საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის და ამისთვის პორტუგალიელების დამარცხება სჭირდება - ტრენჩინში, სამშაბათს, 17 ივნისს, 20:00 საათზე.

ერთი წლის წინ, ევრო 2024-ზე, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მერვედფინალში პორტუგალიის ძლევით გააღწია. განსხვავება ის იყო, რომ რონალდოსა და მის თანაგუნდელებს შემდეგ ეტაპზე გასვლა განაღდებული ჰქონდათ.

რამაზ სვანაძის გუნდი ფრანგების დამარცხებასთან ახლოს იყო, მონდომება არ დაუკლიათ, მაგრამ მოწინააღმდეგემ უფრო მაღალი კლასი გამოავლინა.

პორტუგალიის ნაკრები ერთ-ერთია იმ სამ გუნდს შორის, ვისაც ამ ტურნირზე გოლი არ გაუშვია. "სპორტინგის" შემტევმა, 18 წლის ჯოვანი ქუენდამ, პოლონელებს პირველივე ტაიმში დუბლი შეუსრულა, საგოლე პასიც შეასრულა და შესვენების შემდეგ მწვრთნელმა რუი ჟორჟემ შეცვალა. "ბრაგას" 19 წლის გარემარბი, როჯერ ფერნანდესი საგოლე პასებით გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ, თბილისში ქართველებმა პორტუგალიელებმა აჯობეს და ჯგუფური ეტაპის დასაძლევად დიდი ნაბიჯი გადადგეს.

საბა საზონოვმა ტრავმა მიიღო და მოსალოდნელია, ცენტრალურ მცველად ნოდარ ლომინაძემ ითამაშოს. შესაძლოა, დრო კიდევ ერთმა "დინამოელმა, ირაკლი იაკობიძემ მიიღოს, ვისაც აქამდე არ უთამაშია.

ნახევარდაცვაში ოთარ მამაგეიშვილს პირველივე წუთებიდან ვვარაუდობთ. ქართველების შემადგენლობა უფრო შემტევი იქნება, გიორგი აბუაშვილს ამჯერად სასტარტოში ვიხილავთ და იქ ვასილიოს გორდეზიანსაც ველით. გიორგი კვერნაძისა და ლაშა ოდიაშიას შეტევით უნარებს დიდი მნიშვნელობა ექნება, ისევე როგორც მეკარის, ლუკა ხარატიშვილის თამაშს.

მეკარეებს თუ არ ჩავთვლით, ჯერჯერობით მამაცაშვილს, მორჩილაძესა და ბედოშვილს არ უთამაშიათ და დაველოდოთ, ისინი დროს ახლა თუ მიიღებენ.

ბრძოლა ბოლომდე გრძელდება!..

tngh
წინ ურთულესი თამაშია... მაქსიმალური სიფრთხილით და გონიერებით წარმატების მიღწევა შესაძლებელია... იმედია ესეც იქნება!!!
tngh
წინ ურთულესი თამაშია... მაქსიმალური სიფრთხილით და გონიერებით წარმატების მიღწევა შესაძლებელია... იმედია ესეც იქნება!!!

ლომინაძე საზონოვს კი შეცვლის,მაგრამ სრულფასოვნად ვერ შეცვლის და თვითონ მას ვინ შეცვლის?ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ.ერთია,ცარიელი კაცი,ქვაზე მაგარიაო!დასაკარგი არაფერი გვაქვს და შესაძლოა ეს გახდეს ჩვენი მთავარი კოზირი.
ბს

გიორგი მახარადზე
რამდენი მოგალატე გვყავს.ვიგაც გამოხმაურება ბოროტად გცვწერს. უხარიატ ტუ წავაგებტ .არაპერია პორტუგალიას აუცილებლად მოვუგებტ.აუცილებლად დადუმდებიან მოგალატეები.
დ.დ.
ტრავმა რომ მიიღო ყველამ დავინახეთ ! როგორაა ? რა სიმძიმის ტრვმაა ? რამდენ ხანს იუქმებს ? როცა მოიცლით, შეგვატყობინეთ. გვაპატიეთ, რომ ძვირფას დროს გართმევთ . უკაცრავად გ ე ნ ი ო ს ე ბ ო .
სვანაძე: მოსალოდნელმა პრობლემებმა იჩინა თავი - მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში საფრანგეთთან დასანანი მარცხი განიცადა
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
ლიპარტელიანის ოქროს შემდეგ პირველობას 3 ქართველი შეუტევს
ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
[VIDEOS] ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს
"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
იმად დარჩი, რაც ხარ - გატუზო იტალიის ნაკრების მწვრთნელია
გასამრჯელოს გაუორმაგებენ - ცნობილი გახდა დემბელეს მომავალი ხელფასის ოდენობა
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
უდიდესი სენსაცია - კვანტრიძემ მოქმედი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი დაამარცხა!
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
"მუდმივად სირენების ხმა ისმის, მოდუნების საშუალება არ გვაქვს" - ობლაკი პსჟ-სთან მატჩის წინ
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
"აი, ამიტომ წავიდა არნოლდი "ლივერპულიდან" - კლოდ მაკელელე
"ასეთი ჯილდოები არ მაინტერესებს, მაგრამ..." - რა თქვა ლუის ენრიკემ
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
"სიკვდილის მეშინოდა, ევრო 2024-ზე წასვლა არ მინდოდა" - მორატას გულახდილი საუბარი
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
სვანაძე: მოსალოდნელმა პრობლემებმა იჩინა თავი - მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
U21. საქართველო - ბელარუსი [LIVE]