ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „რეალი“ 4-0 ანგარიშით გაანადგურა. მოგეხსენებათ, ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია პარიზული გრანდის ღირსებას იცავს და ვნახოთ, როგორი შეფასება გაუკეთეს მას სხვადასხვა უცხოურმა საფეხბურთო ვებგვერდებმა:

Goal.com – 8/10 "ხვიჩა კვარაცხელია - ელექტრულად მოძრავი მარცხენა ფლანგზე. ქართველის თამაშს გოლი დააგვირგვინებდა, თუმცა რამდენიმე მომენტში მას ბურთის გატანის ალღოს უნარმა დააღალატა, ქართველისგან თამაში ჩვეულ სტილში ვიხილეთ. დაცვაში საკმაოდ გამოსადეგი იყო, ხოლო მისგან ნაჩვენები არანორმალური ფიზიკური დატვირთვა კი შექებას იმსახურებს".

Footmercato – 7/10 "მისი და ნუნუ მენდეშის დუეტი იდეალურად მუშაობს. ხვიჩამ რამდენიმე შანსიც შექმნა, მაგრამ ბოლო მომენტში სიზუსტე დააკლდა. მისთვის დასაბრალებელი არაფერი გვაქვს".

Psgpost.com – 7/10 "ის მეტოქის მარჯვენა ფლანგისთვის კვლავაც კოშმარი იყო. ფედერიკო ვალვერდეს დიდი წვალების გადატანა მოუხდა, რადგან ქართველი დაუნდობლად უტევდა ურუგვაელის მხარეს და ამავდროულად, დაცვაში ნუნუ მენდეშს არაერთხელ აზღვევდა".

შეგახსენებთ, პსჟ ტურნირის ფინალში "ჩელსის" დაუპირისპირდება, მატჩი 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ცოტნე ლომსაძემ

ბარკოლა
გოლი მას ვერ გააქვს და შალახო მაინც იცეკვოს:)))
გიგო პაპა
გიორგი, მართალს ბრძანებ.)) მაგრამ თუ დავუკვირდებით, ხვიჩა სადაც მივიდა, ის გუნდი ჩემპიონი გახდა. განსაკუთრებით ეს პსჟ-ს ეხება. დარწმუნებული, ამოაგდე მბაპე და ვინისიუსი (როგორც მესი და ნეიმარი პსჟ-დან) რეალიდან, ჩასვი ხვიჩა და ნებისმიერი მშრომელი, თუნდაც საშუალო დონის ფეხბურთელი და სრულიად სხვა შემართების რეალს მივიღებთ. აქ მთავარი პრობლემა მაინც ვარსკვლავებშია. აღარ დარბიან და იბრძვიან ისე, როგორც ადრე, სანამ დიდ ფულს იშოვნიდნენ და ვარსკვლავები გახდებოდნენ. ტოტალურ, აგრესიულ პრესინგს თამაშობს პსჟ მოედნის ნებისმიერ წერტილში. ხვიჩასთან ერთად რეალი კვლავ მოიგებს რამდენიმე თასს, ამის დროც მოვა და შეიძლება იმ მომენტისათვის ვინი და მბაპე თუ წასულები არა, სათადარიგოზე ნაღდად იჯდებიან. სხვა შემთხვევაში ყოველთვის დატოვებენ კაცნაკლული გუნდის შთაბეჭდილებას. აი ვისგან უნდა ვისწავლოთ მაგარი ნაკრების დაყენება. პსჟ მშვენიერი მაგალითია ჩვენთვის. მათ თუ ვიტინია და ფაბიანი ყავთ, ჩვენც გვყავს დაუღალავი ქოჩორა და კიტე, ვისზე ნაკლებია ჩაკვე, ზურიკო, ჟორჟი ან თუნდაც მამარდა? რამდენიმე კარგი ახალგაზრდა ბიჭი გვჭირდება, გამოცდილი და არა პრაქტიკანტი მწვრთნელი და თუ ათეულში ვერა, ოცეულში ნაღდად შევალთ.
გიორგი
რეალში თამაშზე ოცნებობდა და თავისი გუნდით რეალი უშუანსოდ გაანადგურა. ბედის ირონია ამას ჰქვია))) წინ ხვიჩა, გზის დასაწყისში ხარ მარტო!
დავით სალუქვაძე
PSG-ს ახალგაზრდებს რომ შეგნებული იგნორი არ ჰქონდეთ ხვიჩას თავისუფალში გახსნილი მდჰომარეოჰის და პას ხელადვე აძლევდნენ,- არა და ამას, გადასვლის მატჩებში ხშირად აკეთებდნენ, მერე კი ბარკოლა-დუეს მსგავსად აღარ აკეთებენ, და საერთოდ, წინა მატჩში რომ ბარკოლამ ხვიჩას შორი პასი მისცა, ვიკითხოთ ერთი, მანამდე საერთოდ, ბოლოს როდის მისცა პასი ა? არა და ხვიჩა, როგორც კი ვინმე გაეხსნება, ხელად პასის მიცემას ცდილობს და რომ არა მისი თავმდაბლური ხასიათი და ჰქონდეს ისეთი დამპლური ხასიათი, სხვას რომ ხელად და იოლად აგინებს, ადგებოდა გაბრაზდებოდა და საერთოდ ხელს ჩაიქნევდა თამაშსა და ბრძოლაზე, მაგრამ კვარა, ერთერთი საუკეთესო ვარიანტის ქართველია: ლომი მებრძოლი, ვაჟკაცივით თავმდაბალი და გმირივით ლიდერი. მივესალმები, ღმერთმანი დალოცვილიყოს ოჯახიან საქმიანობიანა და ეხარებინოს გუნდი და სამშობლო!
მალხაზ ჯობავა
1000 % იან!!!!!
გიგო პაპა
იდეალური დუეტი მაშინ იქნებოდა რომ მენდეში სწრაფად უკეთებდეს გრძელ პასს ხვიჩას, სანამ ის თავისუფალია. მიაქვს თვითონ ბურთი და ორი მეტრიდან უგორებს ხვიჩას? როცა ის უკვე დგას და მცველებიც იჭერენ. მაგიტომაცაა იძულებული ხვიჩა ისევ უკან დაუბრუნოს პასი. არ ყავს პსჟ-ს გრძელი პასების გამკეთებელი მცველები, რომლებიც თითქმის ერთი-ერთზე გაიყვანენ მეყარესთან თავდამსხმელებს. არადა, ხვიჩა და დემბელე სულ ცდილობენ რომ გაეხსნან წინ. უბრალოდ ვერ ამჩნევენ, რადგან ამ ტიკი-ტაკათი აიან გართულები.
ნუგზარი
ყველაზე მაგარ სათაურებს ეს ბიჭი იგონებს!
გოჩა
დაცვაში თამაშობენ ტიკი ტაკას და ღლიან მოწინააღმდეგეს ..ეს ახალი მიგნებაა აქამდე არ მინახავს
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"რეალი" პსჟ-ს ამომავალ ვარსკვლავს ართმევს
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
ხვიჩა ფორმაში და საფონოვზე კარგი "მამარდა" - ლიგის 1/4-ფინალები
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს