კიმ კლაისტერსი მუცლის კუნთის ტრავმის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს ამერიკის ღია პირველობაზე, სადაც მას ტიტული უნდა დაეცვა
სამწუხარო ამბავი შეიტყვეს მსოფლიოს მესამე ჩოგანის - კიმ კლაისტერსის გულშემატკივრებმა. ბელგიელი ჩოგბურთელი მონაწილეობას ვერ მიიღებს ამერიკის ღია პირველობაზე, სადაც მას ტიტული უნდა დაეცვა. მიზეზი ყველასთვის ცნობილია - ბელგიელმა ორი კვირის წინ ტორონტოს ტურნირზე მუცლის კუნთის ტრავმა მიიღო. შეგახსენებთ, რომ კლაისტერსმა ვერც უიმბლდონზე შეძლო გამოსვლა - მაშინ მას იდაყვის დაზიანება აწუხებდა.

"ორი კვირა საკმარისი არ იქნება ტრავმის შემდეგ აღდგენითი პროცესისთვის. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ. მთელი ზაფხული ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი სწორედ იმისთვის, რომ ამერიკის ღია პირველობას კარგ ფორმაში შევხვედროდი, მაგრამ დაძაბული მუშაობა წყალში ჩაიყარა", - განაცხადა კლაისტერსმა, რომელიც ამერიკის ღია პირველობის ბოლო ორი სეზონის ტრიუმფატორია.

2009 წელს კლაისტერსმა "ფლეშინგ მედოუს" კორტები კარიერაში ორწლიანი პაუზის შემდეგ დაიპყრო. მაშინ ის 1980 წლის შემდეგ პირველად "დიდი სლემის" ტურნირების განუთესავი ჩემპიონი გახდა.

შარშან კი ბელგიელმა წარმატებით დაიცვა ტიტული, 2011 წლის დასაწყისში კი ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, როცა ფინალში ჩინელი ნა ლი დაამარცხა.

ასევე ცნობილია, რომ ამერიკის ღიას გარდა, ბელგიელი გამოტოვებს იაპონიასა და ჩინეთში დაგეგმილ სუპერტურნირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა