ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთმა საფრანგეთი 5:4 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ გავიდა ფინალში.

8 ივნისს, ფინალში ესპანეთი პორტუგალიას შეხვდება. იმავე დღეს მესამე ადგილისთვის საფრანგეთი და გერმანია ითამაშებენ.

შტუტგარტი. „MHP არენა“

ესპანეთი - საფრანგეთი 5:4

გოლები: 1:0 უილიამსი (22), 2:0 მერინო (25), 3:0 იამალი (54, პენ), 4:0 პედრი (55), 4:1 მბაპე (59, პენ), 5:1 იამალი (67), 5:2 შერკი (79), 5:3 ვივიანი (84, საკ. კარში), 5:4 კოლო მუანი (90+4)

- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად იამალი დაასახელეს, რომელმაც დუბლი შეასრულა.

- "ფურია როხა" ბოლო 19 მატჩში დაუმარცხებელია - 15 მოგება და 4 ფრე.

- მბაპემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა - მის ანგარიშზე საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 89 შეხვედრაში 49 გოლი და 31 შედეგიანი პასია და ამ მაჩვენებლით ანრის რეკორდი დაამხო.

- საფრანგეთის ნაკრებმა ერთ მატჩში ხუთი გოლი 1969 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.

ვნახოთ თუ გამართლდა
ფინალში პორტუგალია იგებს, ხოლო ოქროს ბურთი ჩვენს ბიჭს გადაეცემა. რონალდოს ფოტო ტყუილქდ კი არ დადო კვარამ…
ლამინ იამალი საქართველოს ნაკრებს ჰპირდება.
6 გოლს მარტო მე გაგიტანთ რო ჩამოვალ:))
მოსაზრება
ჩემი მოსაზრებაა - ამათთან რო მოგვიწევს თამაში- მამარდა კარებში და ძირითადში დუბლები. მამარდას ტრეინიგი დაჭირდება ლივერპულის პონტში, ასევე დუბლებიც გაიზრდებიან. ძირითადის ბიჭები კი თურქეთ და ბულგარეთზე უნდა გამოვიყვანოთ. ამით შანსი უფრო გვექნება.
გიცანი არისტოფან!
ტანკისტი იყავი ომამდე არა:)))
აფერისტო
დარწმუნენული ვარ უკვე დადე ფსონი საქართველოს წაგებაზე ყველა ტოტალიზაყორში შე არასწორო
tngh
წესით ესპანეთი უნდა გახდეს ერთა ლიგის გამარჯვებული. ჩვენთვის კარგია!!!
ეგრეა
ეგ მართალი ხარ. უბრალოდ ესპანელენით გამწარებულები თურქები და ბულგარელებიც ასე იფიქრებენ ჩვენზე:)
მშიშარა კურდღლებს!
წინდაწინ, რომ იკუკებით და კანკალებთ, ესპანეთი ამას გვიზავს და იმას გვიზავს,არ გრჩხვენიათ? რა საცოდავები ხართ? პირიქით რევანშის აღების დროა და მჯერა საქართველოს ნაკრების გამარჯვების!
მალხაზ ჯობავა
კვარა არ ყავს ფრანგებს კვარა!!!!
fani
ცხადია, რომ ესპანეთი ჩვენი ჯგუფის უპირობო ფავორიტია. თუმცა, ერთი პატარა პლიუსი მაინც გვაქვს: ეს გუნდი ცოტა მოგვიანებით თამაშობს ჩვენთან, ანუ ჯერ ბულგარეთ-თურქეთს გაანადგურებს და მერე იქნებ ერთ თამაშში მაინც ფრეს გამოვკრათ ხელი (ამის შამსი მცირეა, თუმცა იმაზე მეტი ვიდრე თავიდანვე რომ გვეთამაშა)

თუ ვითამაშებთ 2-3 მილიონს მივიღებთ, თუ არ ვითამაშებთ ამდენივეთი დაგვაჯარიმებენ
321
მბაპე 18 წლის იყო მსოფლიო რომ დადო. მაიკლ ოუენი. უეინ რუნი და ბევრია ვინც იამალისნაირად თამაშობდნენ. მესი სხვა სამყაროა. ჯერ საერთოდ თუ არის იამალი რუნის და ოუენის დონეზე. გაპიარებული ბავშვია.
ეს ხო არ ჯობია
რო არ ვეთამაშოთ 3:0 ჩაგვეთვლება ხო? ეგ არ ჯობია 10:0 წაგებას…? ქბა დავფიქრდეთ. ეხლა დივან ექსპერტებმა ღიპით თავი შეიკავეთ, არ გაგეპაროთ მანდ რამე
ვავა ვააავა
აუ ესენი რას გვიზამენ…. წარმოდგენა არ მინდა
ბადრი
რა მესი ან რონალდო. იამალი მართლა სასწაულია. თუ კარგად დააკვიედებით და გაანალიზებთ მის თამაშს დარწმუნდებით ამაში. ამ ასაკში ასეთი ტექნიკა და რაც მთავარია მინდორზე ხედვა მე მგონი არავის არ ქონია. გეგონება კაი გამობრძმედილი ფეხბურთელიაო.
სანიოლ ასე ჰქენი
ეს ესპანეთი ჩვენგან ბურდღას არ დატოვებს. ხოდა არცერთი წამყვანი ფეხბურთელი არ ვათამაშოთ- 10:0 წავაგებთ. ისევ ფერერის დონის სასტავი გავიყვანოთ. სათქმელი გევქნება მაინც:))))
დაჩი.
მესი, მესია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ამით ყველაფერია ნათქვამი!!!!!!!!!!!!
321
ოქროს ბურთი არა კვატი. მე_10 კატეგორიის ტურნირია. მსოფლიო ან ევროპა უნდა დაიდოს.ზოგადად ფრანცია ყველაზე ძლიერი ნაკრებია ფორმაში არ არიან პროსტა.
ვახო
მესის რა დამავიწყებს? ერთადერთი ფეხბურთელი ვის თამაშებსაც ვუყურებდი და ეხლაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ! როგორ შეიძლება ისეთი ფეხბურთის შემომქმედს როგორიც ლეო მესია,სთქვა "რაის მესი"? (როლანდოზე რაც გინდათ ის სთქვით) ვეთანხმები მეგობარს, იამალმა ჯერ მიაღწიოს ლეოს დონემდე და გაიაროს ის რთული გზა და მერე კი ბატონო!
რაის მესიო
რა მალე ივიწყებს ხალხი მესის . მესის დროს მონსტრები თამაშობდნენ და ყველას შუაზე ხევდა და დღეს იგივე ფეხბურთია? დონით 4 ჯერ ნაკლებია ხოდა არგვინდა იამალის ცაში აყვანა მესის მესამედი კარიერა დადოს და მერე ვილაპარაკოთ
იამალი
კვარასაც ვნახავთ ესპანეთის წინააღმდეგ და მერე რას იტყვი ნეტავ?:)
ზედა მეზობელი
მიეცით ოქროს ბურთი ამ ბოვშს,თორე ქვას ქვაზე არ ტოვებს. ამ ბიჭმა თუ ასე გაგრძელა,რა მესი და რა რონალდუ,სასწაული ტალანტია. 17 წლის ასაკში რო ადამიანს პრეტენზია აქვს ოქროს ბურთის მოგებაზე,ეს სასწაული ამბავია. კი მართალია რო ოქროს ბურთის დაჯილდოება უაზრობა გახადეს,მარა მაინც,ეკუთვნის ამ ბავშვს. მე პირადად,რომ შემეძლოს პედრის მივცემდი,მარა ბევრი გოლი უნდა გაიტანოოო,მერე ბევრი ტიტული უნდა მოიგოო და ა.შ. ყოველ წელს სხვადასხვა კრიტერიუმია,გააჩნია ვის უნდა მისცენ ეს ჯილდო. როცა მესიმ ლალიგის გარდა ვერაფერი მოიგო,გოლები გახდა მნიშვნელოვანი,ხოლო როცა მესის სუარესმა აჯობა(რონალდუსაც) გოლებში,მერე ტიტულები გახდა მნიშვნელოვანი,ასე იყო რიბერის შემთხვევაში. არადა,2019 წელს,ოქროს ბურთისთვის ვანდაიკი და მესი იბრძოდნენ,როცა ალისონს უფრო მაგარი შედეგები ქონდა. საკლუბო ტიტიულებს კოპა ამერიკა დაუმატა და მეშვიდეზე გაიყვანეს. ამიტომაც არ გამიკვირდება რო დემბელეს შეტენონ,მაინც ფრანგია და პარიზში ტარდება. წარმოიდგინეთ,როგორ დეგრადირდა საფეხბურთო გემოვნება რო დემბელეს ოქროს ბურთის პრეტენზია აქვს,ქე გამოჩნდა მისი კლასი ამ კონკრეტულ თამაშში. მავანნი ამბობენ რო ლიგა მოიგოო,რა მერე ეგ მარტომ მოიგო? რაც დონარუმას სეივები აქვს ნაკეთები,ვიტინიას და ჟოაო ნევეშს ნარბენი მაგის დაკარგულ ბურთებზე,რა შუაშია დემბელე? ოქროს ბურთს რო ადამიანს მისცემ,ნაკრებშიც და კლუბშიც მაგრად უნდა თამაშობდე. გამახსენეთ მისი ნათამაშები სანაკრებო მაგარი თამაში,აქვს ეგეთი? აი,იამალი უკვე ევროპის ჩემპიონია და თან იმ გუნდის ლიდერი იყო და არის,პედრი კიდევ. იგივე ვიტინია,შემოვიდა და თამაში გააკეთა გერმანიასთან. მოკლედ,დემბელეს თუ ოქროს ბურთი მისცეს,დახურეთ ფეხბურთი და ეგ იქნება. დონარუმა დამავიწყდა,სასწაული სეზონი აქვს,ნაკრებშიც მაგარი მოხოდილი იყო სულ და მეტი რა უნდა ქნას მეკარემ,ბევრი გოლი გაიტანოს? თავდამსხმელებმა დაიწყონ სეივების კეთება და მეკარეებიც ისწავლიან გოლების გატანას,ალისონს და პრიოდელს ქე აქვთ გატანილი. ჩილავერტი იყო ასეთი მეკარე,რაც მაგას გოლები აქვს გატანილი,ჯარიმებს და პენალტებს ასრულებდა. ჩილავერტს რაც ჯარიმები აქვს გატანილი,დემბელეს არ დაესიზმრება,არც ბევრ სხვას კიდევ. თუ ადამიანმა ფეხბურთი იცის,მან იცის რო ტიტულებს კარგი საყრდენის და მეკარის გარეშე ვერ მოიგებ,თუმცა ყველა თავდასხმელს ატენის ამ ამბავს. ალისონს რო ნაპოლისთან ის ბურთი არ აეღო ბოლო წუთზე,ვანდაიკს ლიგა მოგებული არ ექნებოდა,როგორც დონარუმას ან ბევრს სხვას კიდევ. სერხიო ბუსკეცს რო ოქროს ბურთი არ ექნება ეს არის ფეხბურთის სირცხვილი,როგორც კაზემიროს.თუმცა კარგია რო როდრის მაინც დაუფასდა შრომა და მას მაინც მისცეს.
გიორგი
ვნახეთ პსჟ-ს ვარსკვლავები საქმეში
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე