ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩვენი ნაკრების გამორჩეული მოჭიდავეები, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე იჭიდავებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ბადეში ორივე ქართველს არ გაუმართლა, განსაკუთრებით ლუკას, მივყვეთ დეტალურად.

ლაშა ბექაური პირველ წრეს გამოტოვებს, მეორე წრეში სერბ მილიან რადულიას ან ბელარუს ალექსანდრ სიდორიკს დაუპირისპირდება, სავარაუდოდ მესამე წრეში რუს მიხაილ იგოლნიკოვთან იჭიდავებს (ტოკიო 2020-ში დაამარცხა), მეოთხედფინალში კი სავარაუდოდ გოკი ტაჯიმა (მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი) იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე, რაც შეეხება პოტენციურ ნახევარფინალისტ მეტოქეს, დიდია ალბათობა ვიხილოთ ბრაზილიელი რაფაელ მასედო ან აზერბაიჯანელი ელიან ჰაჯიევი, მოკლედ, ველოდებით ლაშას მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში.

რაც შეეხება ლუკას, ქართველ ექს მსოფლიოს ჩემპიონს ბადეში არ გაუმართლა. მაისურაძე ახალგაზრდულში ოლიმპიური ჩემპიონით, ვუგარ ტალიბოვით იწყებს, შემდეგ მოდის, ჩვენთვის კარგად ნაცნობი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი, იტალიელი კრისტიან პარლატი, მესამე წრეში მსოფლიოსა და ევროპის ყოფილ ჩემპიონს, სერბ ნემანია მაიდოვს დაუპირისპირდება, მეოთხედფინალში მოქმედ ოლიმპიურ ბრინჯაოს მედალოსანს, ბერზენ თეოდოროს ცელიდისს შეხვდება, ნახევარფინალში კი ყველასთვის კარგად ნაცნობ იაპონელთან, სანშირო მურაოს ეჭიდავება.

რაც ფაქტია, ბექაურს მაისურაძესთან შედარებით მარტივი ბადე ერგო, თუმცა არ გამოვრიცხავთ მორიგ ქართულ ფინალს, ამჯერად ბუდაპეშტში (დოჰაში იყო პირველად ქართული ფინალი). აქვე გეტყვით, თუ რატომ ვუსვამთ ხაზს ბადეს. დღეს, 16 ივნისს გამოჩნდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია განთესვა და იღბალი მსგავსი კალიბრის ტურნირზე, დღეს ჩვენი ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს ნაომარი შეხვდა, იჭიდავა ალბაირაქთან, კასესთან, ცკაევთან, ხოლო არბუზოვმა "ისეირნა", გადამწყვეტ შეხვედრას ფაქტობრივად დასვენებული შეხვდა და ჩვენ და დასანანად, დამატებით დროშიც დაამარცხა.

მელიტონ ქანთარია
ეს კომენტატორები და ჟურნალისტები ერთი იმისგან ხართ რა ჩამოსხმულები ბადეში არ გაუმართლათ, ახალგაზრდაა გამოუცდელი, იმან ყველა წამებში მოიგო, ჩვენებმა ძალა შეალიეს, ძველმა ტრავმამ იჩინა თავი, დედა რა ჯანის პატრონია / არბუზოვზე / და ა.შ და ა.შ. ასე რომ თავი დაანებეთ წაგების მიზეზების ძებნას და რომ გამოხვალთ საჭიდაოდ, პარლამენტარობაზე კი ნუ ფიქრობთ, მეტოქის დამარცხებაზე და ტატამიდან მის გაქრობაზე იფიქრეთ!
გაგიკ ბოლო
"ახალგაზრდულში ოლიმპიური ჩემპიონი" რას ნიშნავს?
გიორგი 50
არ გაუმართლა, არ გაუმართლა... კარგი რააა... ეს იმათ, არ გაუმართლაათ... ქართული ფინალი იქნება...
ზაზა
2
რეზო
რამდენი წონუს გაორება შეიძლება ?
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] მაისურაძე ოქროსთვის, ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის...
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
[VIDEO] ბექაურმა რუსი ძიუდოისტი დაამარცხა და საქართველოს დროშა უჩვენა
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] დომინანტურად - ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე