"ლიონი", რომლის ღირესებასაც გიორგი მიქაუტაძე იცავს, ლიგა 2-ში დააქვეითეს, - იტყობინება RMC Sport-ი.

კლუბის ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად დღეს კონტროლისა და მართვის ეროვნული დირექტორატის (DNCG) შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო "ლიონის" ამერიკელმა მფლობელმა" ჯონ ტექსტორმა.

შეგახსენებთ, ნოემბერში კლუბი უკვე გააფრთხილეს, რომ თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდებოდა, ქვედა დივიზიონში დააქვეითებდნენ.

ტექსტორის არგუმენტებმა კომისიის წევრები ვერ დაარწმუნეს, რომლებმაც "ლიონის" დაქვეითების გადაწყვეტილება დაამტკიცეს. კლუბს გასაჩივრების უფლება აქვს. ინფორმაციას პროფესიული საფეხბურთო ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბს 505.1 მილიონი ევროს ოდენობის ვალი აქვს.

გასულ სეზონში "ლიონმა" ლიგა 1-ში მეექვსე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე გავიდა. ამერიკელმა ბიზნესმენმა თქვა, რომ დავალიანების ნაწილი "კრისტალ პალასში" საკუთარი წილის გაყიდვის შედეგად დაფარეს, ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირეს, ზოგიერთი მათგანი გაასხვისეს, კლუბის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა და ოპტიმისტურადაა განწყობილი.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, კარგი სეზონი ჩაატარა, მისი სამსახურით არაერთი ევროპული კლუბია დაინტერესებული და შეიძლება გუნდის გამოცვლა მოუწიოს.

zura222
ეს იცით რატომოხდა ? ის ამბავი ჩამცხრალი იყო მიაფუჩეჩეს მიაჩუმათეს მაგრამ ლიონის ნა...მა მფლობელმა პსჟს უჩივლა ხვიჩას ტრანსფერის გამო და პსჟ-მ ეგრე არ უნდაო და ამოუქექა ესამბავი და უჩივლა საპასუხოდ და მკაცრად დააყენა ლიონის დასჯის საკითხი და ფრანგული ფეხბურთის მამებს სკანდალის შეეშინდათ და გააგდეს ლიონი ! აი ასეა ვინც სხვას საფლავს უთხრის შიგ თვითონ ჩავარდებაო ! და ღირსია რას ათამაშებდა ერთ ადგილს ის ამერიიკელი? ხოდა მიიღო რაც ეკუთნოდაა!
ჟორა
მე მგონი არ ღირს იმ გუნდისთვის გარჯა რომელსაც 3 გუნდი ყავს შპს ვით ჯონ ტექსტორს ვგულისხმობ,ბოტაფიგო და კრისტალ პალასიც მაგისი ყოფილი
ირაკლი
ახლა გვინია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ თავის დროზე მონაკო უნდა აერჩია, ბავშური საქციელი იყო ლიონში წასვლა, მაგრამ არაუშავს, შეიძლება კარგიც იყოს ეს ამბავი და აქედან პირდაპირ რომელიმე ტოპ კლუბში მოხვდეს, რასაც უეჭველი იმსახურებს!
განდილა
პაპიიი, ერთი შენ დაანგრევ ბებოს ლოგინში და მეორე ჟორჟი მსოფლიოს )))
G
გიოს ლიონი მაგრად უყვარს საერთოდ არ გამიკვირდება რომ დარჩეს და ლიგა1ში ამოსვლაში დაეხმაროს!
კირილე სიორიძე
იმედია მიქაუტეძეზე ცუდათ არ იმოქმედებს ეს ფაქტი
მეზღვაური
იმედია ლიონის გავარდნით სენტ ეტიენს დააბრუნებენ ლიგა 1ში და ზუკას აღარ მოუწევს მინიმუმ 1 სეზონი კლუბის გამოცვლა.აი გიო იმედია არ გაყვება ლიგა 2ში ლიონს და კლუბს შეიცვლის.

ცუდი ამბავია!ასეთი კლუბის გასაგდებად გამეტება, არა მგონია დაუშვან.ბევრს გაჰყიდიან,მაგრამ დავალიანებას ძალიან შეამცირებენ და ვალის რესტრუქტურიზაცის თუ გააკეთებენ,დაფარვას შესძლებენ.
L.J.
Dzalian cudi:((( Texstorma raime unda moipiqros!!!
გიგო პაპა
თავს უშველე ჟორჟ, იჩალიჩე პსჟ, დაანგრევთ შენ და ხვიჩა მსოფლიოს!
რჩება თუ არა პსჟ-ში და აგრძელებს კონტრაქტს - დემბელემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის