კამერუნის ნაკრებს სათავეში სახელგანთქმული ბასკი სპეციალისტი ხავიერ კლემენტე ჩაუდგა.

კამერუნის ნაკრებს სათავეში სახელგანთქმული ბასკი სპეციალისტი ხავიერ კლემენტე ჩაუდგა.

ამ აფრიკულმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე კატასტროფული შედეგი აჩვენა – ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი წააგო და ბუნებრივია, მომდევნო ეტაპზეც ვერ გავიდა. არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ასეთი წარუმატებლობის შედეგად "მოუთვინიერებელი ლომების" ფრანგმა დამრიგებელმა პოლ ლე გუენმა თანამდებობა დაკარგა. უფრო სწორად, კამერუნის საფეხბურთო ფედერაციამ უხეირო მწვრთნელს დასრულებული კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა.

კამერუნელთა ბედად, 60 წლის ხავიერ კლემენტე დაუსაქმებელი იყო და მოკლე მოლაპარაკებების შემდეგ თანამშრომლობაზე შეთანხმებაც უპრობლემოდ შედგა. ესპანეთისა და სერბეთის ნაკრებთა ყოფილი თავკაცი ამიერიდან "მოუთვინიერებელ ლომებს" უხელმძღვანელებს, რომელთა ბანაკში დისციპლინის პრობლემა ერთობ აქტუალური გახლდათ. კამერუნის ფეხბურთის ფედერაციასა და კლემენტეს შორის ორწლიანი კონტრაქტი დაიდო.

რაც შეეხება კლემენტეს საკლუბო წარმატებებს, მისი ხელმძღვანელობით ბილბაოს "ატლეტიკმა" შორეულ 1983-84 წლებში ესპანეთის ორი ჩემპიონობა, ერთი სამეფო თასი და ერთიც ქვეყნის სუპერთასი მოიგო.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა