მას შემდეგ, რაც „ნაპოლიმ“ „გალათასარაის“ ვიქტორ ოსიმენის 50+5 მილიონ ევროდ მიყიდვაზე უარი უთხრა, სტამბოლურმა კლუბმა გამოსასყიდი თანხის, 75 მილიონი ევროს გადახდაზე თანხმობა განაცხადა და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

„გალათასარაის“ 75 მილიონის დაფარვა 5 წლის მანძილზე ტრანშებად სურს, რაზეც „ნაპოლი“ დაყაბულდა, მაგრამ საბანკო გარანტიებს ითხოვს. ანუ ფეხბურთელის ტრანსფერი "განვადებით" განხორციელდება.

ვიქტორი მზადაა „გალათასარაისთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმოს, რომლის მიხედვით მისი სეზონური ანაზღაურება 16 მილიონი იქნება. ის ამისათვის მხოლოდ კლუბების შეთანხმებას ელოდება.

ცნობისათვის, აქამდე „გალათასარაიმ“ ყველაზე ძვირად, 18 მილიონად 2024 წელს „ნორვიჩისგან“ გაბრიელ სარა შეიძინა.

რომანო წერს, რომ ნიგერიელით „მანჩესტერი“ და პრემიერლიგის სხვა კლუბები იყვნენ დაინტერესებული, თუმცა მისმა მაღალმა სახელფასო მოთხოვნამ შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი გახადა.

CT
გეთანხმები, ცოდოა თურქეთში ეს კაცი. მაგრამ წელიწადში 16 მილიონიც კუშია. მაგდენიც არ ღირს.
კოტე
უცნაურია "გალათასარაის" და ოსიმენის ქმედება. ოსიმენს შეუძლია, 1 წელი მოიცადოს, "ნაპოლისთან" ხელშეკრულება აღარ გააგრძელოს, თავისუფალი ხდება და მისი ყიდვის უკვე ბევრად მეტ მსურველს თვითონ შესთავაზოს პირობები და არა დი ლაურენტისმა. ამით თვითონაც გაცილებით ბვრად იხეირებს და მისი მომავალი კლუბიც. ისე, თურქეთის ჩემპიონატზე თამაში მისი დონის ფეხბურთელისთვის შეურაცხმყოფელია და კლასიც დაუქვეითდება. თუ გრანდებში და მაღალი დონის ლიგებში თამაშს ფული არჩია, ბარემ არაბეთში გადასულიყო. მეტი დაფასებაც ექნებოდა და ფულიც.
Გიო
Ოსი არა შიგ ბანანი ეგარიყო გოლის გატანა რომ ენატრებოდა სანამ კვარა მივიდოდა ნეაპოლში.
zura222
რა უაზრობააა გალას შეფებს ჭკუა თუ აქვთ უნდა მოელაპარაკონ ოსის რომ 1 წელი მოითმინოს და მერე უფასოდ რომ დაიმატებენ იმ 75 მილიონიდან ნახევარს ხელფასზე გადაუნაწილებენ და 16 კი არა 25 მილიონს მისცემენ წელიწადში და 30-35 მილიონსაც დაზოგავენ. ოსიც უნდა დათანხნდეს და ის ვირთხა ლაურა მშრალზე დატოვოს- არაკაცებს არაკაცურად უნდა მოექცე!
პეტუხი კრიშტიანუ
იქნებ ბოლო-ბოლო დაადგეს საშველი ამის ტრანსფერს.
ჯუღელი
მე ვთქვი არაბეთი და მორჩა!!!!!
ჟორა
ისე რად უნდა გალათასარაის ამხელა თანხის გადახდა? პრემიერლიგის გუნდი ეგ არაა
ჯუღელის სიტყვები
ამას უეჭველად ჯუღელი ელანდება ყველგან და მის ჯინაზე არ გადადის არაბეთში…. 😀😀 რა განსხვავებაა ოსიმენის დონის ფეხბურთელისთვის თურქეთის ლიგასა და არაბეთის ლიგას შორის მართლა არ მესმის…
არაბეთი
არაბეთში წავა.

სანამ ხელი არ მოეწერება,მანამდე,ესეც ჭორია!
ეჰჰჰა
თურქეთში ითამაშებ თუ არაბეთში დიდი სხვაობაა ნეტა? არაბეთში წასულიყო 5 ჯერ მეტს აძლევდნენ ხელფასს
გიორგი
ასეთი მართალი შეფასება ამ საიტზე იშვიათია სამაგიეროდ არმოწონება ტრადიციულია
FaBro
ეს 2-3 წელიწადი ითამაშებს კიდევ განვადებებით,საცალოდ და ბითუმად, შემდეგ კი წავა თავის ნიგერიაში პენსიაზე. ფაქტი ერთია, ფეხბურთს დაშორდა და ფული ამჯობინა, არადა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი 9 ნომერი იყო. დასანანია...
პატრიოტი1994
მანჩესტერი რა ჩოიარია , ამას არ უხდიან წელიწადში 15ლ6 მილონს და ექსპერინენტებში ხარჯავს 10 ჯწრ მეტს . საბანძეთია
კახა
ყველაზე ულოგიკო ტრანსფერი ბოლო 10 წლის მანძილზე. ან ოსიმენს რა უნდა ამდენი წელი თურქეთში,ან თურქები რატომ რისკავენ ამხელა თანხას,მაშინ როცა მათ ამხელა შემოსავლები ნაღდად არ აქვთ. კლუბი ლიგაზე წარმატებას ვერ აღწევს და არც შიდა ჩემპიონატს არ აქვს ამხელა შემოსავლები. მოკლედ ორივე მხარე რისკავს ერთი კარიერას და მეორე ფინანსურ კრიზისს მომავალში.
lasha
ოსიმენის დონის ფორვარდს, რომ კლუბი 75 მილიონად კარგავს ნიშნავს რომ ეს არ არის გრანდი და მისის წარმატება კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. ყოველთვის ექნება შიგადაშიგ 30 წელიწადში ერთხელ გამონათება.
ნამე
დიდი მადა ჰქონია
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
[VIDEO] გასაოცრად გარდასახულმა "ლივერპულმა" "გალათასარაი" "ნოკაუტში გაგზავნა" და 1/4-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
ბურუქის სამსახურით სერია A-სა და ინგლისის პრემიერ ლიგაში დაინტერესდნენ
ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
"ხვიჩა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი კი ამას აკეთებდა..." - კალცონამ მისი მწვრთნელობის დროს "ნაპოლის" კულისებში მომხდარი ამბები მოჰყვა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა