მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ორი მძიმეწონიანი ევროპული კლუბი შეხვდება - პსჟ მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ. მატჩი ატლანტაში, "მერსედერს ბენცზე" შაბათს, 5 ივლისს, ჩვენი დროით 20:00 საათზე ჩატარდება. წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში მადრიდის "რეალს" ან დორტმუნდის "ბორუსიას" შეხვდება.

"ბავარიულმა გიგანტმა" "ფლამნეგოს" 11-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. ჰარი კეინი ფორმაშია და მას სეზონში უკვე 41 გოლი დაუგროვდა. ძველი ფორმატით ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი მიუნხენელებს ორჯერ აქვთ მოგებული, როგორც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებს.

შტატების ძლიერი სიცხის მიუხედავად, კომპანის "ბაიერნი" პრესინგს აქტიურად თამაშობს. ტურნირზე ყველაზე მეტი (16) გოლი მათ აქვთ (10 ოკლენდს გაუტანეს).

რაც შეეხება პსჟს, უსმან დემბელეს დაბრუნებამ გუნდს დამატებითი სტიმული მისცა. ბოლოს, როცა "ბაიერნთან" ითამაშა(ნოემბერში), დემბელე 57-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს. ლუის ენრიკე ოპტიმალურ შემადგენლობას დააყენებს და ცვლილებები არ იქნება.

სამხრეთკორეელი კი მინ ჯე გასულ შეხვედრაში სათადარიგოთა შორის დაბრუნდა და შესაძლოა, ახლა სასტარტოში ვიხილოთ(ლევერკუზენიდან შეძენილი ჯონათან თა შეცვალოს). მოგეხსენებათ, ის და ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" თანაგუნდელები იყვნენ. ჩვენ "კვარას" მორიგი დასამახსოვრებელი მატჩის მოლოდინში ვართ!..

თომას მიულერი მიუნხენელთა შემადგენლობაში 756-ე შეხვედრას ჩაატარებს და შესაძლოა, ეს მისთვის ბოლოც კი იყოს.

პსჟს ტურნირზე ერთი მარცხი კი აქვს, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდი ბურთს ყველაზე ხშირად (72%) ფლობს, ყველაზე მეტი პასი (2888) შეასრულეს და ყველაზე ცოტა (1) გაუშვეს.

"ბაიერნმა" პსჟს ბოლო ოთხი მატჩი მოუგო, თანაც ისე, საკუთარ კარში გოლი არ მიუღია და პარიზელებს ეს სტატისტიკა შესაცვლელი აქვთ!..

სავარაუდო შემადგენლობები:

პსჟ: დონარუმა - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ვიტინია, ნევეში, რუისი - დუე, დემბელე, კვარაცხელია;

ბაიერნი: ნოიერი - ბოეი, უპამეკანო, კიმი, სტანისიჩი - კიმიხი, გორეცკა - ოლისე, მუსიალა, კომანი - კეინი.

მსაჯი: ტეილორი (ინგლისი).

მ.ზ.
პსჟ ობიქტურად ბოლო დროს ყველაზე ძლიერია,ჩემპიონთა ლიგა მოიგო დამარცხა,გერმანული გუნდებიც და ინგლისური გუნდებიც,პრესაშიც ყველაზე კარგი აქვს და დაცვაც უფრო გუნდური,სხვაზე თუ ახალგაზრდებმა გაუძლეს ამ თამაშებს (დუე,ბარკოლა....),სამ თამაშს,მაქსიმუმ,პსჟ ტურნირს მოიგებს-მოტივაცია?დიდი ფული გამარჯვებულს ,გაცილებით მეტი ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე ან ლიგა პირველზე ,ან სხვაგან ევროპაში ტრიალებდა....
DVB
ვაუ! სავ.შემადგენლობას რომ შევხედე, მაგარი ჯახი გველოდება. იმედია გავლენ, კი შემადგენლობში აბსოლუტური თანაფარდობაა... გააჩნია იმას, როგორ ფორმაში იქნება დემბელეს, მაინც ეგაა გუნდის ლიდერი და თუ კარგ ფორმაშია, იფრენენ დუე და ხვიჩა, მთავარია დემბელემ და ვიტინიამ პასები აკეთონ!!! (დემბელემ უფრო, აბა "ვიტიას" ეგ არ ეშლება) და ამ "მობერებულ" ბაიერნსაც გააპობენ. მწვრთნელთა დუელიც საკმაოდ საინტერესოა... თუმცა მგონია ენრიკე მოუგებს ვიზავის... წარმატებები ხვიჩას და კომპანიას. P.S გული მწყდება ბიჭებო (აქაურ შეგნებულ პუბლიკას მივმართავ) იმაზე, რომ ასეთ ლამაზ ფეხბურთის მოთამაშე "პსჟ-"-სთან ამ სეზონში არ გადაიკვეთა "ბარსელონა"... თორემ მოყვა მგონია კიდევ ორ გრანდი (ვფიქრობ "რეალი-BVB-"ს მაინც გააგდებს და ეგაა 1/2) ენრიკეს "მანქანაში"... პსჟ- მაგონებს ზვიგენს: გუნდი რომელიც არასოდეს ჩერდება და მაგის "ყბაში" მოხვედრა მტრისას და ავისას... წარმატებები ისევ, ველოდებით...
უკვე კონკრეტიკა - "რომამ" "ლიონთან" მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება
"ლივერპულმა" ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა
პორტუგალიის ნაკრებისა და "ლივერპულის" ვარსკვლავი ძმასთან ერთად, ავტოკატასტროფას ემსხვერპლა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"თოფურიას დამარცხება უფრო გამიმარტივდება, ვიდრე ოლივეირასთან"- არმან ცარუკიანი
"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
განცხრომაშია. ოსიმენმა 407 750 დოლარად Rolls-Royce შეიძინა - ფეხბურთი აღარ ანაღვლებს?
ვერონმა ახსნა, რატომ გაუჭირდა მესის პსჟ-სთან თამაში
"დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია
ნუ იქნება ოღონდ ბუნტი - რატომ მოხდა "ინტერის" ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი?
ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა
პსჟ კვლავ "ინტერთან" თუ "რეალი"/"სიტის" საუკეთესო - გზა ფინალამდე
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
Opta: პსჟ მუნდიალის ფავორიტი აღარაა - გამარჯვების მეტი შანსი სხვა გუნდს აქვს
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
პსჟს გადამწყვეტი მატჩი! - შანსი პირველი ადგილის და ჯგუფში ჩარჩენისა
ეს გუნდი პსჟ არაა - ლუის ენრიკემ მის მიერ გაწვრთნილი საუკეთესო კლუბი დაასახელა
"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!
რა თქვეს ნამატჩევს მესიმ და კვარაცხელიამ?
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი