
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით საკუთარ მოედანზე კაბო-ვერდეს დაუზავდა - 1:1.
თავიდან თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, ჩვენი გუნდიდან მომენტები აქტიურმა გაგნიძემ და გოჩოლეიშვილმა ვერ გამოიყენეს. შანსები სტუმრებსაც მიეცათ, თუმცა გუგეშაშვილმა „ჯვაროსნები“ ორჯერ გადაარჩინა. სადღაც 25-ე წუთიდან უპირატესობას ჩვენი მეტოქე დაეუფლა, მაგრამ გატანა ვერ შეძლეს, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი საქართველოს ნაკრები თავურით ლობჟანიძემ დააწინაურა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, გუგეშაშვილმა და გრასას დარტყმული რთული ბურთი მოიგერია. ქართველ ფეხბურთელებს ბურთის დაჭერა და მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა უჭირდათ, მენდეშის დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე დვალს მოხვდა და „დაზარალებულმა“ პენალტით ანგარიში გაათანაბრა. კონტრიერიშისას გულიაშვილმა ვერ უწია მიზანს და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ერთი სიტყვით, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა უახლოესი რეზერვი გამოსცადა და დაინახა, ვისი იმედი შეუძლია ჰქონდეს მომავალში.
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
საქართველო - კაბო-ვერდე 1:1
გოლები: 1:0 ლობჟანიძე (45+1), 1:1 მენდეში (77, პენ)
საქართველო: გუგეშაშვილი, გოჩოლეიშვილი (შენგელია 78), გველესიანი (გელაშვილი 54), დვალი, ლოჩოშვილი (გიორბელიძე 78), მექვაბიშვილი, გაგნიძე, მამუჩაშვილი, ლობჟანიძე (ბერიძე 78), ქვილითაია (ვოლკოვი (54), გულიაშვილი
