საქართველოს ნაკრების შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა მსოფლიოს თასზე წამსვლელი შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ნაკრების შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა ახალ ზელანდიაში, მსოფლიოს თასზე წამსვლელი 30 მორაგბის ვინაობა დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" თვეზე მეტია საფრანგეთში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან. ჩვენმა გუნდმა ორი საწვრთნელი შეხვედრა გამართა, რომელთა მიმიდნარეობისას დაშავდენენ მესამეხაზელი ზვიად მაისურაძე და ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძე.

მაისურაძემ მუხლი დაიზიანა და როგორც გაირკვა, საოპერაციოა. ბეგაძემ კი ხელი იტკინა და ისე გამოვიდა, რომ ორივე მათგანი გუნდის 30-კაციანი შემადგენლობის მიღმა დარჩა.

ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასი მესამე იქნება შვიდი "ბორჯღალოსანისთვის". ესენი არიან პირველხაზელები გოდერძი შველიძე და აქვსენტი გიორგაძე, მეორეხაზელი ილია ზედგინიძე, მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე, ცხრა ნომერი ირაკლი აბუსერიძე (კაპიტანი), მგეზავი მერაბ კვირიკაშვილი და ფულბეკი მალხაზ ურჯუკაშვილი.

მსოფლიოს თასზე პირველად ითამაშებს საქართველოს ნაკრების ერთბაშად 14 მორაგბე: პირველხაზელები ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე და დავით ქუბრიაშვილი, მეორეხაზელები ვახტანგ მაისურაძე და გიორგი ნემსაძე, მესამეხაზელები ვიქტორ კოლელიშვილი, დიმიტრი ბასილაია და გივი ბერიშვილი. მგეზავი ლაშა ხმალაძე, შუამარბი ლაშა მალაღურაძე, გარემარბები ლექსო გუგავა, ირაკლი ჩხიკვაძე და ალექსანდრე თოდუა.

შეგახსნებთ, რომ დღესდღეობით საქართველოს ნაკრები საფრანგეთის საკურირტო ქალაქ კანთან ახლოს იმყოფება საწვრთნელ შეკრებაზე. "ბორჯღალოსნები" ახალ ზელანდიაში ხუთ სექტემბერს, ქალაქ ქვინზთაუნში ჩავლენ, სადაც 11 სექტემბრამდე დაჰყოფენ. იქიდან ჩვენი გუნდი ინვერქარგილში გაემგზავრება და 14 სექტემბერს, მსოფლიოს თასის ჯგუფური ტურნირის პირველ შეხვედრაში შოტლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრები

I ხაზი: გოდერძი შველიძე (მონპელიე), დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი (ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ჯაბა ბრეგვაძე (არმია), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი).

II ხაზი: ილია ზედგინიძე (კარკერენი) გიორგი ნემსაძე (ვალანსი), ვახტანგ მაისურაძე (ლა სეინი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი).

III ხაზი: ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (ობენა), გიორგი ჩხაიძე (ლელო), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი).

N:9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (არმია).

N:10: მერაბ კვირკაშვილი (ფიჟაკი), ლაშა ხმალაძე (ლელო).

N:12-13: ლაშა მალაღურაძე (უგუნდო), რეზო გიგაური (ფიჟაკი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), დავით კაჭარავა (ნიცა).

N:11-14: ლექსო გუგავა, ალექსანდრე თოდუა (ორივე-ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია), ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი).

N:15: მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო).

მსოფლიოს თასი

14 სექტემბერი

საქართველო-შოტლანდია

18 სექტემბერი

საქართველო-ინგლისი

28 სექტემბერი

საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი

საქართველო-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა