ხვიჩა კვარაცხელია სადაც მიდის, მისი ახალი გუნდი ყველგან იმარჯვებს. ასე იყო „ნაპოლიში“, რომელმაც 33 წლის შემდეგ მოიგო სკუდეტო, ასე იყო პსჟ-ში, სადაც ხუთი თვის წინ გადასულმა ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. 14 წლის წინ შეიძინეს კატარელებმა პარიზული კლუბი, ამ ხნის მანძილზე 3.1 მილიარდი ევრო დახარჯეს და მხოლოდ ახლა მიაღწიეს მიზანს. ეს ყველაფერი შემთხვევითობა და დამთხვევაა, თუ უბრალოდ უმართლებს? ფეხბედნიერიაო, ამბობენ, შეიძლება ასეცაა, თუმცა ფაქტი ისაა, ყველა გუნდს საოცრად აძლიერებს და მათ წარმატებაში გადამწყვეტი მნიშვნელობის ხდება. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი წარმოუდგენლად მაღალია.

ქართველი ფეხბურთელების გზა არაა იოლი. ვიდრე მიზანს მიაღწევდა, ხვიჩას არაერთი რთული ბარიერის გადალახვა მოუწია. საზღვარგარეთ დიდი კლუბების აკადემიებში იწყებენ ვარჯიშს, საუკეთესო პირობებში ვითარდებიან და ამ გუნდებში მოსახვედრად კარი ღია აქვთ. „კვარას“ იქამდე ბევრი წინააღმდეგობა და ნერვიულობა შეხვდა და მაინც გაიტანა თავისი. თავადაც გაიხარა და ქართველი გულშემატკივარიც გაახარა.

ამ ბრძოლაში გაიზარდა და გამოიწრთო. მუდმივად პროგრესირებს. აკი თქვა „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, რომ როგორც კი გუნდი ჩაიბარა, მაშინვე გადაწყვიტა ქართველის დამატება. გაძლიერდა ფიზიკურად, მორალურად, მსაჯებსაც ნაკლებად ეკამათება და რადგან როგორც იქნა თავისი გუნდი მოძებნა, მშვიდად საქმის კეთების საშუალება მიეცემა. აღარ მოუწევს იმაზე ფიქრი, როგორ გააღწიოს დასავლეთში ან როგორ დააღწიოს თავი აურელიო დე ლაურენტისს. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ვინ იცის, ამისათვის რამდენი რამ გადახდა. ხვიჩას ევოლუცია მაგალითია ყველა დამწყები სპორტსმენისთვის. ან როგორი დრიბლინგი აქვს, ფინტები, გეგონება ბურთს ეფერებაო.

ამას წინათ ერთმა ძალიან სტაჟიანმა გულშემატკივარმა მითხრა, მიშას (მესხი) მერე ასეთი ვარსკვლავი არ გვყოლიაო. იგულისხმა ტექნიკური და ფიზიკური მონაცემებით ერთობლივად დაჯილდოებული ფეხბურთელი. მე უფროსი მესხის თამაში არ მინახავს, ის ძველი თაობის ქომაგთა კერპი გახლდათ, მაგრამ ვისი თამაშისთვისაც მიყურებია, ასეთად ხვიჩამდე მხოლოდ ალექსანდრე ჩივაძე მიმაჩნია. ზოგიერთი ძალიან ტექნიკური იყო, ზოგიერთი ფიზიკურად ძალიან ძლიერი, მაგრამ ორივე კომპონენტში ჰარმონიულად ასეთი მონაცემების მქონე ქართველებიდან მხოლოდ ჩივაძე იყო, ახლა კი კვარაცხელიაა. შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს, ეს მათი უფლებაა, მე უბრალოდ ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამ.

პსჟ-ს თითქმის ყველა საგოლე შეტევაში იღებს მონაწილეობას და დაცვასაც როგორ ეხმარება! „ინტერთან“ 78-ე წუთზე დენზელ დუმფრისისთვის ართმეული ბურთი ხომ საერთოდ ერთ რამედ ღირდა. ტყუილად როდი თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, სამი ფილტვი აქვსო. ძალიანაც აფასებენ, თუმცა მგონია უფრო მეტს იმსახურებს. ქართული ხალხური ანდაზისა არ იყოს - „ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა - კაკალიც არაო...“ მუდმივად ვეცნობი ფრანგულ პრესას და იქ უფრო ადგილობრივ ფეხბურთელებზე ამახვილებენ ყურადღებას. ძალიან გამაკვირვა ფინალის შემდეგ ანალიტიკური საიტების შეფასებებმაც, სადაც უსმან დემბელემ „კვარაზე“ მაღალი ქულები მიიღო. გასაგები და ობიექტურია, რომ საუკეთესო იმ შეხვედრაში დეზირე დუე იყო, მაგრამ დემბელეს ხვიჩაზე უკეთ რომ არ უთამაშია, მაგას დიდი ფიცი-მტკიცი არ სჭირდება. საერთოდაც, ეს შეფასებები ზედმეტად მიკერძოებული და სუბიექტურია. თუმცა, მთავარია ხვიჩას ფასი მწვრთნელმა იცის და სპეციალისტებიც სათანადოდ აფასებენ. ან როგორ შეიძლება არ დაინახო, ასეთი ნიჭის პატრონი ამხელა შავ სამუშაოს რომ ასრულებს.

გასული სეზონიდან კიდეც ერთ ეპიზოდს გავიხსენებ - „რენთან“ კვარაცხელიას მიერ ნახტომში ჩამოღებულ ბურთს. ეს რაღაც გასაკვირი იყო, შეიძლება ფიზიკის კანონებსაც ეწინააღმდეგებოდა, თითქოს გარკვეულ პერიოდში გრავიტაციულ მიზიდულობასაც სძლია. სიმაღლეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი (245 სმ) კუბელმა ხავიერ სოტომაიორმა 1993 წელს დაამყარა. იქამდე რეკორდი თბილისში 1978 წელს საოცარ უკრაინელ მძლეოსანს ვლადიმირ იაშენკოს ჰქონდა დამყარებული (234 სმ). თუმცა, სიმაღლეზე მხტომელი მხოლოდ თამასას უნდა გადაევლოს, ხოლო როგორც გამოითვალეს, „კვარა“ ბურთს 237 სანტიმეტრის სიმაღლეზე შესწვდა, მოედანზე მშვიდად დაეშვა და გადაცემა პარტნიორს გაუკეთა. მეტოქე გუნდის მცველი ქართველს გაოგნებული შესცქეროდა. ეს ფოტო მთელი მსოფლიოს წამყვან გამოცემებში გამოქვეყნდა. ამას ვერ ისწავლი, ეს ბუნებრივი თუ ზებუნებრივი ნიჭია და ამიტომაა ის ფენომენი. ეს ფაქტია, უდავო.

მას მთელი კარიერა წინ აქვს და იმედია, ისევ ხშირად გაგვახარებს, როგორც კლუბში ასევე ეროვნულ გუნდში თავის ასევე ნიჭიერ თანანაკრებელებთან ერთად. ეს თაობა თავის ხმამაღალ სიტყვას კიდევ არაერთხელ იტყვის. უეჭველი იტყვის.

მიმომხილველი

იური
იცით ბიჭებო რისი,თქმა მინდა ,მე თქვენზე ცოტა მეტი ასაკის ვარ. მე მინახავს დავით ყიფიანის თამაში,რამაზ შენგელია,ვოვა გუცაევი, ალექსანდრე ჩივაძე,ეს ხალხი იყო ქართული ფეხბურთის კლასიკა,ხერხემალი.კვარაში ღმერთმა ჩადო ამ ოთხი დიდი ფეხბურელის დამახასიათებელი თვისებები. კვარა უდავოდ კლასიკაა. ეჭვი არ მეპარება და ვიტყვი, რომ კვარას სახელი და დიდება ისეივე და შესაძლოა უფრო მეტიც გახდეს,როცა ფეხბურთიდან წავლენ რონალდო და მესი.დავაკვირდეთ მის თამაშს პსჟ-ში ან თუნდაც ნაპოლში როცა თამაშობდა,პასებს არ აძლევენ და თუ აძლევენ იმ შემვევაში ,როცა საგოლე სიტუაცია არაა,მერე თვიონ ქმნის საგოლე მომენტს და აწვდის დუეს,დემბელეს,და ასე შემდეგ. დემბელე,დუე ,ბარკოლა კარი ფეხბურთელებია (მეკარის საჯარიმოსთან მოთამაშე ფეხბურთელებია,უბრალოდ გამტანები არიან).
123
მარტო კვარამ მოიგო და კვარამ მოაგებინა პსჟ-ს და ნაპოლის აბსურდია რათქმაუნდა. მესი და რონალდოს არ გაუკეთებიათ მარტოს მოეგოთ გუნდელების და მწვრთნელის დახმარების გარეშე. უბრალოდ კვარა სათამაშო სქემას მოერგო.
123
კვირამდე ძლიერი იყო პსჟ. კვარაცხელია ძაან მაგარია, მარა ფანატიზმი ზედმეტია. ენრიკე პსჟ სულის ჩამდგმელი. უბრალოდ მოარგო კვარაცხელია პსჟს სათამაშო სქემას.
fsiuuu
ხვიჩა ჩვენია, მაგრამ დემბელემ მოიგო ეგ თამაში ძმაო,რაის კარგად არ უთამაშიაო
მალხაზ ჯობავა
საშ მაგარი იყო მაგრამ ახლა ვინ გაცლის ძმაო ელეგანტურად და დარბაისლურად მოედანზე სიარულს, ფეხზე გაზიან წამიერად, ან ბურთის ცენტრიდან გათამაშება ნახე, პირდაპირ რაგბივით, კიდეზე აგდებენ და იქიდან იწყება პრესინგი.
გოჩა
ეხლა მსოფლიო ჩემპიონატი გველოდება საკლუბო და კვარას გარდა არაბიძეც იქნება.... საინტერესოა ახალი ფორმატის საკლუბო მსოფლიო!
გიორგიპირველი
კარგ სიახლეებს ყოველთვის მივესალმები. ამ ახალ საიტს რაც კარგი აქვს, ისაა, რომ ვიდეო რომ დამთავრდება, ავტომატურად შემდეგზე არ გადადის, რაც წინა ვერსიაში ნერვებისმომშლელი იყო, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი არის საშინელი. მოაცილეთ ეს ფორმატი. ახალს რომ აკეთებთ, ხო უკეთესი უნდა იყოს? სტატისტიკა მაინც არა გაქვთ? იმის მეათედ დროს აღარ ვატარებ საიტზე, რასაც აქამდე ვატარებდი. ასეთი აბდა-უბდა ვინ მოიგონა? რამდენი ხანია ვხდილობ, შევეგუო ან რაღაცა ლოგიკას დავუქვემდებარო - არაფერი გამომივიდა. შეცვალეთ, არ ინანებთ.
თეიმურაზ
საშას ელეგანტურონა მონდორზე... დღეს განუმეორებელია!!!
ჟორიკ გაბრიჭოვი
დიდი პატივისცემა კვარას მაგრამ მე მაინც მგონია ნაკრები ხვიჩას გარეშე ბევრად უკეთესი იქნება.კი ტეხნიკა აქვს დრიბლინგიც მაგრამ ზედმეტად ბევრს იღებს თავზე.კვერნაძე უფრო გუნდური მოთამაშეა და აუცილებდალ უნდა გამოცადოს ვილიმ შემდგომ თამშებში.შენგელიას აწევაც შეიძელება ზევით ფიზიკურად ჯანიანი ბიჭია ეგეც.
tngh
ჩივას ოსტატობამ და საფეხბურთო კლასმა რამოდენიმე ათეულ წელს გაუძლო!!! ბევრი კარგი ფეხბურთელი იყო ამ პერიოდში მის ადგილზე, მაგრამ საშას მხოლოდ მური და ბეკენბაუერი თუ შეედრება!!!
tngh
საშა ჩივაძე ზოგიერთმა სპეციალისტმა მსოფლიოს ყველა დროის ნაკრებში შეიყვანა ბეკენბაუერთან ერთად... ცენტრალურ მცველად. ხვიჩა ჯერ არ შეუყვანიათ. დაველოდები მის ესეთ აღიარებას...
100%
წარმოუდგენელი სამუშაო გასწია დემბელემ, ნამდვილ ლიდერად წარმოაჩინა თავი.
ირაკლიs
ბარემ გაბელიას შეადარე.დდდდდ რა შუაში კვარას და ჩივაძის შედარება, როგორც შემტევი კვარა ჯობია და როგორც მცველი ჩივა.

ფიზიკურად და ტექნიკურად ერთნაირად ძლიერიო,უწერია სტატიაში.ფეხბურთელის ამპლუა და თამაშის სტილი არ უგულისხმია,სტატიიის ავტორს. მე ჯერ დაბადებულიც არ ვიყავი,მაგრამ მამაჩემის მრავალჯერ ნათქვამი მახსოვს,ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე,ფეხის წვერით ბურთს თუ მისწვდებოდა,ნებისმიერი სიმაღლიდან ხსნიდა ბურთს და მიწაზე დებდაო.მანუჩარ მაჩაიძის მახსოვს,ერევნის არარატთან ხორენ ოგანესიანს გაუკეთეს მაღალი პასი,(ესენი სულ ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდნენ ხოლმე),მანუჩარმა შპაგატში გაჭიმა ფეხი და ოგანესიანიდან ორ მეტრში მიწაზე დადო.ოგანესიანი ძალიან მაგარი ფეხბურთლი იყო,სსრკ ნაკრების წევრი და ძალიან ტექნიკური,მობილური გამთამაშებელი და არარატის ლეგენდად არის წოდებული.მართლაც გუნდის სული და გული იყო,მაგრამ მაჩაიძე ყოველთვის აქრობდა მოედნიდან.ოგანესიანი კი არა,მაჩაიძეს საერთოდ ვერავინ ართმევდა ბურთს და დინამოს რომ გაუჭირდებოდა,ის ასვენებდა ხოლმე ბიჭებს.კვარას თუ სამი ფილტვი აქვს,მას ალბათ ოთხი ფილტვი ედგა და ორი გული.
Lasha
Kvaracxelia gavs tavis tavs
ჰაჰა
ხვიჩა მაგარია. ისე დემბელემაც მაგრა ითამაშა, თან ძალიან ჭკვიანურად. სხვებმაც მაგრად ითამაშეს. ასე რომ, ჩვენთვის მსოფლიოს შესარჩევის წინ, ძირითადი დასკვნა არის ის, რომ თამაშს გუნდი იგებს და არა ცალკეული მოთამაშეები. გუნდურობა, ურთიერთ დაზღვევა, ბოლომდე დახარჯვა, თუნდაც "თვიტშეწირვა", . აი, ეს არის მთავარი რაც ჩვენ გვჭირდება.
ირაკლი
ჩივაძესთან მსგავსებას მანც დამაინც ვერ ვიჭერ, თან ჩივაძე მცველი იყო ძალიან მაგარი, საჯარიმოებს ურტყამდა ძალიან მაგრად და შედეგიანად რაც მთავარია, იყო გუნდის უპირობო ლიდერი, საბჭოთა კავრიშირს ნაკრების კაპიტანი. კვარა ძალიან მაგარია, მაგრამ ჩივაძეს არ ჰგავს ჩემის აზრით!
პატრიოტი
გეტყობა, რომ ნორჩი მიმომხილველი ხარ, თუ სიმაღლეზე ხტომას ახსენებ, აქაც გვყავდა ოლიმპიურუ ჩემპიონი- შავლაყაძე თუ ჩივაძეს გამოყოფ, მაშინ უფრო სხვა ვარსკვლავები უნდა მოიხსენიო, იგივე ან იგივე ამპლუის - გუცაევი, შენგელია და, რა თქმა უნდა, ყიფიანი. რაც შეეხება მესხს, მისი თამაში ნანახი მაქვს, ის განუმეორებელი იყო, მსოფლიოს საუკეთესო მარცხენაფლანგელი, ზოგი მაშინ ჰენტოს აყენებდა წინ მაგრამ მიშას ფინტები გასაოცარი იყო. რუსებმა არ გაუშვეს მსოფლიო ნაკრებში, იაშინი გაუშვეს და მან ერთი თამაში ისე კარგად ითამაშა, რომ მისი სახელობის მეკარეების პრიზი დაარსეს, ახლა კი ვტკბებით ხვიჩას თამაშით, წესიერი, კეთილშობილი და ზრდილობიანი ახალგაზრდის წინსვლით
სამართალი
237 სანტიმეტრის სიმაღლეზე არა, 274 სმ-ზე
ვაჟა მასწავლებელი
მიმომხილველო (უკაცრავად, სახელის უცოდინარობის გამო ასეთი მომართვისათვის) - ძალიან დროული, სწორი და კარგი მიმოხილვაა, მაგრამ თქვენც და კვარას ყველა ფანს შეგახსენებთ და მოგიწოდებთ, რომ ჩვენი (ქართველების) მხრიდან მეტი საერთაშორისო აქტივობებია საჭირო კვარას წარმოსაჩენად. კვარამ, მეოთხე გოლის გატანასთან ერთად, დაიწყო და მონაწილეობა მიიღო პირველ და მეორე საგოლე მოქმედებებშიც, რაზეც ყველა დუმს კვარას ლოკომოტიველი მწვრთნელის ი.სიომინის გარდა. თუ შეამჩნიეთ იტალიაშიც და საფრანგეთშიც ერთი და იგივე, ან მსგავსი ფაქტები ხდება, სხვადასხვა ნეგატიური მიზეზების გამო ეს ჩვენი პატიოსანი, თავმდაბალი, მშრომელი და უკეთილშობილესი ქართველი ახალგაზრდა კაცი - დამიანეს მამა კი იჩაგრება! რაღაცა უნდა მოვიფიქროთ სიტუაციის გასაუმჯობესებლად!
გოᲩა
კარგი სტატია არის,ჩემთვის ხვიჩა ყველას სჯობს,მაგრამ დემბელემ მაგრად ითამაშა და ობიექტურები თუ ვიქნებით,ოქროს ბურთი დემბელეს ეკუთვნის,ხვიჩა კი ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებს ამასაც ვნახავთ და ყველა ერთად გავიხარებთ,სტატია მომეწონა.
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
რა თქვეს ნამატჩევს მესიმ და კვარაცხელიამ?