პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, მიხეილ ყაველაშვილმა ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, მათ ძიუდოისტებს მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან დაკავშირებით, ფულადი ჯილდო - მილიონი ლარი გადაეცემა.

„სპორტი არის სწორედ ის სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია უმაღლეს დონეზე ავწიოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული დროშა და შევასრულოთ ჩვენი ეროვნული ჰიმნი. მადლობა იმ დიდი სიხარულისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სპორტში გვაქვს განსაკუთრებული წარმატებები. პირველად შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ერთდროულად გავხდით როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის ჩემპიონები. დღეს ერთდროულად ვატარებთ ორივე ტიტულს და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიზრუნოთ სპორტის განვითარებაზე. გვაქვს კონკრეტული გეგმები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ხელს შეუწყობს როგორც მასობრივი სპორტის, ისე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებას. მულტიფუნქციური ცენტრების განვითარების საბოლოო გეგმაში ძიუდოს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოსთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი - თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი, მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი.

ისტორიული სპორტული მიღწევისთვის ღირსების ორდენები გადაეცათ გიორგი სარდალაშვილს, ლუკა მაისურაძეს, მიხეილ ბახბახაშვილს, მარიამ ჭანტურიას, სოფიო სომხიშვილს, ეთერ ასკილაშვილს, საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელ კახაბერ მოცრაძეს, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ათაბეგაშვილს და ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების ექიმებს - ავთანდილ თელიას და გიორგი მგელაძეს.

ღირსების მედლებით დაჯილდოვდნენ გიორგი ჯაბნიაშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი, ნინო ლოლაძე, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ნოდარ მეტრეველი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე და ეროვნული ნაკრების ექიმი გიორგი კაზალიკაშვილი.

წყარო: ინტერპრესნიუსი

მიშას
მიშა ჯან , შენ რომ ზიზღის მონა ხარ და ძილის წინ რომ დაფიქრდე , რატომ გძულს , ვერც კი ახსნი . ლოზუნგები ამოგიტივტივდება მარტო .🗣️
tngh
შენ რომელი "misha" ხარ???
tngh
ღირსები არიან ჯილდოების!!!
ჟორა
ეს ღირსეული ხალხის ღირსეული ჯილდოა. ვულოცავ დაჯილდოებულებს და მადლობა მთავრობას შრომის გულუხვი დაფასებისათვის. ასეთი სტიმული მეტის გარანტიას იძლევა.
ნინის
უარყოფითი ვინც დაგიწერა,ეგეთ უსამშობლოებს არ აწყოფთ მშვიდობა!
ვამაყობ, ჩვენი გოგო-ბიჭებით!
ყოჩღ მთავრობას! მართლაც ძალიან გაგვახარეს ჩვენმა ძიუდოისტებმა, განსაკუთრებით ეთო ლიპარტენიანმა! ალალი და უსაყვედურო!
ნინი
"ბიძვინა და მისი შნირების" დამსახურებაა, ამდენ ხანს საქართველოში მშვიდობა,რომ გვაქვს! ეს დააფასეთ!
aburjga
დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას! ის გამიხარდა თქვენი საქციელი, გინდამც ჩემთვის მოგიციათ ეს ორდენები და ფულადი ჯილდო!!!
llcl
'ერთი ბილეთი სოხუმამდე"-ში რომ დაარიგა შენმა სომეხმა სეხნიამ ორდენები ის არ ტეხავდა ხო და ჩვენს ლომებს რომ გადასცენ ეგ ტეხავს? თქვენნაირები რომ დარბიან რუსთაველზე იმიტომ არის ბიძვინა და მისი შნირები ამდენ ხანს სათავეში!
misha
უღირსი მონა რომ გადმოგცემს ღირსების ორდენს,ცოტა არ იყოს ტეხავს
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ძიუდოისტების იმედი ოლიმპიადაზე - "ქართველი დარია ბილოდიდი" - ეთერ ასკილაშვილს გორისთვის კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო სურს [PHOTOS]
წერილი ძიუდოისტებს - მადლობა, რომ გვაძლევთ შესაძლებლობას ვიამაყოთ
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ლაშა გუჯეჯიანი: მადლობა ქართველ ხალხს გულწრფელი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის