ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფიქრები მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში

ფიქრები მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში

საქართველოს ვეტერანმა მორაგბემ გივი მრელაშვილმა მომავალ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვა
საკითხზე, თუ როდის გამოჩნდა პირველად საქართველოში რაგბის ოვალური ბურთი, - XX საუკუნის 20-იან, თუ 40 - იან წლებში, მკვლევარებს შორის, აზრთა სხვადასხვაობაა. რაც შეეხება მის ოფიციალურად დაფუძნებას, - აქ სრული თანხმობაა. წლეულს საიუბილეო წელია.

50 წლის წინათ - 1961 წლის 30 ნოემბერს, თბილისში, ქალაქის სპორტკომიტეტში, მოსკოვიდან დაბრუნებული გივი მრელაშვილის ინიციატივით, ჩატარდა რაგბის საქალაქო ფედერაციის (სექციის) დამფუძნებელთა ყრილობა. მანამდე კი 1959 წლის 15 ოქტომბერს რაგბის პირველი კლუბი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დააფუძნა ფრანგმა იმიგრანტმა ჟაკ ასპეკიანმა.

ეს საიუბილეო თარიღი 2009 წელს აღინიშნა. ხსენებულ ყრილობაზე ფედერაციის თავმჯდომარედ აირჩიეს გივი მრელაშვილი, მოადგილედ - ჟაკ ასპეკიანი. გივი მრელაშვილი წლების განმავლობაში თავკაცობდა ფედერაციას, შეიყვანეს სსრკ-ს რაგბის ფედერაციის პრეზიდიუმის შემადგენლობაში, არის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საკავშირო კატეგორიის მსაჯი, "რაგბის ოქროს ვეტერანების ევროპის კომიტეტის წევრი", მორაგბეთა შორის პირველი დაჯილდოებულია "ღირსების ორდენით".

ვიმედოვნებთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება რაგბის ვეტერანის მოსაზრებები მომავალ მსოფლიო ჩემპიონატთან და საერთოდ, საქართველოში რაგბის განვითარებასთან დაკავშირებით.

დრო სწრაფად გარბის, მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში, ლამის არის კარს მოგვადგა და გუნდები გადავიდნენ უშუალო წინასაჩემპიონატო მომზადების რეჟიმზე. თავის მხრივ, საგულდაგულოდ ემზადებიან რაგბის მომრავლებული გულშემატივრები, იმედით და ოპტიმიზმით ელოდებიან დიდ სარაგბო დღესასწაულს, რომელიც მთელ თვენახევარს გასტანს. მაინც რას ელოდებიან, გულშემატკივრები ჩვენი ბიჭებისგან?

ჯერ ის ვთქვათ, რომ თვით მორაგბეები, ისევე როგორც რაგბის სპეციალისტები, თავშეკავებულად, ზომიერად აფასებენ ჩვენი გუნდის შესაძლებლობებს. შეიძლება მათ, არც ჩემპიონობაზე და არც პრიზიორობაზე პრეტენზია არა აქვთ, მაგრამ სურვილი და იმედი იმისა, რომ ნაკრებმა გადალახოს სანატრელი სარეიტინგო ბარიერი, რომელიც არგენტინაზე, იტალიაზე, ფიჯიზე და დასავლეთ სამოაზე გადის, სავსებით საფუძვლიანია. საფუძვლიანია იმის გამოც, რომ დღეს ჩვენი ნაკრები ძლიერია, ისე როგორც არასოდეს. მაგრამ მყისიერად და ერთბაშად, არაფერი ხდება. ჩვენი გუნდი ძლიერია, მაგრამ ჯერჯერობით მას არ ძალუძს უმაღლესი მწვერვალების დალაშქვრა.

ასეთი განწყობა პესიმიზმს სულაც არა ნიშნავს. ეჭვს არ იწვევს ნაკრების შემადგენლობა, მისი ნამდვილი ქართული ხასიათი, თავდადება და სიმტკიცე, რაც ყოველთვის იწვევდა მაყურებელში უდიდეს პატივისცემას და სიყვარულს.

მახსენდება, თითქმის ნახევარი საუკუნის წინათ, 1963 წლის ნოემბერში, ჟურნალმა "დროშამ" გამოაქვეყნა ჩემი სტატია რაგბიზე სათაურით: "ფეხბურთის მრისხანე მეტოქე".

იმ პერიოდში, ანუ ქართული ფეხბურთის უდიდესი პოპულარობის პერიოდში, მკითხველის უმრავლესობა სტატიის ასეთ ამბიციურ სათაურს, სერიოზულად არ აღითქვამდა და სრულიად სამართლიანად თვლიდა, რომ სათაური მოგონილია, ამ ახალი სპორტის სახეობის რეკლამის მიზნით. მართლაც, ასე იყო: რა მრისხანე მეტოქეობაზე შეიძლებოდა მაშინ ლაპარაკი, როდესაც ფეხბურთის ბილეთის მოპოვება პრობლემა იყო, ხოლო რაგბის თამაშები, როგორც იმდროინდელმა ერთმა ჟურნალისტმა იხუმრა, - პანაშვიდებს მაგონებს, სადაც მხოლოდ ძალიან ახლობლები დადიანო.

შემდეგ რაგბისდამი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. დღეს, მისი პოპულარობა ისე დიდია, რომ ნახევარი საუკუნის წინათ, ვერც ვიოცნებებდი. რაგბი საქართველოში "შედგა" და რაც მთავარია, საქართველო გახდა სარაგბო ქვეყანა. რაგბის გულშემატკივარი უფრო გამხნევდება, როდესაც გაერკვევა მსოფლიო სარაგბო ურთიერთობებში.

საქართველოსთვის "სარაგბო ქვეყანად" მოხსენიება, ჩემი აზრით, ისტორიულიც კია. საქმე იმაშია, რომ რაგბის საერთაშორისო ორგანიზაციებში, მიუხედავად მასში შემავალი ქვეყნების დიდი რაოდენობისა, ფეხბურთისგან განსხვავებით, სუფთა სარაგბო ქვეყნები, თითებზე ჩამოსათვლელია: დიდი ბრიტანეთის ოთხი გუნდი და ბრიტანეთის ძველ არეალში მყოფნი - ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და სხვა "წვრილი" ქვეყნები: ფიჯი, დას. სამოა, ტონგა, (რომელთა წარმომადგენლები ფაქტობრივად ასოცირდებიან ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის გუნდებთან) და ... . საფრანგეთი. მორჩა და გათავდა!

ჩვენზე წინ რეიტინგში მყოფები იტალია და არგენტინა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეიძლება ჩვენზე ძლიერი ნაკრებები ჰყავთ, ვერც ახლო და ვერც შორეულ მომავალში, ვერ გახდებიან სარაგბო ქვეყნებად. Aამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ ქვეყნებში, ისევე როგორც რუმინეთში, მორაგბეთა მიღწევები დაკავშირებულია ერთი ან ორი თაობის ენთუზიასტთა ფანატიკურ სიყვარულთან ამ თამაშის მიმართ. სხვა ქვეყნებს კი ამის შორეული პერსპექტივაც არ გააჩნიათ.

ჩემი ნათქვამი რომ უფრო დაიჯეროს მკითხველმა, აღვნიშნავ, რომ "სარაგბო ქვეყნის" ამ "იდეოლოგიის" შესახებ თავის დროზე მე მომითხრო ერთმა ინგლისელმა სარაგბო მაღალჩინოსანმა. მისი აზრით, საქართველომ მსოფლიოს სარაგბო ოჯახში, ფურორი მოახდინა.

შეიძლება დაუჯერებლალ მოგვეჩვენოს, მაგრამ, რაგბის ამ ჩინოვნიკს, როგორც რაგბის სხვა ფანატიკოსებს, ადამიანთა მოდგმაზე თავიანთი, უაღრესად სუბიექტური მსოფლმხედველობა აქვთ: ისინი სამყაროს ყოფენ ორ ნაწილად: მორაგბეებად და არამორაგბეებად.

ხუმრობით შეიძლება ითქვას, რომ შესაბამისად სარაგბო "ქსენოფობიურია" მათი დამოკიდებულება ერების და ხალხების მიმართ, ისინი მათ ყოფენ - სარაგბო და არასარაგბო ერებად. აი, ასეთი მენტალობისა და მსოფლმხედველობის სარაგბო სამყაროში, საბჭოთა კავშირის "აორთქლების" შემდეგ, საქართველო, უზარმაზარ არასარაგბო სივრცეში (რუსეთი, თურქეთი, ირანი, ახლო ევროპის თუ შორეული აზიის და სხვა მრავალი ქვეყნები) მართალია, პატარა წერტილად, მაგრამ მათ წინაშე მოულოდნელად წარსდგა როგორც ჩამოყალიბებული სარაგბო ქვეყანა, ხოლო ქართველები - სარაგბო ერად, რომლის მიზეზები ღრმა წარსულში ხალხურ თამაშში, ლელობურთში უნდა ვეძიოთ.

"დროშის" იმავე, ზემოთხსენებულ სტატიაში მე ვწერდი, რომ შესაძლებელია თავის დროს ლელო, ჩოხაახალუხში გამოწყობილი ეწვია ევროპას, საიდანაც დიდი ხნის შემდეგ სმოკინგში მორთული, რაგბის სახით უკან დაგვიბრუნდა. ვინ იცის, იქნებ მართლაც ასე მოხდა. ფაქტია, რომ დღეს ჩვენ მორაგბეებზედაც ზუსტად იმის თქმა შეიძლება, რასაც ბრიტანელებზე ამბობენ, რომ მათ, სიტყვა "რაგბის" ხსენებაზე ისე ენთებათ თვალები, როგორც შეიძლება მოუვიდეს ადამიანს მხოლოდ "სამშობლოს" წარმოთქმისას.

ასე რომ, წინანდელთან შედარებით, რაგბი საზოგადოებისთვის სულ სხვა რაღაცა გახდა, და გუნდიც გაცილებით ძლიერი გვყავს, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, და იმისა, რომ შეიძლება ჩვენმა ნაკრებმა რომელიმე ან რამდენიმე მატჩი წააგოს კიდეც მსოფლიოს ჩემპიონატზე, - მის ღირსებას ვერაფერს დააკლებს.

პასუხის გაცემა კითხვაზე თუ როდის შეძლებენ ჩვენი შესანიშნავი მორაგბეები ტოპქვეყნების სიაში მოხვედრას და ყველაზე მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას, იმდენად რთულია, რამდენადაც რაგბის პრობლემები განყენებული არ არის და გადახლართულია ჩვენ საზოგადოებაში არსებულ სხვა საერთო პრობლემებთან, რომელთა გადაჭრა დამოუკიდებლად მორაგბეებს არ ძალუძთ.

გივი მრელაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა