მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მატჩი ატლანტაში ჩატარდება - ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ლიონელ მესის "ინტერ მაიამის" წინააღმდეგ - დღეს, 29 ივნისს, 20:00 საათზე.

მესის აშშ-ში არაოფიციალური "ბარსელონა" ჰყავს შეკრებილი და ისინი ახლა ლუის ენრიკეს დამარცხებას ეცდებიან.

მიმდინარე ჩემპიონატზე პარიზული გუნდი ბურთს საშუალოდ 73%-ით ფლობს, გოლები კი მოედნის სხვადასხვა წერტილიდან, ექსვმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა, მათ შორის "კვარამაც". "ბოტაფოგოსთან" გაშვებული გოლი დიდი იშვიათობა იყო, ბოლო 5 თამაშში მხოლოდ ერთხელ.

რვა წლის წინ, "ბარსელონამ", სადაც მესი, სუარესი, ბუსკეტსი, ალბა და მაიამელთა თავკაცი მასკერანო თამაშობდნენ, პსჟს მძიმე მარცხი განაცდევინა, ლეგენდარული 6:1. "ბარსას" მაშინ ლუის ენრიკე თავკაცობდა. ისინი ამას ახლა ალბათ აღარ ელოდნენ, მაგრამ მესი და ენრიკე ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან. ეგეც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დადებითი მხარე.

"ინტერმა" ამერიკული ფეხბურთის ღირსება უნდა დაიცვას და ეცადოს, მაქსიმალურად შორს გავიდეს. ისინი ახლა კარგ ფორმაში არიან.

დემბელე ბრუნდება და ვნახოთ, რამდენს ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის მიერ გატანილი გოლების ნახევარში მიიღო მონაწილეობა. მშვენიერ ფორმაშია ვიტინია.

"ინტერ მაიამის" კარის მშრალად შენახვა უჭირს, პსჟს კი გატანა უადვილდება - ვნახოთ, რა იქნება ატლანტაში.

tngh
პსჟ-ს გულშემატკივარი ვარ... უპირობოდ!!!
ვაჟა მასწავლებელი
რა ხდება? არც ერთ სატელევიზიო არხზე არაა თამაშის ტრანსლაცია მითითებული!
ტორო
კვარას კარიერა ზღაპარივით მიდის. ღმერთი შენსკენ კვარა
ჟორა2
პსჟ თავის კონსერვატიულ ფეხბურთს ითამაშებს და ეცდება ისე მოიგოს არ გადაიღალოს. 2 ბურთის სხვაობის შემდეგ დაწყნარდება და ასე მიიყვანს საქმეს ბოლომდე.
გიას
ბაქი-ბუქობას, კარგი არაფერი მოაქვს!
გია
თუ ორივე გუნდი თავის მაქსიმუმ იზამდ პსჟ ალბათ 8-1 ან 10-1 მოიგებს
სტალინი
თქვენი "ევროპული ღირსება" არ დაიშვას.
გიგუილა პაპას
მაგ სიარულ, სიარულში კი გააქვთ ლეგენდებს გოლები და? ისე გიჰუია პაპავ! ტრაბახს მოუკვდეს პატრონი!
N
ნეტავ, ხვიჩა თუ არის აცრილი: ემანდ, სუარესმა არ უკბინოს!
გიგო პაპა
რა ღირსება, რის ღირსება? მესი და სუარესი ივლიან, უკან დაცვას ეგენი არ(ვერ) დაეხმარებიან და წინაც არ მგონია პსჟ-ს ახალგაზრდა და სწრაფ მცველებს მოუხერხონ რამე. ფაქტიურად 9 კაციანი გუნდი იქნება და წესით ხვიჩამ და კომპანიამ უნდა შეჭამონ ამერიკელები. წარმატებები ჩვენს ლომს!
სტალინი
ამერიკული ფეხბურთის ღირსება საინტერესო სიტყვაა და როდის ქონდათ მათ ევროპული ფეხბურთი, რასაც დანარჩენები ფეხბურთად აღვიქვამთ. პელეს კოსმოსიდან მოყოლებული სულ სხვების ხარჯზე გადიოდნენ.
zura
ვის რაში აინტერესებს ეს სისულელეები,დაწერეთ ვანდა ნარაზე.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
პსჟ - "რეალის" დღე - კვარაცხელია "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა