საქართველოს ნაკრები ეცდება, 2025 წელს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვოს. ვილი სანიოლის გუნდი ქუთაისში კაბო-ვერდეს უმასპინძლებს - კვირას, 8 ივნისს, 20:00 საათზე.

"ჯვაროსნების" ბოლო 10 საშინაო მატჩი 5 მოგება, 4 ფრე (ბერძნებს პენალტებში მოვუგეთ) და მხოლოდ ერთი მარცხია(ალბანეთთან), ქუთაისში კი გუნდი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს.

რამდენიმე დღის წინ საქართველომ ფარერები თუ (1:0) დაამარცხა, კაბო-ვერდემ ამხანაგურში მალაიზიას (3:0) აჯობა. იტალიური "ვერონას" ფორვარდმა, დაილონ როშა ლივრამენტმა დუბლი შეასრულა. ამავე ნაკრებები 29 მაისს ფრით (1:1) დაშორდნენ.

სანიოლის ბიჭები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბრძოლას სექტემბერში იწყებენ, მათი მოწინააღმდეგე კი საკვალიფიკაციო ჯგუფის ლიდერია და კამერუნს ერთი ქულით აღემატება. შანსს პლეი-ოფითაც მიიღებენ. ფაქტია, მუნდიალზე ადგილების რაოდენობის ზრდა ევროპულ ნაკრებებს არაფერში წაადგათ, აი, სხვებს კი...

"ლურჯ ზვიგენებსაც" სურს, სექტემბერს კარგ ხასიათზე შეხვდეს. "ვილიარეალის" მცველი ლიგან კოსტა ითამაშებს. ბუბისტას გუნდი ეცდება ისარგებლოს იმით, რომ ქართველებს ლიდერები არ ჰყავთ. 35 წლის რაიან მენდესი, ვინც ახლა თურქეთში, "ქოჩაელში" გამოდის, მინდორზე კაპიტნის სამკლაურით გამოვა. კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელი გუნდია და ეცდებიან, მეხუთე წაუგებელი მატჩი ჰქონდეთ.

ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს, ვინც თავი სათანადოდ ვერ გამოიჩინა, შანსი 3 დღეში ექნება და ზოგიერთი კი ზარს სექტემბერში დაელოდოსო. აქედან გამომდინარე, შემადგენლობაში ბევრ სიახლეს ველით და უნდა ითამაშონ მათაც, ფარერებთან დრო საერთოდ რომ არ მიუღიათ.

კარში ლუკა გუგეშაშვილი იქნება. დაცვაში ორ ახალ სახეს ველით. ივა გელაშვილი გველესიანს ან დვალს შეცვლის, მარცხნივ კი შანსი ამჯერად გურამ გიორბელიძემ უნდა მიიღოს.

ნიკა კვეკვეაკირსა და სანდრო ალთუნაშვილს 3 დღის წინ დრო არ მისცემიათ. ვვარაუდობთ, რომ ერთ-ერთი მაინც ქუთაისში დაიწყებს.

თუკი ვინმეს შანსის ახლიდან მიცემაზეა საუბარი, ალბათ გიორგი ბერიძე და გიორგი გულიაშვილი უნდა იყვნენ. სანიოლს იქნებ უფრო მეტად სურს, მათ შესაძლებლობებსა და სანაკრებო პერსპექტივებში გაერკვეს.

რაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, გიორგი ქვილითაია მატჩს აღარ დაიწყებს, თუმცა ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გიორგი გაგუა ითამაშებს, რთული სათქმელია, კიდევ ერთ შესაძლებლობაზე უარს არც დავით ვოლკოვი იტყვის!..

ეზო
ფარერებთან ჩვენები ახალი მაისურებით გამოვიდნენ და მაისურებს ღილები ქონდათ მე პერანგი მეგონა.. შეიძლება ესე?? არვიცი ვიკითხე უბრალოდ
სიმარტლე
კაგით რა მსოფლიოზე თამაშის პრეტენზია გვაქვს და კაბო ვერდე და ფასრერები? მეტი კუნულები ვერ ახეთ უფრო ნაკლები მოსახლეობით? აგერ უზბეკეთი გავიდა მსოფლიოზე ჩვენი ფედერაცია კი ტყემალზე ზის. ისევ. სახელებს არ დავასახელებ როა არავის არ გაგიტყდეთ მაგრამ ამ ნაკრებიდან ნახევერი არ არის გამოსაძახებელი. ყველა აქცენთს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ამყარებენ, ჩვენ კიდევ ვამწნილებთ ახალგაზრდებს, ჯერ ეს ნაკრები უნდა გამოიარონ, მერე ის და ასე შემდეგ. არ არიან გუნდის ლიდერები არ ნიშნავს რომ ვინც საპენსიო ასაკისა არის ყველა გამოიძახონ ნაკრებში. გამოეძახებინათ ახალგაზრდები 23 წლამდე მისულები რომ ენახათ როგორ გაქაჩავენ, სად არის კვერნაძე, ლომინაძე განსაკუთრებით როდესაც ნაკრებს სიმაღლე აკლია? 21 წლიანებშიო იტყვით. მერე აქვთ რამე თამაშები დაგეგმილი 21 წლიანებს? მე. თოკო კვარაცხელიასაც მივცემდი თამაშის საშუალებას ასეთ უაზრო გუნდების წინააღმდეგ და ანდრია ბართიშვილსაც, მერე რა რომ პატარები არიან? იამალიც პატარაა მაგრამ ხატავს. ამ დროს ფარერების წინააღმდეგ დახატეს სასწაული...ეს გუნდი ჩვენს სამხრეთელ ბიძაშვილებთან იგივე ანგარიშით წააგებს რითაც ჩვენ მოვუგეთ ამას წინათ...ამხანაგური მატჩები არის ახალგაზრდებისთვის შანსის მისაცემი და არა პენსიონერებისათვის! ლორიას გაცილებაზე არ მაქვს ლაპარაკი აქ. ლორიას უფრო დიდ გუნდთან ეკუთვნოდა გაცილება ვიდრე რაღაც კუნძულებთან! ჰო მერე შესთავაზეთ ამასაც პარლამენტის წევრობა კიდევ... https://www.youtube.com/watch?v=0gt7QXwYpZo

თედო,საქართველოს 21 წლამდელთა თამაშს უყურე რუმინეთთან?თუ უყურე,მოგეწონა და შენი აზრით,დღესვე შეცვლიან პირველი ნაკრების ფეხბურთელებს?ყველაფერს თავისი დრო აქვს.
tngh
კაბო-ვერდესთანაც იგივე დონის თამაში იქნება, რაც ფარერებთან... სამწვრთნელო, ამხანაგური!!!
ნუგზარს
"გვახარჯვიებ" კარგი სიტყვაა... )))))
ნუგზარი
მერე რატომ გვახარჯვიებ ამდენ ფულს მწვრთნელში. თვეში 2-3 დოლარად უარს არ გეტყვიან თქვენნაირ სპეციალისტს.
tngh
ფარერებთან იყო სამწვრთნელო, ამხანაგური თამაში...
პორტოს
თქვენც დატოვეთ ნომერი, ბატონო პორტო. გეძებთ ხალხი, ნახირი რომ უპატრონოდ დაგიტოვებიათ ველზე.
Porto
იქნებ თქვენი ნომერი დატოვოთ ფედერაციიდან რომ დაგიკავშირდნენ :))))))))))))))))
გივი
ფარერებთან რაც ტემპი იყო თუ ახლაც მასე ითამაშეს არანაირი შანსი არ გვექნება, კონკრეტულ ფეხბურთელებზე ახლა რა უნდა ვთქვათ, მაგრამ ზოგიერთი აშკარად აღარ შეესაბამება ნაკრების დონეს და სანიოლი რას ამოწმებს ვერ მივხვდი, ერთი მარტო ლობჟანიძეზე ვიტყვი, რომ კარგად დარბის ძალიან კარგადაც, მაგრამ კარს ვერაფრით უმიზნებს ან წამით აგვიანებს ყოველთვის და მასე არაფერი არ გამოვაა...
tedo
ერთმა ჟურნალისტმა მაინც ჰკითხეთ სამწვრთნელო სტაფს , რა მიზანს უსახავენ გუნდს , ასევე ახალწვეულ ფეხბურთელებს და როგორ ასრულებენ . მე ვერ დავინახე ვერც დავალება , ვერც ტაქტიკური მონახაზი , ვერც მიზანი და ვერც რაიმე მომზადებული კომბინაცია . ამას გარდა , ვოლკოვის და ქვილითაიას აქ ყოფნის მიზეზს და არსსაც ვერ ვხედავ (კვეკვესკირზე აგარაფერს ვამბობ ). მადლობა მათ , მაგრამ თბილი ნახვამდის ! ახალგაზრდების და ახალი სახეების წარმოჩენას არ უნდა ემსახურებოდეს ასეთი თამაშები ?ფარერებთან თამაში არ იყო .იყო ცოდვილობა .არც ტემპი . არც მონდომება . ან ლობჯანიძეს რა უნდოდა მარცხნივ , ან გულიაშვილს ნახევარდაცვაში ვერ გავიგე . მოკლედ რა !
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
[VIDEO] საქართველოს ნაკრებს ახალი სათამაშო ფორმა აქვს
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია