პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ კატარულ ტელევიზია Al-Kass-სთან საუბარში თქვა, რომ გუნდში ტრანსფერებზე საბოლოო სიტყვა მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს ეთქმის და გადაწყვეტილებას სწორედ ესპანელი იღებს.

პარიზული კლუბის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ დამრიგებელს 27 ან 28 წლის მოთამაშეები არ სურს და უპირატესობას ახალგაზრდა მებრძოლ ფეხბურთელებს ანიჭებს.

"ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებისთვის ლუის ენრიკე საუკეთესო მწვრთნელია. მას ახალგაზრდა ფეხბურთელები უყვარს და მაგალითად, 27-28 წლის ფეხბურთელის ყიდვა მისთვის შეუძლებელია და კატეგორიულად არ სურს.

მას მოსწონს ყველა ის მოთამაშე, რომელიც 21-22 წლისაა. შეგიმჩნევიათ, რომელ ფეხბურთელებს ვყიდულობთ ბოლო დროს? - ყველაზე უფროსი 23 ან 24 წლისაა, მეტი არა.

ლუის ენრიკე აფასებს საბრძოლო სულისკვეთებას, მოსწონს მოთამაშეები, რომლებიც მოედანზე ყველაფერს აკეთებენ, ბევრს დარბიან, გუნდისთვის მუშაობენ.

როგორ ვმუშაობთ ტრანსფრებზე? - სპორტული დირექტორი ლუიშ კამპოსი ენრიკეს ფეხბურთელის ვარიანტს გააცნობს. მწვრთნელმა უნდა შეისწავლოს, როგორ თამაშობს, როგორია მისი ღირებულება, სხვა ასპექტები. ყველას შორის უნდა იყოს შეთანხმება, თუმცა ყველას თავისი როლი აქვს. საბოლოოდ, ენრიკემ ფეხბურთელი უნდა დაამტკიცოს", - აღნიშნავს ალ-ხელაიფი.

მოგეხსენებათ, მსოფლიო სპორტულ მედიაში დიდი ხანია იწერებოდა, რომ პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი სწორედ ლუის ენრიკეს დიდი მოთხოვნით შედგა და პრეზიდენტის ამ სიტყვებმა ახლა ეს ყოველივე დაამტკიცა.

მაგალითისთვის, ხვიჩას გარდა ესპანელს გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები დეზირე დუე, ჟოაო ნევეში და უილიამ პაჩოც ჰყავს მოყვანილი, რომლებიც ერთ-ერთი ლიდერის როლს ირგებენ.

კიმ მინ ჯეს ყიდვა უნდათო და რამდენ წლისაა კიმი?27 წლისა,ან უფრო მეტისაა!თუ ენრიკე წინააღმდეგია,ესე იგი სხვს მოჰყავს,ან კიდევ თვითონ ენრიკე არ ყოფილა კატეგორიული,27 წლის და უფრო ასაკიანის ყიდვაზე?
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
ორი ამოცანა - რას გეგმავს პსჟ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე?
ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
"მას, როგორც ფეხბურთელსა და როგორც ადამიანს, ვაღმერთებ" - პსჟ-ის პრეზიდენტი თავისი გუნდის მოთამაშეზე
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"მას ჩემი ცოლი უფრო აინტერესებდა, ვიდრე მე" - ხესემ ალ ხელაიფზე ისაუბრა
პსჟ-ს პრეზიდენტმა სუპერლიგის დახურვაში გადამწყვეტი როლი ითამაშა
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ" - ალ-ხელაიფიმ პსჟ-ს მოთამაშე გამოარჩია