საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 11 ივნისს ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი ჟილინას სტადიონზე პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

თამაშამდე ერთი დღით ადრე, ახალგაზრდულმა მატჩის მასპინძელ არენაზე ივარჯიშა. ვარჯიშის დაწყებამდე გაიმართა ოფიციალური პრესკონფერენცია, სადაც მედიის კითხვებს რამაზ სვანაძესთან ერთად ირაკლი აზაროვმა უპასუხა.

რამაზ სვანაძე (21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი უკვე მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ამასთან ჩვენი ქვეყანა ზედიზედ მესამე ზაფხულია წარმოდგენილია ევროპის ჩემპიონატზე. ეს არის სტაბილურობა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიური შრომით მივაღწიეთ. ამ საერთო საქმეში ბევრი ადამიანია ჩართული. დარწმუნებული ვარ, ეს სტაბილურობა შენარჩუნდება და გავაგრძელებთ წინსვლას.

ხვალ პირველ თამაში გვაქვს. განვლილი გზა სასიამოვნო იყო. უკვე მეორედ ვართ ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ეს ტურნირი განსაკუთრებულია. აქ საკუთარი შრომის, ნერვების და ბრძოლის ფასად მოვხვდით. ეს განსხვავებული შეგრძნებაა ემოციურად და ზრდის გუნდს. ხვალ, მოედანზე ველოდები გუნდს, რომელსაც კარგად ვიცნობ. თავისი კონკრეტული მიმართულებით, ფილოსოფიით და იდენტობით. არასდროს გვაკლდა ბრძოლისუნარიანობა. მინდა, რომ ეს ყველაფერი პირველივე თამაშიდან გამოვლინდეს, რადგან მივიღოთ იმის ნაყოფი, რისთვისაც ვიბრძოდით.

პოლონეთის სახით ძლიერი მეტოქე გვყავს. კარგად დაბალანსებული გუნდია. მათ დიდი პატივს ვცემთ, მაგრამ გვაქვს ჩვენი გეგმები და ვეცდებით სისრულეში მოვიყვანოთ. ჩვენი გეგმა ყოველთვის უცვლელია. ნებისმიერ თამაშზე გავდივართ დადებითი შედეგის მისაღწევად. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ტოპ ნაკრები, საშუალო თუ შედარებით დაბალი კლასის გუნდი, ჩვენთვის არაფერი იცვლება".

ირაკლი აზაროვი (21-წლამდე ნაკრების წევრი): "მოხარული ვარ, რადგან მეორედ ვითამაშებ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე. სასიხარულოა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპიდან, ჩვენი ძალისხმევით მოვიპოვეთ აქ თამაშის უფლება. საკვალიფიკაციო ეტაპის მსგავსად, იგივე შემართებით ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ".

პოლონეთი - საქართველოს მატჩი 11 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს Setanta Sports-ი შემოგთავაზებთ.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), საბა საზონოვი (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ვახტანგ ბედოშვილი (გარეჯი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).

ევრო 2025 | მატჩების განრიგი

11 ივნისი | პოლონეთი V საქართველო | ჟილინა

14 ივნისი | საფრანგეთი V საქართველო | ჟილინა

17 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | ტრენჩინი

NAKREBI.GE

tngh
პოლონეთი ყოველთვის კარგი გუნდი იყო... ყველა ასაკში. მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს მთელი თამაში. იმედია, ესეც იქნება... წარმატება საქართველოს!!!
zura 222
პოლონეთი ფარერები არ გეგონოდ, მართლა მაგარი კამანდა ყავთ, ალბად მოგვიგებენ
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა