების ლიდერები ივნისის მატჩებისთვის დაისვენებენ. ამ დროს ვილი სანიოლს იქნებ ბევრი ახალ სახე გამოეცადა, თუმცა, ამას ხელს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი უშლის. ეროვნულ გუნდში არართ ფეხბურთელს ვხედავთ, აქ გარკვეული პაუზის შემდეგ რომ ბრუნდებიან. ასეთი, მაგალითად, გურამ გიორბელიძეა, ვინც ახლა თურქეთის ჩემპიონატში გამოდის. ზოგიერთი ბოლო დროს გუნდთან ერთადაა, მაგრამ სხვაზე ცოტას თამაშობს. ასეთია გიორგი ქვილითაია. სანიოლის სიაშია ივა გელაშვილი, "ჯვაროსნებში" მხოლოდ ერთხელ, ტაილანდთან რომ ითამაშა.

დღეს დებიუტანტებს ახლოს გაგაცნობთ, ასეთი სტატუსის მქონე კი გუნდში 4 ფეხბურთელია.

დავით კერესელიძე

გორის "დილას" მეკარე ეროვნულ ლიგაში კარგ სეზონს ატარებს. 25 წლის კიპერი 193 სმ სიმაღლისაა, მისი სატრანსფერო ფასი კი 350 ათასი ევროა.

ნაკრების დებიუტანტმა "გაგრასთან" ერთად საქართველოს თასი ორჯერ მოიგო, თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში კი ჩემპიონატისა და სუპერთასის გამარჯვებულია. აღსანიშნავია, რომ კერესელიძეს მხოლოდ 17-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, ისიც მხოლოდ ერთხელ.

25 წლის ასაკში ეს ახდენილი ოცნებაა, მესამე მეკარეობის შანსი კი დავითს მომავალშიც ექნება.

საბა ხარებაშვილი

თბილისის "დინამოს" 16 წლის ფეხბურთელზე მთელი ევროპა საუბრობს და მას არაერთ გუნდს უკავშირებენ. საბა ფიზიკურად ძალიან ძლიერია, მარცხენა ფლანგზე სერიოზული სამუშაოს შესრულება შეუძლია, ამავდროულად კი ცენტრში შესვლაც დიდი წარმატებით გამოსდის. სანიოლის თქმით, ის უკვე 25 წლის ფეხბურთელს ჰგავს.

ხარებაშვილი ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირადარირებულია (1.2 მილიონი ევრო) და ამით ბევრი რამაა ნათქვამი. ალბათ, ის დროს მიიღებს.

ხარებაშვილს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია. თუკი ვინმე იკითხავს, ახლა 21-წლამდელებთან ერთად ევროპირველობისთვის რატომ არ ემაზადება, შევახსენებთ, რომ ხარებაშვილის პოზიციაზე, მარცხენა მცველად, იქ გუნდის კაპიტანი ირაკლი აზაროვია, სათადარიგოთა შორის კი მშვენიერ ფორმაში მყოფი საბა მამაცაშვილი. როგორც ჩანს, ამითა და ამხანაგური შეხვედრებით ეროვნული გუნდის ხემლძღვანელებმა ისარგებლეს და 16 წლის ბიჭი დიდ გამოცდილებას შეიძენს.

ნიკა გაგნიძე

ბევრს ახსოვს ის კადრი, როცა ნიკა გაგნიძე ტრავმირებულია, მაგრამ 21-წლამდელებთან ერთად გამარჯვებას ემოციურად აღნიშნავს. გორის "დილადან" უკრაინულ "კოლოსში" 24 წლის ცენტრალური ნახევარმცველი მშვენივრად გადაეწყო. ნამდვილად დრო იყო, გაგნიძე სანაკრებო კონკურენციაში ჩართულიყო და ქოჩორაშვილს, მექვაბიშვილსა და კიტეიშვილს შესაბამისი შემცვლელი ჰყავდეს.

გიორგი გაგუა

193 სმ სიმაღლის ფორვარდის სტილი ჩვენ თავდამსხმელებს შორის გამორჩეულია. გაგუას ბევრი ვერ გააქვს, თუმცა ფიზიკურად ძლიერია, იგებს ორთაბრძოლებს და თანაგუნდელებს ბურთს უნარჩუნებს, ზონებს უთავისუფლებს. ესპანეთიდან ხორვატიაში გადასვლის შემდეგ გიორგი კარგად ათამაშდა.

23 წლის ფორვარდი "ალავესამდე" კარიერას საქართველოში, თბილისის "დინამოსა" და მარტვილის "მერანის" აკადემიებში იწყებდა. დაველოდოთ, ის ეროვნულ გუნდს რას შემატებს.

ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, "დინამო არენაზე" ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს. 8 ივნისს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩვენი გუნდის მეტოქე კაბო-ვერდეს ეროვნული ნაკრები იქნება. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ჯერ არაფერია დაკარგული!მცველები შედარებით გვიან იხსნებიან,ტრავმებიც ჰქონდათ,გაგუა კი,უკვე ევროპაშია გასული და პროგრესი სჭირდება.ყველა ხვიჩა არ არის,პირდაპირ ვარსკვლავებს შესწვდეს.
zura222
ისე ხარებაშვილი გაავს 16 წლისას ? ყოველ შემთხვევაში ამ სურათში მინიმუმ 20 წლისას გავს ! სანიოლს ალბათ თამაში ქონდა მხედველობაში 25 წლისას რომ შეადარა და მე კი ასაკით მგონია 20 წლის
ნუგზარი
ეტყობა ძალიან პატარა ასაკი გაქვთ, ან ფეხბურთთან ძალიან შორს ხართ.
lasha-ს
ლოგიკური შეკითხვაა, სრულიად გეთანხმები. ამიტომაცაა სასწრაფოდ მოსაშორებელი სანიოლიც და სვანაძეც. ერთი მაფიაა ფედერაციასთან ერთად.

ერთ პოზიციაზე მესამე კაცად რომ წაეყვანათ,რა აზრი ჰქონდა?შესაძლოა საერთოდ არ შეხვედროდა თამაში.აქ კი,სანიოლიც შეხედავს,ვარჯიშებზე,თვითონაც გაეცნობა სანაკრებო ატმოსფეროს,მოთხოვნებს,შეეჩვევა ნაკრების წევრებს და შესაძლოა სათამაშო დროც მისცენ.საქართველოს პირველი ნაკრები!!!-ეს უზარმაზარი სტიმული იქნება,პატარა ბიჭისათვის.
გიგი
ახალგაზრდული ჩემპიონატის მერე მეგონა დიდ ფეხბურთს ითამაშებდნენ გაგუა,გელაშვილი,სანდრო კალანდაძე,ნიკა გაგნიძე, მარა ასე არ მოხდა სამწუხაროდ!
ჟორა-as
ნუ შენთან კამათსაც არ ვაპირებ საერთოდ არ გაქვს ანალიტიკური აზროვნება და აიქიუ ძლიერი რომ ეროვნულში უნდა მოხვდეს და ახალგაზრდა ასაკობრვიში ამას თუ ვერ ხვდები რაზე გელაპარკაო :)
გოჩა
კარგი ტრენაჟორები გვინდა და მაღალი დონის ბაზა რომ ყველა ფეხბურთელი არ მხოლოდ ნაკრებში იყოს მაღალ დონეზე
ჟორა
სად ხედავ აქ აბსურდულს? დიდი ნაკრებიდან პატარაში წავიდა ორი კაცი, ისინი კი ხარებაშვილმა ჩაანაცვლა. დიდი ნაკრები მარცხენა მცველის გარეშე ხომ არ დარჩებოდა? თანაც არ დაგავიწყდეს 16 წლის ახალგაზრდასთან გვაქვს საქმე და აზაროვი რომ პირველი ნომერი იყოს 21 წლამდელებში, რა გასაკვირია? იქ სკამზე დაჯდომას აქ თამაში ხომ არ ჯობია?
lasha
სრულ აბსურდთან და კომიკურ ვითარებასთან რომ გვაქვს საქმე არ აკვერიდებით? :) თურემ 21 წლამდელებში ვერ მოხვდა ხარებაშვილი, რადგან იქ აზაროვია და თადარიგშიც მამაცაშვილი და ამიტომ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს?! :)
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
[VIDEO] "რეალმა" "სელტასთან" წააგო და "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩა
წიტაიშვილის 68 წუთი და "მეცის" ზედიზედ მესამე წაგება
კიტეიშვილის "შტურმმა" გრაცულ დერბიში გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგმა" "ვერდერს" მოუგო
[VIDEO] საგოლე პასების ჰეთ თრიკი - გულიაშვილის მაგარი მატჩი ბოსნიაში!
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ყოჩაღობს - გაიტანა და დადებითი შეფასებები დაიმსახურა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] "ყველაფერი წინ არის, უფრო ძლიერს მელოდეთ... საქართველოს გაუმარჯოს!" - დვალიშვილმა იანთან ბრძოლის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში ცრემლები ვერ შეიკავა
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
"შოუს დადგმა ვცადე" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
ხარებაშვილი The Guardian-მა მსოფლიოს 60 საუკეთესო ტალანტს შორის დაასახელა
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
"დინამოს" ფეხბურთელმა "მონრართან" მატჩში რეკორდი დაამყარა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
სანიოლის კაპიტულაცია
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა