ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი

"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი

ძალიან რთულ ბრძოლაში სძლია პსჟ-მ „ბაიერნს“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ბევრი შესაძლოა, პარიზული გუნდის უფრო ადვილ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს, „რეკორდმაისტერი“, მაინც ევროპული გრანდია.

მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია, ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქის დამარცხებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა - თუ არა მთავარი. ეს ფაქტია: ყველგან მოქმედებდა, შეტევის ორივე ფლანგზე, ცენტრში, დაცვას აქტიურად ეხმარებოდა და მომენტების უმეტესობა თავად შექმნა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი წარმოუდგენელია.

„ბაიერნმა“ „პარი სენ ჟერმენს“ მაღალი პრესინგი შესთავაზა, ზონებს უნარიანად კეტავდნენ, მაგრამ კვარაცხელიამ უკვე დებიუტში მოახერხა ოლისესთვის ბურთის ართმევა და პასის დუესთვის გაკეთება, რომელმაც უკეთეს პოზიციაში მყოფ ქართველს ბურთი არ დაუბრუნა, თავად დაარტყა და მიზანს ააცილა. მარცხენა ფრთაზე ლაიმერს და უპამეკანოს ხვიჩას შეჩერება უჭირდათ. მისი წამოწყებული მორიგი იერიში ფაბიან რუისმა უხეირო დარტყმით დაასრულა. მერე „კვარა“ უპამეკანოს იოლად გაექცა, ნოიერთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მანუელმა არ გაატანინა. შესვენებამდე კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, როდესაც ჰაკიმის განივი, ოდნავ ძლიერი  გადაცემისას მახვილი კუთხიდან ვერ შეძლო მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა.

სტანიშიჩის ტრავმის გამო ლაიმერმა ფლანგი შეიცვალა, მისი ადგილი ბოემ დაიკავა, რომელიც „პარი სენ ჟერმენის“ 7 ნომრის ნეიტრალიზებას ვერ ახერხებდა. მეორე ტაიმში კვარაცხელიამ ბარკოლა ნოიერთან ერთი ერთზე გაიყვანა და მანუელი ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. თუმცა, 74-ე წუთზე გერმანელმა მეკარემ მაინც დაუშვა შეცდომა - ხვიჩამ ბურთი მოჰპარა, მაგრამ დემბელემ მიზანს ვერ უწია. ამას დუეს ეფექტური გოლი მოჰყვა. 82-ე წუთზე მსაჯმა გორეცკასთან უხეშობის გამო პაჩო გააძევა და მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ტაქტიკური, იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია - „კვარას“ ნაცვლად მოედანზე მცველი ბერალდო შეუშვა. კომპენსირებულ დროში ერნანდესმა გერეირუს სახელში იდაყვი ჩაარტყა, არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა და ორკაცნაკლულმა პარიზულმა გუნდმა იქით შეუტია. ჯერ დემბელემ ბურთი ძელს გაარტყა, ცოტა ხანში კი ნოიერი მეორედ დაამწუხრა.

ერთი სიტყვით, ლუის ენრიკეს კრებულმა კლასის და უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე მოიგო და ნახევარფინალში „რეალს“ დაუპირისპირდება. პსჟ-მ ამ სეზონში უკვე ოთხი ტიტული მოიპოვა და საკლუბო მუნდიალზე გამარჯვების შანსიც აქვს.

ზოგიერთს ეს ტურნირი ზედმეტად მიაჩნია, თუმცა ბევრი საინტერესო მატჩი ვნახეთ და იმედია, მთავარი წინ გველის, სადაც პსჟ ფავორიტია, რადგან ახალგაზრდული, ტექნიკური და მუდმივად პროგრესირებადია. დიდებულია მეკარე დონარუმა, რეაქტიული ჰაკიმის და მენდეშის სახით ჩინებული განაპირა მცველები ჰყავს, შეტევის ხაზზე აღარაფერს ვიტყვი. ლუის ენრიკემ მართლაც შესანიშნავი გუნდი ჩამოაყალიბა. ცნობისათვის, რაც კლუბის მფლობელები 15 წლის წინ კატარელები გახდნენ,  3.1 მილიარდი ევრო დახარჯეს და მხოლოდ წელს მოიგეს ჩემპიონთა ლიგა.

Transfermarkt-ის მონაცემებით ამჟამინდელი შემადგენლობის ფეხბურთელების შეძენა პსჟ-ს 688.32 მილიონი დაუჯდა.

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (თავისუფალი აგენტი), მატვეი საფონოვი (20 მილიონი), არნაუ ტენასი (თავისუფალი აგენტი)

მცველები: აშრაფ ჰაიკიმი (68), ლიუკა ერნანდესი (45), ვილიამ პაჩო (40), ნუნო მენდეში (38), მარკინიოსი (31), ლუკას ბერალდო (20)

ნახევარმცველები: ჟოაო ნევეში (59.92), ვიტინია (41.5), ფაბიან რუისი (22.5), უორენ ზაირ-ემერი (აკადემიის აღზრდილია), სენი მეილიუ (აკადემიის აღზრდილია)

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (70), გონსალო რამუში (65), დეზირე დუე (50), უსმან დემბელე (50), ბრედლი ბარკოლა (45), ლი კან ინი (22)

მიმომხილველი

• zura222

რა თქმა უნდა იღლებიან ფეხბურთელები. მშენებლების მაგალითი აქ უადგილოა იმათ კუნთები არ ეჭიმებათ და არ უწყდებათ და სახსრებიც არ ემტვრევათ ყველამ იცის რომ ყოფილ ფეხნურთელების 80-90 %-ს დიდი პრობლემები აქვთ სახსრებთან (მე მაგალითად ორივე მუხლი მაწიხებსხ შირად) მაგრამ ნბას კალათბურთი ავიღოთ ან ჰოკეი სეზონში 80-ზე მეტ თამაშს ატარებენ და არ წუწუნებენ!კისერი სხვებს უტეხიათ და მე პირადად კვარას და პსჟ-ს დარდი მაქვს არაუშავს როგორმე ჩაამთავრონ ეს ჩემპინატიც მოგებით მერე ერთი თვე დაისვენებენ მერე ევროპის სუპერთასსაც მოიგებენ და მერე კიდევ 1 თვე დაისვენებს ძირითადი შემადგენლობა ჩემპინათა თასის დაწყებამდე და საფრანგეთის ჩემპიონატის თქამაშს 2-3 შემადგენლობა ჩაატარებს 5-6 თამაშს. მაგათთვისაც კარგი იქნება და ძირითადებიც დაისვენებენ

• ბესო

100 %... აფსუს! ხვიჩას რომ პასებს დროულად აძლევდნენ , მარგი ქმედების კოეფიციენტი მაშინ გენახათ...

• მალხაზ ჯობავა

ნახეთ აბა ბაიერნთან მატჩის შემდეგ რა თქვა ენრიკემ: ხუთი დღე დასვენებამ, წოტა ზედმეტად ცუდად იმოქმედა ჩვენი თამაშის ხარისხზეო. ასე თქვა და რა ვიცი.

• tngh

ტურნირზე უპირობოდ პსჟ-ს გულშემატკივარი ვარ...

• გიგო პაპა

კარგით რა. რა გადაღლილობა და გადაწვა? ხვიჩას ასაკში კვირაში ორ თამაშსაც ჩაატარებს ფეხბურთელი უმაღლეს დონეზე. თუ არა და იქ არ არის მწვრთნელი? ძალით კი არ გაიყვანენ სათამაშოდ. მინდორზე გადის ის, ვინც ოპტიმალურ ფორმაშია. შეხედეთ დემბელეს, როგორ ფიქრობთ არ უნდა ენრიკეს რომ ძირითადიდან დააწყებინოს? ყველამ იცის ვინ როგორ ფორმაშია და ისე აყენებს მწვრთნელი შემადგენლობას. თუ არ შეეძლება ხვიჩას, ეტყვის მწვრთნელს და დარწმუნებული ვარ რომ დაასვენებს. თამაშის შემდეგ აღდგენა და რეაბილიტაციაც ალბათ უმაღლეს დონეზე ექნებათ. რა ვიცი, მე ხვიჩას გადაღლას ნამდვილად ვერ ვატყობ. პირიქით, ზედმეტად მოტივირებულიც მეჩვენება ყოველ თამაშში. სულ შემართულია და გოლზე მოწყყურებულ-დაგეშილი. წარმატებები ჩვენს ლომს რეალთან. ნოიერი ვერ დაამწუხრა და იმედია კურტუას მაინც ამოტენის.))

• ვინმე

ვეთანხმები კახას! კვირაში 5-6 დღე მშენებლობაზე რომ მეარმატურე, ან ბეტონს რომ ასხამენ ყალიბში, ან თვითონ მეყალიბე, სიცხეა თუ ყინვა დღე - რამეში 8 საათს რომ მუშაობენ, ნაკლები დატვირთვა აქვთ? ღამის ცვლებშიც მუშაობენ, არანაკლები დატვირთვით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ნაკლები კი არა გაცილებით მეტი. ახლა ანაზღაურება შევადაროთ კიდევ. ამ ანაზღაურებიდან კიდევ ამ მუშამ, რაღაც თანხით ფეხბურთის მატჩის ბილეთი უნდა იყიდოს საყვარელი კლუბის საგულშემატკივროდ, ანუ აქეთ უნდა დაახარჯოს დამატებით. კვირაში 2 მატჩი, არაფერ ისეთ გადაღლას არ უნდა იწვევს, მითუმეტეს ახლა სპორტული მედიცინა როგორაა განვითარებულია და სპორტსმენებს რა სარეაბილიტაციო პროცედურებიც უტარდებათ, უბრალო მშრომელ ხალხს არც კი დაესიზმრებათ.

• მალხაზ ჯობავა

ლუკა ერნანდესში და გონსალო რამუსში გადახდილი თანხა წყალშია გადაყრილი.

• კახა

ყველა ფეხბურთრლს აქვს მინიმუმ 1 თვიანი შვებულება წელიწადში, ამიტომ უადგილოა გადაღლაზე საუბარი. ასე ვმუშაობთ ყველა. მუშა მშენებლობაზე ნაკლებს მუშაობს?

• ტოტალი ზატორა

ხალხი ფსონებშია და ზღვარი? საქმეს მიხედეთ ახალგზრდავ, საქმეს, რა დროს დასვენებაა!

• თამუ

ყოველ წელს ამდენი ტურნირი ნადვილად იწვევს გადაღლას. ერთი ესაა წლის მონაცვლეობით ჩატარდეს ჩემპიონთა ლიგა და საკლუბო ჩემპიონატი. არ გაბრაზდეთ გულშემატკივრები. ფეხბურთელები ძალიან იღლებიან. მათ ადამიანურ შეააძლებლობებსაც აქვს ზღვარი.

"11 ადამიანის 12-ის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია" - "ლიონისა" და პსჟ-ის მატჩში მსაჯობას დიდი სკანდალი მოჰყვა

[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლიონთან" მატჩში?

იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა

ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია

საქართველო 5:0 ესტონეთი

[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა

"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია

"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ

14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა

[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!

ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო

დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს

დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში

ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა

"ჩვენი სტადიონი "დიეგო მარადონა" ნაგავსაყრელია!" - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა

FIFA-მ 2025 წლის საუკეთესო მეკარეობის პრედედენტები დაასახელა

“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა

Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა

მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა

დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი

"11 ადამიანის 12-ის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია" - "ლიონისა" და პსჟ-ის მატჩში მსაჯობას დიდი სკანდალი მოჰყვა

Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს

ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა

"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა

[VIDEO] ხვიჩას პირველი გოლი მიმდინარე ჩემპიონატზე - პსჟ-მ "ლიონს" მძიმე მატჩი მოუგო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლიონთან" მატჩში?