ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა გადახალისებული შემადგენლობით საკუთარ მოედანზე ფარერები 1:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ რიგებში ბოლო, 79-ე შეხვედრა გიორგი ლორიამ ჩაატარა, რომელიც 17-წლიანი კარიერის შემდეგ ეროვნულ გუნდს კაპიტნის რანგში დაემშვიდობა.

სანიოლის გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და დაწინაურდა კიდეც - კუთხურიდან გულიაშვილის ჩაწოდებულ ბურთს რეინატრიოს კარში თავით ადგილი ლოჩოშვილმა მიუჩინა. აქედან მოყოლებული თამაშის ტემპი დაეცა, მასპინძლების შეტევები მინავლდა. ქვილითაიამ შორიდან სცადა გატანა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ შანსი სტუმრებსაც მიეცათ, როდესაც იოჰანსენს გატანა ლორიამ არ დაანება. მერე მომენტი გველესიანმა ვერ გამოიყენა. სანიოლმა სამმაგი შეცვლა გააკეთა - შენგელიას, ქვილითაიას და გულიაშვილის ნაცვლად მოედანზე ბერიძე, ვოლკოვი და მამუჩაშვილი შეუშვა. შემდეგ მცირე ტრავმა მექვაბიშვილმა მიიღო, რომელიც ნონიკაშვილმა შეცვალა, მე-80 წუთზე კი მოედანზე ლოჩოშვილის ნაცვლად 16 წლის ხარებაშვილი შევიდა. ბოლოს კლეტსკარმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო და საბოლოოდ 1:0.

8 ივნისს, საქართველოს ნაკრები ქუთაისში კაბო-ვერდეს შეხვდება.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - ფარერები 1:0

გოლი: ლოჩოშვილი (9)

საქართველო: ლორია (კერესელიძე 90+3), გოჩოლეიშვილი, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი (ხარებაშვილი 80), შენგელია (ბერიძე 64), გაგნიძე, მექვაბიშვილი (ნონიკაშვილი 78), ლობჟანიძე, ქვილითაია (ვოლკოვი 64), გულიაშვილი (მამუჩაშვილი 64)

შე კაი კაცო,პურმარილზე და ფუთ ღვინოზე რომ არ გეთამაშა და გევარჯიშა,გამოდის რომ ამათზე უკეთესი იქნებოდი.შენ იქნებოდი ნაკრებში,მაგრამ მუცელს ვერ უღალატე და კიდევ სხვებს ამუნათებ?!ესენი რაც შეუძლიათ,იმას თამაშობენ.ვისაც შეუძლია და არ აკეთებს,იმას უნდა მოჰკითხო,თორემ ვისაც არ შეუძლია,მას რას სთხოვ?გამოდის რომ შენ ყოფილხარ შესაჩვენებელი.
სტალინი
ფახთაქორი(უზბეკეთი) მსოფლიო ჩემპიონატზეა. დინამოს დიდების დროს იყო გამოთქმა "ხიე ფახთაქორს". მაგრამ, ვაი რომ ჯერჯერობით უზბეკებმა გვაჯობეს.
mamuka09ze
მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა გიორგი ლორიას მიმართ და ვუსურვო მომავალშიც წარმატებები. წინ, საქართველო!!!
გიო გიო
როგორ გეტყობა რომ ქალბატონი ძარ
ზურაბ
ამ მოყვარულთა გუნდთან კაი გამძღარ პროფესიონალ ფეხბურთელებს ასე სამარცხვინოდ არ უნდა ეთამაშად.
სანიოლი საერთოდ მწვრთნელია თუ მეხინკლე?)))
ნახევარი საუკუნეა ფეხბურთს ვუყურებ და ლოჩოსნაირი უინტელექტო ფეხბურთელი არ მინახავს. რატომ გარბოდა წინ და მერე უკან პასებს აკეთებდა? ერთხელ კინაღამ პირისპირ გაიყვანა მოწინააღმდეგე ლორიასთან. უკან პასების რეკორდი მოხსნეს მსოფლიოში. რატომ უხდიან ვიღაც ფრანგს, როცა ასე ნებისმიერი მეხინკლეც ათამაშებდა გუნდს? უსუსტეს ფარერებთან 2 წუთიც არ ათამაშა ბიჭები აგრესიული პრესინგით. მხოლოდ ძირითადის ბიჭების ინდივიდუალურობის იმედად ვარ.
fsiuuu
ისეთ თამაშს ველოდი როგორიც იყო,მეორე სასტავით მეტი რა უნდა ექნათ, უბრალოდ ველოდი რომ ვიღაც დებიუტანტი გამაოცებდა, სუულ ცოტათი ხარებაშვილმა რაღაც სთაბეჭდილება მოახდინა, ლობჯანიძემ დალია ჩაილურის წყალი, ისედაც მეორე სასტავით თამაშს აფუჭებდა. გულიაშვილმაც არ ითამაშა მთლად ცუდად, პერსპექტივა ჩანს მასში.
ზურა
კვარაცხელიას გარეშე ნაკრები არის ნული.არ გამოჩნდნენ, სამწუხაროდ, პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშეები
ბათუმელი
და რატომ არ შეიძლებოდა ლორიას ბარემ 80 ე თამაში ჩაეტარებინა კაპო ვერდესთან?
S.K.K.
ეროსი მანჯგალაძე: "აღმართეს მკვდრებმა ცოცხალი კედელი..."
ვანჩოპე
ლორია უკვე კარში იდგა ხარებაშვილი რომ დაიბადა. წარმატებები ორივეს
საჩინო
სანიოლმა სვარკა გვაყურებინა.ამდენი უკან პასი ფერარებთან მართლაც მიღწევაა.ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,თითქოს სხვა სახეობის სპორტის წარმომადგენლები,ფეხბურთით ვარჯიშობდნენ.იმედი გამიცრუა მექვაბიშვილმა,პარალელური ან უკან პასის შემდეგ დგებოდა და არ მოძრაობდა.ერთი ტაბურეტი მადლი იყო,უფრო გემრიელად დაისვენებდა ხოლმე.მამაცხონებულო,პსჟ-ს ნახევარმცველების შემხედვარემ,სულ ვერაფერი ვერ უნდა აითვისო? ლობჟანიძე კიდევ აშკარად არ იყო თავის ტაფაზე.მარცხენა მხარეს ,ბურთის გაჩერებაც კი უჭირდა ხოლმე,რადგანაც მარცხენა ფეხი საერთოდ არ უმუშაობს,არადა მისი სისწრაფის გამოყენება,მარჯვენა ფრთიდან მეტი სარგებლის მომტანი იქნებოდა,აშკარად.ისეთი პრესინგი უნდა შეეთავაზებინათ თავიდანვე,რომ იქვე მოეხრჩოთ ,კალაპოტიდან ამოეგდოთ და დარტყმების სეტყვა მოეწყოთ.თუ ფერარებთან არ ეცდები ამის გაკეთებას,აბა ვიღასთან? ესპანეთთან?
დავით 67
რა დატვირთვაც ჰქონდა ამ მატჩს ისეთი საყურებელიც იყო. ვინმე რამე სანახაობას ელოდა?
df
ამ გუნდს, ასეთი შემადგენლობით ვერაფერს მოსთხოვ. ერთადერთი რამაც გამახარა გულიაშვილის კუთხურები იყო. მგონი ისტორიაში პირველად მოხდა რომ სტანდარტულით გოლი გავიტანეთ. ვფიქრობ გულიაშვილი სამომავლოდ გამოგვადგება.
ტუკო რამირესი
თამაშობდნენ ქვემო და ზემო ხანდაკის გუნდები.
moshe
. არ ინერვიულო ძმობილო, ე.წ. ამხანაგური მატჩის რეგლამენტით 6 შეცვლაა დასაშვები. ამდენად, არც ჩვენს რეიტინგს ემუქრება რამე და არც თქვენს ნერვებს
Levani
სიბრძნე კომენტარები დაიდო. იმ ქეცბაია და ვაისის დროს ფარერებთან,გიბრალტართან და ყაზახეთთან მოგება გიხაროდათ,მალტას ვერ უგებდით და ლატვიას. გამოვიდა გუნდი ბრაზილიასავით- მეორე შემადგენლობით და ნორმალურად ითამაშა. ზოგი "ესქპრეტი" "კამბინაციებს" ითხოვს..სასაცილოა. ამ თამაშის აზრი იყო შეეხედათ ვინ შეიძლება დაემატოს ნაკრებს თუ საკადრო პრობლემები შეექმნა შემოდგომაზე.ვიღაცეები გაიფილტრა-ვიღაცეებს ახალგაზრდულ ევროზე შეხედავენ. აქ ზოგი ისეთი ბრძენია ესპანეთი და თურქეთი თუ მიაწვინა შემოდგომაზე ნაკრებმა მერე დაწერენ- ნაკრებს სხვა მწვრთნელი ჭირდება-სანიოლისთვის გავიზარდეთო. და დაამატებენ- კობი გადადგეს და დომენტი სიჭინავა გადადგეს. და მთავრობაც გადადგესო,ურიგო არ იქნებაო-ვო

ამ პსჟ-ეს თამაშებმა მთლად გააფუჭა ქართველი გულშემატკივარი. სოფელში რომ ცოლიანები და უცოლოები ვთამაშობდით ფუთ ღვინოზე და პურმარილზე, ზუსტად ის თამაში მომაგონა.

ისევ და ისევ მადლობა გიორგი ლორიას!ჯერ კიდევ საკლუბო კარიერაში,შემდეგ კი უკვე როგორც მწვრთნელს,კიდევ უფრო წარმატებულ კარიერას გისურვებ,გიორგი. საქართველოს ნაკრებს აშკარად ეტყობოდა,რომ ეს შემადგენლობა შეუთამაშებელი იყო.ურთიერთგაგება ძალიან მოიკოჭლებდა და ამის გამო ბევრი პერსპექტიული შეტევა ჩაიშალა.შემტევებიც უფრო ერთმანეთის პასებით გაყვანას ცდილობდნენ და ვერავინ იღენდა საკუთარ თავზე დამაგვირგვინებელ დარტყმასსაბა ლობჟანიძე მუდამ მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა ხოლმე ნაკრებში და მიუხედავად აქტიურობისა,ეტყობოდა,რომ მარჯვენა ფლანგიდან შეტევისას,ბურთისათვის დასარტყმელად მიდგომა,უჭირდა.ყველა პოზიციას თავისებური სპეციფიკა აქვს და შეჩვევა სჭირდება.მატჩის ბოლო მესამედში თამაშზე კონტროლი თანდათან დავკარგეთ და უკან ჩავსხედით.შედეგად კინაღამ ანგარიში გაგვითანაბრეს.ნიკა გაგნიძე ამ დონის გუნდთან მაინც ნორმალურად გამოიყურებოდა და ვულოცავ სანაკრებო დებიუტს.დებიუტს ვულოცავ ძალიან ახალგაზრდა ხარებაშვილს და მეკარე კერესელიძესაც.იმედია საბა ხარებაშვილი ტანს საგრძნობლად აიყრის,ჯერ 17 წლისაც არ არის და რამდენიმე სანტიმეტრს აუცილებლად მოიამატებს.სიჩქარე არც ახლა აკლია და ვფიქრობ,მთელ ფლანგს გადაფარავს.არ იყო მაინცდამაინც ემოციურად დატვირთული თამაში,მაგრამ მწვრთნელი აქედანაც აკრეფს შთაბეჭდილებებს და ნაკლოვანებებიც საკმაოდ თვალსაჩინო იყო.ფეხბურთელებმა კი სანაკრებო ატმოსფერო კიდევ ერთხელ შეიგრძნეს და გამოცდილება დააგროვეს. ორივე გუნდმა 6 შეცვლა გააკეთა,რაც ლიმიტს არ შეესაბამება და ამიტომ ვფიქრობ,რომ ამ თამაშების შედეგებს,რეიტინგზე გავლენა არ ექნება.ასე რომ მაგაზე ნერვიულობა არ ღირს
უშანგი
კალაძე-კობიაშვილის დროინდელი ნაკრების საუკეთესო თამაშები გამახსენა დღევანდელმა თამაშმა
A
თამაში, თამაშისთვის, გულიაშვილი მაინტერესებდა და სავარაუდოდ გოჩოლეიშვილის დონეა, რეალურად ყველამ დაამტკიცა რომ ნაკრების დონე არ არიან, ცოტა გაგნიძეს არაუშავდა, შანსს იმსახურებს, ეგსა და ეგ.
მწარე
სამწუხაროა. კომბინაცია ფაქტიურად არ გვინახავს. სპონტანურად თამაშობდნენ. აზრი, ჭკუა არ ჩანდა. გასაგებია შეთამაშება რომ არ ქონდათ. კაპოვერდე ასეთი თამაშისას მოგვიგებს. ჩემი აზრით, ერთი ორი კომბინაცია ვარჯიშზე უნდა დაგეგმონ. ისე არ გამოვა არაფერი.
zaza
უღიმღამო თამაში იყო დაახლოებით ერთნაირი დონის ნაკრებებს შორის, თავისუფლად შეიძლებოდა თამაში ფრედ დამთავრებულიყო. ლორიას მადლობა და წარმატებები საკლუბო დონეზე. დაცვის ხაზში ლოჩოშვილი და დვალი სანაკრებო სიაში ალბათ იქნებიან. ნახევარდაცვაში ახალი სახე ვნახეთ გაგნიძე და რამდენჯერმე კარგად გაამწვავა, შესაძლებელია გამოიძახონ ისიც. შეტევაში ლობჟანიძე და გულიაშვილს არა უშავდათ, უფრო მეტი უნდა გაეკეთებინათ ნაკრების ლიდერების არყოფნაში და მეტი მოეთხოვებოდათ. ქვილითაია არაა სანაკრებო მოთამაშე, ვოლკოვმა თავი ზოროს ნიღაბით დამამახსოვრა, თამაშით შორს არის ნაკრებიდან. იგივეს ვიტყოდი ბერიძეზეც. გოჩოლეიშვილს კლასი აშკარად აკლია, მონდომება კი აქვს. მთლიანობაში ამ თამაშმა ნაკრებს რა მოუტანა? ეროვნული ჩემპიონატიდან შემტევები უფრო მეტი უნდა გამოეცადათ აჯობებდა. მომენტებში ამ თამაშმა ქეცბას დროინდელი ნაკრები გამახსენა.
ლევანი
ნახევარდაცვაში, ბურთის დამჭერი და გამთამაშებელი, ჩაკვე კიტეს გარდა არ გვყვავს, სამწუხაროდ.
გია
მაგარი საიტი და მაგარი ნაკრები
TT
აი ზუსტად ასეთი ნაკრები გვყავდა ვაისის დროს და ასე ვცოდვილობდით. შიგადაშიგ რაღაცას გამოვრჩებოდით და ეს იყო სულ მაშინდელი ხლაფორთი.
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"ეს ორი ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებში არ უნდა თამაშობდეს" - მიხაელ ბალაკი
"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი