ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში, საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში იტალია 4:1 დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები მძიმეწონოსანმა ირაკლი დემეტრაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), გიორგი ლოლაძემ (73 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვეს.

სამწუხაროდ, მეოთხედფინალში უზბეკეთის ნაკრებთან 3:4 დავმარცხდით, რეპეშაჟში კი საფრანგეთის ნაკრები 4:3 დავამარცხეთ. ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), ლაშა ბექაურმა (90 კგ, ორჯერ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (100+ კგ) მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ბექაური ტრავმირებული იყო, ოლიმპიადის 2-გზის გამარჯვებულმა ნატკენი ფეხით ფრანგი ძიუდოისტი გადამწყვეტ ბრძოლაშიც დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს გაამარჯვებინა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთი 4:1 დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ნინო გულბანმა (70 კგ), ლუკა მაისურაძემ (90 კგ), ირაკლი დემეტრაშვილმა (100+ კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს (57 კგ)

ცნობისთვის, ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შედეგად, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.

გიაჯანო
ძიუდოისტებს ჩემი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გმირებო გენაცვალეთ დაგლოცოთ უფალმა მმეტი სეგიძლიათ აწი სულ ოქრო და ოქრო ოქროს ახალგაზრდებო, ხოო ერთი ნახევრადხუმრობით-იქნებ ფეხბურთელებს წყალი მიასხათ, რო თქვენი წყალი გადაესხას, რავი ნეტა ფეხბურთშიც მოვესწრო რო ჩვენმა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავოს და ალბათ აღარ მოვკვდები, გაგიმარჯოთ
სოსო
ვულოცავ ჩვენს ძვირფას ნაკრებს ამ დიდ წარმატებას , იმედია შემდეგი ჩემპიონატი ოქრო იქნება ისევ როგორც შარშან ....და ფინალის შედეგი რომ დაწეროთ არ შეიძლება?
rembo ))
დისლაიქების ავტორებმა არგუმენტი დაწერეთ , მაინტერესებს .

უზბეკეთთან დამარცხების შემდეგ,ზაზას მიერ გულისტკივილით დასმულ კითხვას ვუპასუხე და შევპირდი,რომ ჩვენი გოგოების შედეგები აუცილებლად მოიმატებს.ორიოდე საათში,გოგოებმა თვითონ გასცეს პასუხი ყველაფერს და გამარჯვების 4 ქულიდან,მესამე ადგილისთვის გამართულ ბრძოლაში,ორი გამარჯვება მათ ანგარიშზეა.ეთოს გამარჯვებების შემდეგ,ძალიან ბევრი გოგონა მივიდა ძიუდოს სკოლებში და როცა ისინი იმ ასაკს მიაღწევენ,როცა საერთაშორისო არენაზე გასვლა შეეძლებათ,მათ შორის იმდენი ტალანტი გამოჩნდება,რომ ჩემპიონობა,ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა გახდება,როგორც დღეს ბიჭების ჩემპიონობაა.ძალიან არ მომწონდა,ჩვენმა გოგოებმა ჭიდაობა რომ დაიწყეს,კლასიკურში და თავისუფალ ჭიდაობაში,დღესაც ძალიან არ მომწონს,მაგრამ ძიუდო სულ სხვა მექანიზმებს იყენებს და ამ გოგოების თავგანწირვას რომ ვუყურებ,განსაკუთრებით გუნდურ ასპარეზობებში,გული სიამაყით მევსება,მათ გამო.ეს გოგოები და ბიჭები,გუნდურ ასპარეზობაში ორჯერ იმაზე მეტად ინდომებენ,ვიდრე პირადში.ერთმანეთის და სამშობლოს სიყვარულით არიან შეკრულები და ამიტომაა ეს ექვსი მოჭიდავე ტატამზე რომ გამოდის,მათი ჯამი,ექვსზე გაცილებით მეტია.ამ მოვლენას,ერთმანეთის გატანა ეწოდებოდა და ქართველი ერი აქამდე მხოლოდ ამ ერთმანეთის გატანით მოვიდა.ძალა ერთობაშია!
ბეჟანი
აი რატომაა ბექაური 301-ე არაგველი! ბარაქალა ლაშა შენს ქართველობას და ვაჟკაცობას! ამიტომ გადარჩა საქართველო,რომ ასეთი ვაჟკაცები ჰყავდა, ყავს და კიდევ ეყოლება!გული სიამაყით ამევსო, როცა ჩემმა 6 წლის შვილიშვილმა მკითხა, პაპა რომელია ლაშას სოფელიო? ამ ზაფხულს შვილიშვილები მყავდა გუდამაყარში წინაპრების სალოცავში და სიამაყით ავუხსენი, რომელი იყო ლაშას წინაპრების სოფელი.

სპორტსმენს მხოლოდ იმ შემთხვევაში სჭირდება ნებართვა,თუ სხვა ქვეყნის ეროვნული ნაკრების სახელით სურს გამოსვლა.ის თვითონ გამოდის არენაზე,ხოლო მწვრთნელი,მისი ასე ვთქვათ,დამხმარე პერსონალია,რომელსაც სპორტსმენი ქირაობს და კონტრაქტის დამთავრების შემდეგ,ის სხვა სამუშაოს ეძებს.როგორ გინდა აუკრძალო მუშაობა.ადამიანს?ეგეც არ იყოს ყოველი ბრძოლის წინ სპორტსმენები და მწვრთნელები სწავლობენ მეტოქის სუსტ და ძლიერ მხარეებს და უმზადებენ რაღაცა ხრიკს,რომელიც მეტოქისათვის მოულოდნელი იქნება.სხვა ფრივ,კვალიფიციურმა სპორტსმენმა,,პრაქტიკულად ყველაფერი იცის ტექნიკაში და მეტოქის შესახებ.შენი მწვრთნელის სხვასთან გადასვლა.,ხოლოდ მოკლეხნიანი უპირატესობაა,რომელიც მეტოქეს ეხმარება და მაგის გულისთვის, ადამიანს შრომის ძირითად უფლებას ვერავინ(არავინ) შეუზღუდავს. პ.ს.ამ საკითხს ცოტა შორდება,მაგრამ დაგუგლე „ბოსმანის წესი“ და გაიგებ,როგორი გადატრიალება მოახდინა სპორტში,ერთმა სასამართლო დავამ,როცა კლუბმა ფეხბურთელზე ფულის გაკეთება მოიწადინა,დამთავრებული კონტრაქტის მიუხედავად.მან მთელი ფეხბურთი თავდაყირა დააყენა და მიუხედავად იმისა,რომ მხოლოდ ფეხბურთს შეეხება,სპორტის სხვა სახეობებშიც იციან,რომ ასეთი პრეცენდენტი არსებობს და საქმე საქმეზე თუ მიდგა,ეს ცვლილება,სპორტის ყველა სახეობაზე იმოქმედებს.
მასხარას
სამ მილიონიანმა ერმა მეტი რა უნდა ჰქნა, მილიარდნახევრიან ერს მოუგე და ეს არაფერია? სასწაული ის იყო, შარშან ფინალი იაპონიას რომ მოვუგეთ. ერთი ეს გამიტყდა მაგრად, უზბეკეთთან რომ წავაგეთ.

რას ქვია ეს თუ ? იაპონიასთან წაგება უბედურებაა ? მაგათ როცა ვუგებთ , ეგაა სასწაული. ნეტა რამე თუ გაქვთ ისე , როგორც ადამიანებს ? კარგი არ გახარებთ , ცუდი- კი. ბექაური მაგარი ბიჭია , მართლაც 301 ე . საამაყო ქართველი.
MLK
ეს თუ წარმატებაა?! ყოჩაღ მაშინ!
rembo
mwvrtnelis gareshe dzalian magari shedegia . rodis danishnaven vinmes , xom araferi icit? Jarji zviadauria tavisufali , magram .... ar danishnaven ((
Otto kariusi.
Lasha beqaurs gaumarjos,dges man namdvili gmiroba chaidina,cali fexit moigo ori brzola
Rigiti
ჩცემი აზრით უსამართლობაა როცა სპორტსმენს ფედერაციის ნებართვა ჭირდება სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობა და მწვრთნელს არა, მითუმეტეს ნაკრების მთავარ მწვრთნელს!!! მან ხომ ყველაფერი კარგად იცის თითოეული სპორტსმენი სუსტი თუ ძლიერი მხარეების შესახებ. ალბათ სულ ცოტა 3 ან 5 წელი არ უნდა ჰქონდეს უფლება გახდეს სხვა კონკურენტი ქვეყნის ნაკრების მწვრთნელი!

ლაშა ბექაურის გმირობამ და სოფიო სომხიშვილს გამოთიშვამ,ჩვენი ისედაც ძალიან შეკრული ნაკრები ისეთ განწყობაზე დააყენა,რომ ჩინელებს,წინასწარ ერთი გამარჯვების ფორის მიუხედავად,არაფრის შანსი არ ჰქონდათ.ბიჭებზე არაფერს ვიტყვი,ყოველთვის მაგრად გამოდიოდნენ,მაგრამ გოგოები,რომლებიც აქამდე გუნდურ შეჯიბრში ყოველთვის სამკვდროსასიცოცხლოდ იბრძოდნენ,თუმცა გამარჯვებების მოპოვება მაინც ძალიან უჭირდათ,დღეს უკვე ბიჭების თანაბრად იბრძვიან და დიდი წვლილი შეაქვთ,ჩვენ გამარჯვებებში.ამდენი ტრავმების ფონზე,მაინც შვძელით მობილიზება და გადამწყვეტი ბრძოლები მოვიგეთ.ეს მედალზე მეტად ფასობს.მიმაჩნია,რომ უზბეკეთთან მსაჯების რამდენიმე გადაწყვეტილება,აშკარად არასწორი იყო და ყველა ჩვენ საზიანოდ იქნა მიღებული,ან არ მიღებული.მათ ამ შეხვედრის შედეგზე მოახდინეს გავლენა.ასეა თუ ისე,ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ და ასეთ პირობებში,როგორშიც ჩვენ აღმოვჩნდით,ეს მართლაც ღირებული გამარჯვებაა.ვულოცავ ჩვენ მოჭიდავეებს და გილოცავთ ყველას,ვისაც მათზე გული შეგტკივათ.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
[VIDEO] სტეფ კარი კვლავ ფორმაშია - "გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ძიუდოისტების იმედი ოლიმპიადაზე - "ქართველი დარია ბილოდიდი" - ეთერ ასკილაშვილს გორისთვის კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო სურს [PHOTOS]
წერილი ძიუდოისტებს - მადლობა, რომ გვაძლევთ შესაძლებლობას ვიამაყოთ
ლაშა გუჯეჯიანი: მადლობა ქართველ ხალხს გულწრფელი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის